შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სუნთქვამდე


21-03-2020, 22:55
ავტორი Frigga
ნანახია 1 146

არაფრის მთქმელი მზერის თავიდან აცილების ვცდილობ, თუმცა უკვე შევეჩვიე, რომ არ გამომდის, საკუთარ ანარეკლს თვალს ვერ ავარიდებ, სახეზე ნაკვალევი ისევ მაქვს, თითოეული შეხების, თითოეული ტკენის ანარეკლი, რომელიც ადამიანების ამაო მცდელობის შედეგად დამრჩა, შინაგანად დავცარიელდი და ძალა გამომელია, ახლა სადღაც ბნელ კითხეში ვგდივარ ფიტული და მივჩერებივარ შუშის ნატეხში საკუთარ სახეს, მეცნობა, ბევრჯერ მინახავს და არასდროს შემშინებია, არასდროს დავნებებულვარ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ადამიანებს ჩემი ბოლომდე დანგრევა არ შეეძლოთ, უბრალოდ საკმარისად ძლიერები არ იყვნენ.
საკუთარი გონების მახეში გაბმულს ბრძოლა მიწევს, რომელსაც ყოველთვის ვიგებ, ყოველ შემთხვევაში ვიგებდი, ასე გრძელდება მეცხრამეტე წელია, ასე გაგრძელდება ბოლომდე...
სიცივე ძვლებში ატანს, ნესტი მგუდავს და ტკივილი ყელში მაჭერს, მაგრამ არა, ადამიანები საქანელაზე მჯდომ ცოტა მოგიჟო უცნაურ ადამიანს ხედავენ, თავისი უბრალო სამი ზომით დიდი ტანსაცმლით და ძველი ყურსასმენებით, მაგრამ ისინი ცდილობენ უფრო მეტი დაინახონ, საამისოდ კი ძალა არ ყოფნით, არც ვირჩევ მეტის დანახვას, ნამდვილად არ მინდა გულის შეყევამდე მივიყვანო და ილიზოა გავუფანტო, არ მინდა დაინახონ ყელზე მარყუჟი რომელიც სადაცაა ბოლომდე მომიჭერს და თვითნებურად ამწევს ჰაერში, ძალიან ბევრი გადამაქვს და ალბათ ამიტომ ვანელებ მის ამ მდგომარეობამდე მისვლას, ხალხის უაზრო ყაუანში შიში და ზიზღო ერთად მიპყრობს და სადაცაა დანას ჩავირტყამ მაგრამ არა, არ და ვერ გავაკეთებ, მეშინია, ცოდვის მეშინია რომლისთვისაც გადახდა მომიწევს, ადამიანების მეშინია რომელსაც სურვილს ჩემი ხელით ავუხდენ, სუნთქვა მეკვრის გუკი კი ყელს ზემოთაა და იმდენად სწრაფად ძგერს მგონია სადაცაა გაიგლიჯება თქო მაგრამ ისიც უძლებს, მტვრიანი ჰაერი საქანელას ეხეთქება და აფორიაქებული სული ლამის კბილებს გასცდეს, ასე ძლიერ არასდროს მდომებია სიკვდილი, ასე ძლიერ არასდროს, ისევ რაღაც ძალა მაჩერებს, ვხვდები რომ მხოლოდ სარსოწარკვეთა არ კმარა, კუთხეში მიგდებულს ნამსხვრევში სხვა გამოსახულების დანახვა მინდა, მაგრამ უშედეგოდ, ისევ იმ თვალებში სისხლჩამდგარ ნახევრად გაღრწნილ არსებას ვხედავ, რომელიც კარგად იმალება, კარგად იმალება და მხოლოდ საკუთარ თავთან უყვარს ლაპარაკი.
ძალა მეცლება, არ ვიცი ვინ და როდის მომიღებს ბოლოს მაგრამ ერთი ვიცი, რომ სიკვდილი არ ამცდება, ჩემს დაკრძალვაზე ერთად იცინებენ ამაოების მკარნახებელი ადამიანები და ტალახს შეაზელენ ჩემს ოთხ ფიცარს, ალბათ იქაც გაღიმებული ვიწვები, შინაგანად დამპალი და განადგურებული, როგორც წითელი ვაშლი გაჭრამდე, იმ დღეს წვიმიანი ამინდი იქნება, წიწვები რომ ძლივს იჭერენ ცას ისეთი და დაიელვებს როცა ბოლოჯერ გავიცინებ, ბოლო მუჭა მიწას დავაყრი საკუთარ გვამს და გავქრები არსებობიდან, როგორც არარსებული, ერთ დროს მოსაგონარი მუმია, რომელიც ყველას უყვარდა მაგრამ საკითხავია ამ სიტყვაში რა ქვე ტექსტი იდო, რა ღვარძლი...
საკუთარ გვამს გაშუშებულ თვალებში ჩავხედავ, ბოლოს მაინც სიკვდილი წამიყვანს და მესაუბრება ყველაფერზე, ბოლო ოცნებაც ამიხდება და წავალ ჯოჯოხეთის ბნელ კუთხეში, რადგან სამოთხის ღორსი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ სხვისი ხელით მოვკვდები, ჩემს მკვლელს ღამესავით შავი თვალები ექნება, ცივი ხელები როგორც მთვარეს, ხმა როგორც ქარიშხალს და საქანელაზე კატაობისას მარყუჟი საბოლოოდ მომიჭერს, ბოლო მომენტში როცა უკვე ცაზე ავაბჯენ ფეხებს, უსულოდ დავეცემი და მერე მოვა, მოვა ის ვინც სამუდამოდ წამიყვანს, და ვხედავ ჩემს უაზროდ დაფანტულ წლებს ღრუბლებს ქვდმლდან, გული მერევა, გული მერევა რომ ვერ შევძელი, გული მერევა რომ ვერ ვიარსებე, გული მერევა რომ არ გავაკეთე, საკუთარი საფლავიც კი მეზიზღება და ისე ვეკვრები სიკვდილს რომ მისი ანაფორა სახეს მიფარავს, სარკის ანარეკლი ქრება, ისევ შეშიმებული და ძალაგამოცლი ვზივარ კუთხეში, უკვე ვიცი რომ აღარავინ მელის, უკვე ვიცი რომ აღარავინ არაფერს მეტყვის, ვგრძნობ სიკვდილის სიცივეს, სისხლის გამყონავ სიცივეს საკუთარ ძვლებში, სარკე არასდროს იტყუება, სარკე არასდროს იტყუება, ვიცი რომ მოვა და გელოდები, მთელი გულით გელოდები სიკვდილს, რომელიც ხშირად მოდის და მესაუბრება ვიცი ახლაც მოვა ამ შავ ოთახში და საუბარს დამიწყებს... ველოდები, ვოდები...
- მარიამ... მარიამ... როგორ მიყვარხარ..
- გიყვარვარ?
- მიყვარხარ, სიძლიერის გამო.
ირონიული სიცილი მეფინება.
- ძლიერი? მე? გთხოვ შენ მაინც ნუ იტყვი მაგას, მარტო დამტოვე ან წამიყვანე.
- ჯერ შენი დრო არ არის, საკმარისად ძლიერი ხარ რომ გადაიტანო ყველაფერი, ბოლო ამოსუნთქვამდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent