შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე ულმობელი (სრულად)

27-03-2020, 00:04
ავტორი guroo
ნანახია 14 874

მზის ჩასვლისას ფოტო გადაუღე თავჩასაღუნად გამზადებულ მზესუმზირას. ეს ახლა გამახსენდა.
კარგი დროა გასახსენებლად, არა? წლები გავიდა და შევიცვალეთ.
ბოლომდე გავიხსენებ.
დაღამებულზე, მსხვერპლის არჩევის დროს, თამამად მოგლიჯე.
"ჩემი მსხვერპლი ეს იქნება. ფოტო მაქვს ამისი. ცოცხალს ვტოვებ".
დაგიჯერეთ - კეთილი, სათნო და უცოდველი გოგონას როლი.
ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ სამუდამო გაქრობისთვის. შენ - სიკვდილის მერეც შეუცვლელი.
რას წარმოვიდგენდი... მაშინ როგორ მივხვდებოდი, რომ ყველაზე ულმობელი ზუსტად შენ იყავი.
მეგონა, ცაში გამოკიდებული, მიწას ჯერ ვერ მოახლოებული, მიყვარდი. სხვაგან მოფარფატე უსხეულო სულის გამო გაღმერთებდი.
ხვდებოდი, ვიცი.
კარგად მახსოვს. თავჩაღუნულებს შორის ის იდგა მხოლოდ მზისკენ ჯიუტად მიმზირალი.
ჩვენ რომ ანგელოზი გვგონებოდი, ნიღაბი რომ კარგად მოგერგო, სანაცვლოდ ფარულ აგრესიას ყოველთვის ასე ავლენდი?
ვუფიქრდები იმ ლამაზ დღეს და შენი ვერაგობა მაგიჟებს. ყველაზე მეტად რისი მოკვლაც გსურდა, ზუსტად ის მოკალი.
შევცდი და არ უნდა მყვარებოდი.
რა გინდოდა? ფოტოს მაინც რისთვის უღებდი?
ცოცხალი დატოვე - მხოლოდ წამიერი კადრი. იმის იქით და აქეთ არაფერი აღარ არის.
წეღანაც გითხარი: შევიცვალეთ და დროის ბევრ კადრში ვართ. სიცოცხლე ეს არის.
სულ ერთია. არ დამეთანხმები.

***

თვალებზე ნაჭერშემოხვეულს თითი დაგაჭირა.
"ჯანდაბა, ვინ დაასველა?!".
გადარჩი. ცრემლებით გაჟღენთილი იყო ჩვარი.
არ გამემეტე დასაბრმავებლად. ჩემი შერჩეული უდროოდ მოვკალი.
დავისაჯე და მსხვერპლად შემოგემატე.

***

იმ საზარელ ღამეს რომ ვიხსენებ, ტვინი ამიფეთქდეს ლამის.
სისხლი კედელზე.
დაღუნული ცერა თითი ბოლომდე ვერ დაემჩნა. შენი კვალი ამოვიცანი.
მაშინაც დაგიჯერეთ - ჩემზე მზრუნველი, ერთდროულად მსხვერპლისა და გმირის როლი.
ისევ გეტვყი: ყველაზე ულმობელი შენ იყავი.

№1  offline მოდერი Mary Drey

ემოციური...
გულში ჩამრჩენელი...
საშინლად მგრძნობიარე ნაწერი.
ასე მეგონა, რომ ავტორის სულში ვიხედებოდი.
შენი წერის მანერა, რომ მომწონს ეს უკვე რამდენიმეჯერ გითხარი, არა? :დ )) ალბათ კიდევ უფრო ხშირად მომიწევს ამის გამეორება. :) <3
ველოდები შენს ახალ ჩანახატს.

№2  offline მოდერი guroo

Natsrisferi_grdznobebi

როგორ მანებივრებ. მგონი, არ ვიმსახურებ.
მადლობა, ასე ყურადღებიანი რომ ხარ.
heart_eyes heart_eyes heart_eyes

№3  offline მოდერი Mary Drey

guroo

უბრალოდ ნიჭიერ ახალგაზრდებს მეტი დაფასება სჭირდება. :) რასაც ბევრი ვერ ხვდება.

ეს რაღაც საოცრება იყო, სულში ჩამწვდა, ვტიროდი, მე მიხარია რომ ეს წავიკითხე

№5  offline მოდერი guroo

სიყვარული გულს გვტკენს
ეს რაღაც საოცრება იყო, სულში ჩამწვდა, ვტიროდი, მე მიხარია რომ ეს წავიკითხე

ვაჰჰჰჰ, აბა მე მკითხე, მე როგორ მიხარია, რომ მკითხველამდე ნამდვილად მოდის რაღაც დოზიით ეს ემოციები. heart_eyes heart_eyes heart_eyes

№6 სტუმარი უკომენტაროდ,

რაღაც უნდა ვთქვა ხომ? დავმუნჯდი, დავდუმდი, დავიშალე... მშვენიერებად აღქმული შეჩერებული წამი, ყველაზე მტკივნეულად რომ გადაიქცევა...

№7  offline მოდერი guroo

უკომენტაროდ,
რაღაც უნდა ვთქვა ხომ? დავმუნჯდი, დავდუმდი, დავიშალე... მშვენიერებად აღქმული შეჩერებული წამი, ყველაზე მტკივნეულად რომ გადაიქცევა...

შენი კომენტარის წაკითხვის შემდეგ ზემოთ ავსქროლე და ჩანახატის კითხვა დავიწყე. ისეთი მძიმე გამომსვლია, მეთვითონაც გამიკვირდა. არადა, ისე ლაღი ვარ! ისე პოზიტიური...

№8 სტუმარი უკომენტაროდ,

ჰო, ლაღი, ბედნიერი, მხიარული)))

"შენ იმდენს იცინოდი და ხუმრობდი, თავს ვერ მოვერიე, გვერდზე გავედი და ცრემლებად დავიღვარე.
რატომ გაქვს ამდენი ტკივილი?.."

№9 სტუმარი Life is beautiful

ყველაზე მხიარულ ადამიანს ყველაზე სეცდუანი გული აქვს.... ♥️

№10 სტუმარი სტუმარი ლილე

ნეტავ საიდან მეცნობა- მეთქი? თურმე, შარშანაც წამიკითხავს. რას მერჩი, გურამ?

№11  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
ნეტავ საიდან მეცნობა- მეთქი? თურმე, შარშანაც წამიკითხავს. რას მერჩი, გურამ?

რას გერჩი, სასწორო? აი დონთ ნოვ:)))
რაღაცები ძალიან მომწონს აქ. იმ დღეს წავიკითხე. მომინდა სხვებსაც წაგეკითხათ❤️

№12 სტუმარი სტუმარი ლილე

[quote=guroo][quote=სტუმარი ლილე]ნეტავ საიდან მეცნობა- მეთქი? თურმე, შარშანაც წამიკითხავს. რას მერჩი, გურამ?[/quote]
რას გერჩი, სასწორო? აი დონთ ნოვ:)))
რაღაცები ძალიან მომწონს აქ. იმ დღეს წავიკითხე. მომინდა სხვებსაც
[quote=guroo][quote=სტუმარი ლილე]ნეტავ საიდან მეცნობა- მეთქი? თურმე, შარშანაც წამიკითხავს. რას მერჩი, გურამ?[/quote]
რას გერჩი, სასწორო? აი დონთ ნოვ:)))
რაღაცები ძალიან მომწონს აქ. იმ დღეს წავიკითხე. მომინდა სხვებსაც წაგეკითხათ❤️[/quote]
მესევდიანება. კიდევ ეს მინდოდა? (

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent