შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწა მინდა როგორც ფრეზიებს


13-09-2018, 15:55
ავტორი bla.ell
ნანახია 1 803

ვწუხვარ და მიწა მინდა როგორც ფრეზიებს,
ვუძლებ შენს მზერას როგორც გვალვას პლუმერიები,
შენი სურნელი რომელ ბაღში აღარ ვეძიე,
გადასარჩენად ამოვიდა გულზე იები.

ჰო ალბათ ახლა სხვა სხეული უფრო ნაზია,
როგორც ფურცლებად დაცვენილი კამელიები.
სიყვარულია გრანდიფლორა, ხომ ლამაზია...
ჩემს ხელებში კი ვერ ხარობენ
არმერიებიც.

მეშლება ისევ სურნელი ან სუნთქვა შენზეა...
დღისით მშვიდი ვარ,ეს უბრალოდ ღამე ვირევი.
სანამ პეპლები გეორგინებს შემოესევა,
წავალ და მერე შენს თავლებში გამოვილევი

როგორც ცრემლები...
დაეძინათ უკვე ენძელებს,
წვეთებს აკავებს მომტირალი სახლის მინები.
წვიმას მივბაძე პირგამომშრალ ვარდებს ვეძგერე,
და სურნელება მოვიტაცე დანაპირები...

ვწერდი უაზროდ...დასრულება ვეღარ შევძელი,
დამცხა და სულზე შევიხსენი ძველი ღილები,
თავზე მეცემა ღრუბლბი თუ ღრუბლებს ვეცემი...
ან რა აზრი აქვს შენ-მიდიხარ მე -ვიყინები...

მაგიჟებს როცა ბაგეები კისერს ეხება,
წყდება საყელოდ მოხვეული თეთრი მძივები,
მკლავ როგორც ლემა და ყოველი შენი შეხება,
მოგონებები...ფსკერზე რჩება კვლავ ვიძირები.


ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1  offline წევრი sweetgirl

Vgijdebi shenze da shens leqsebze shemidzlia sul gagimeoro es sityvebi ❤️ Ishviatad deb leqsebs,magram yoveltvis molodins acharbeb❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lile-eli

როგორც ყოველთვის, უდაოდ კარგი და ლამაზი, კიდევ ერთი ლექსი.
ხშირად უნდა წერდე.

 


№3  offline მოდერი bla.ell

სტუმარი Lile-eli
როგორც ყოველთვის, უდაოდ კარგი და ლამაზი, კიდევ ერთი ლექსი.
ხშირად უნდა წერდე.

მადლობა საყვარელოო❤❤არ დამვიწყებია შენი ისტორია რომ მაქვს წასაკიხი მაგრამ ვერვიცლი:// ტკბილო მწერალო❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Lile-eli

bla.ell
სტუმარი Lile-eli
როგორც ყოველთვის, უდაოდ კარგი და ლამაზი, კიდევ ერთი ლექსი.
ხშირად უნდა წერდე.

მადლობა საყვარელოო❤❤არ დამვიწყებია შენი ისტორია რომ მაქვს წასაკიხი მაგრამ ვერვიცლი:// ტკბილო მწერალო❤❤❤❤


შენ არ უნდა მოცდე წერე და წაკიტხვას რაც შეეხება მაგაზე არ იდარდო დრო ისეთი რამაა რტულია სწორად გაანაწილო და თან მოიტოვო.

 


№5 სტუმარი l,m not sick

ლამაზია ელ :)

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ლამაზი ლექსია და კარგი

 


№7  offline წევრი qarishxali

აი თუ გინდა პირფერობაში ჩამითვალონ, თუ უნდათ ყველაზე აფერისტი ადამიანი მიწოდონ❤❤დედას გეფიცები ამ ლექსმა რა ემოციებიც გამოიწვია ჩემში ასეთი ემოციები ადამიანსაც არ გამოუწვევიაა❤❤❤ჩემო დაშაქრულო მარწყვოოო❤ვგიჟდები შენზეე❤გყვარობს თამარაა❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რაც არ მესმის ყველაზე მეტად ის მიყვარს )

 


№9 სტუმარი სტუმარი wonderland

აუ გენიოსი ხარ ეს ფლორა ლექსებში ხო საერთოდ მაგარია სუპერ კიდე დადე ლექსი რა მალე ოღონდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent