შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა’მეტი


21-03-2020, 01:53
ავტორი Elene Kraveishvili
ნანახია 1 030

იმ დღეს,როცა მე და შენ ერთმანეთს პირველად
შევხვდებით
უსათუოდ იწვიმებს,
მე მეცმევა გრძელი შავი კაბა,
შენ შავი მანტო,
მარტი იქნება,
მარტის ცამეტი,
მეტრომდე სულ ვსველდები,
შენს წინ ვგდები,
შემომხედავ და გაიფიქრებ-გიჟია,ასე სველი სად მიდისო,
მე გავბრაზდები შენს ფიქრებზე,
ერთი ნაბიჯით გიახლოვდები
-გიჟი არ ვარ-ვამბობ და ჩემი სიტყვები საბოლოოდ გარწმუნებს იმაში ,რომ გიჟი ვარ.
-უბრალოდ ზოგჯერ ნორმალურობა მღლის-
დაბნეული მაკვირდები და მიღიმი,
მეტრო ჩემს გაჩერებას უახლოვდება,
კიდევ ერთი ნაბიჯი,
კისერთან ტატუ გაქვს,
რიცხვი 13,
თითებით ვეხები,
შენ კრთები,
მსიამოვნებს,
-ლამაზია
-შენსავით
მეტრო ჩერდება,
მე გელოდები,
შემდეგი ნაბიჯი შენზეა
-გინდა ასეთი შენც გქონდეს?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent