შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს


7-04-2020, 00:50
ნანახია 944

გაწვიმდა...ისედაც ბურუსით მოცულ არემარეს ახლა შავი ღრუბლები დათარაშობს თავზე...
სადაცაა მთვარე დაიკავებს ცაზე ადგილს და თავისი მედიდური გამოხედვით სალამს მისცემს დედამიწას.
მიყვარს მარტი!
ცვალებადი,მგმინავი,შეუცნობელი...
მიყვარს მისი სურნელი,ამოუხსნელი,რაღაც ისეთი ბედნიერებას რომ მაგრძნობინებს და ყოფით საფიქრალს ცოტახნით რომ დამავიწყებს...
იები მიყვარს,თვალხატულა,პაწაწინა იები,მორცხვად რომ იმზირებიან და
გთხოვენ,რომ თავიანთ ბუდეს არ მოწყვიტო.
ჰორიზონტს გავცქერი,დანამულ მთებში უსასრულობა ირეკლება,რაღაც ამოუცნობს ვგრძნობ,ვჩერდები და ვიცდი,ვიცდი მანამ,სანამ ეს ლოდინი წვიმის წკაპა-წკუპით არ მთავრდება...
ქარები კი ღრუბლებს ისევ ციდან ერეკებიან...
შუაგულ ტყეში მდგარ პიანინოს დაშლილ კლავიშებს ვესაუბრები,თითების ნაზი შეხება უსიამოვნო მელოდიას გამოსცემს და ვჩერდები...
აღარც კი ვიცი გათენდება თუ არა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent