შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მინდა რომ ჩემი შვილი მე დამემსგავსოს!


23-03-2020, 19:13
ავტორი landoffreedom
ნანახია 1 310

მე არ მინდა რომ ჩემი შვილი მე დამემსგავსოს!
მე არ მინდა რომ ჩემი შვილი მე დამემსგავსოს, არ მინდა რომ ჩემი ხასიათი ქონდეს, მერე მივხვდები, მივხვდები იმას, რაც უკვე ვიცი, მაგრამ უფრო საფუძვლიანად გავიაზრებ თუ რა საშინელებაა გყავდეს ეგოისტი, ეჭვიანი, საშინელი ხასიათის შვილი, რომელსაც უნდა ყველაფერს მისას ხაზი გაუსვა, მის ყოველ ქმედებაზე რეაგირება მოახდინო, რომელიც ვერ იტანს მის დასანახად სხვას რომ ეფერები, ესიყვარულები, რომელიც ყველაფერზე ბრაზდება, იმიტომრომ ბოლოს ვიცი ვერავინ ვერ აიტანს ასეთ ხასიათს, არმინდა საკუთარ თავში ჩაიკეტოს და არარეალურ ადამიანებს ესაუბროს, არმინდა ბოლოს მივიდე და გავუბრაზდე იმიტომ, რომ ჩემთან არ ექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც მე მინდა, არ მინდა ამის გამო გავუბრაზდე, რადგან ვიცი რომ ეს ყოველივე ჩემი ბრალი იქნება და არა მისი, არაზდროს მოვთხოვ ისეთი რაღაცეების თქმას, გაკეთებას რაც არ სურს, ვეცდები ყოველთვის საზღვარი დავიჭირო ურთიერთობაში, რადგან ასე უკეთესი იქნება, და მე ყოველთვის მზად ვიქნები მის მოსასმენად, რა დროც არ უნდა იყოს, არ გავუმეორებ ათასჯერ, ათი ათასჯერ რომ მითხრას რამე, რადგან თუ საჭირო იქნება თვითონ მეტყვის, ხოლო ჩემი ეს სიტყვები უფრო დაგვაშორებას ერთმანეთს, და ბოლოს როდესაც რაღაცის თქმა მოუნდება ვინმესთვის არ მინდა რომ ეს მე არ ვიყო. არასდროს გავკიცხავ არაფრის გამო, არამედ მივცემ რჩევებს. არასდროს შევზუდავ არაფერში, მივანიჭებ სრულ თავისუფლებას, რადგან მე მას გავზრდი ყველა საჭირო ღირებულებებით, და ის არ დაუშვებს შეცდომებს. ვენდობი მას ყოველ ასპექტში, რადგან ვიცი რომ ეს მის ნდობასაც გააღრმავებს, არასდროს შემეშინდება მისი მეგობრების, რადგან ვიცი, რომ ის მისი არჩეულიები არიან, შეიძლება სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ვიცი, რომ ის შეინარჩუნებს საკუთარ პიროვნებას, და თუ რომელიმე მათგანში არ გაუმართლებს მე მას არ ვეტყვი, რომ ამას ვაფრთხილებდი, უბრალოდ დავამშვიდებ, და ვეტყვი რომ უარესიც ხდება. არმინდა, რომ უაზროდ ეცვლებოდეს ხასიათი, მთელი დღეები უაზროდ იყოს მოწყენილი, არ მივცემ ამის საშვალებას, ამის გამო კი არ გავუბრაზდები, არამედ ვეცდები გავუგო. არ მიდა რამე ეჭვები უღრნიდეს ტვინს, და მე ამის შესახებ ვერ მითხრას, რადგან იფიქროს, რომ ახლა არაა ამის დრო და მომდევნოსთვის გადავდებ, და შემდეგ ეს მომდევნო არასდროს დადგეს. არმინდა ჩემზე რომ გაბრაზდება გულში რამე ცუდი გაივლოს ჩემზე და მერე ამის გამო დღეების მანძილზე გაუბრაზდეს საკუთარ თავს, არმინდა რომ ჩემს დასანახად კარგად იყოს, მაშინ როდესაც შინაგანად ნადგურდება, არ მინდა! არ მინდა ტკივილისაგან ეცემოდეს და ჩემს დანახვაზე გაიმართოს და გაიღიმოს, არ მინდა რომ ოდესმე გაიელვოს მის გონებაშ სუიციდზე ფიქრმა, რადგან ვიცი რომ ეს მის არსებობას უფრო დაამძიმებს, არ მინდა, ბოლოს იმ დონემდე მივიდეს , რომ მე და მის მეგობრებს კიარა ისეთ ადამიანებს ესაუბროს გასაჭირის შესახვებ ვინმაც მისი ნამდვილი სახელიც კი არ იციან, და არ მინდა ბოლოს მე ამისგამო გავუბრაზდე,არ მინდა თავისი განცდები ფურცკებზე წეროს, და შემდეგ საგულდაგულოდ შეინახოს ან დსაწვას. რადგან ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება.
მე არ მინდა რომ ჩემი შვილი მე დამემსგავსოს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent