შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმადური


13-04-2020, 22:29
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 789

40+ უამადური
მაგიდიდან ნასუფრალი აიღო, სახლის პარმაღთან მცქმუტავ ძაღლს მიუტანა,იქვე კართან დაგდებულ ჯამში ჩაუსხა, ფეხით მიუჩოჩა და დაუჯაჯღანა: ჭამეო!
ძაღლმა საკვები დაყნოსა, არასასიამოვნო სუნის გამო საყვედურიანი თვალებით ამოხედა პატრონს და ზანტად გააგრძელა თქვლეფა.
– არაუშავს,ხორცი სხვა დროს!
მიაძახა ბრაზიანი კილოთი კაცმა.
ცხოველმა მიიღო დატუქვა, ჭამა გააგრძელა და შიგადაშიგ მადლიერი თვალებით ამოხედავდა პატრონს .
მოსიყვარულე გულები ხომ უსიტყვოდ პასუხობენ შემოთავაზებული "ნასუფრალით" ტკბობას.მათთვის მთავარი მადლიერების გამოხატვაა და არა "ნივთი" რომელიც შესთავაზეს.
ზემოდან დაჰყურებდა ერთგულ ცხოველს კაცი,აკვირდებოდა როგორ ნთქავდა იძულებით საკვებს და ფიქრებმა გაიტაცა.
"მაინც რა უმადურები ვართ ადამიანები იმათ მიმართ,ვისაც ჭშმარიტად ვუყვარვართ:დედის,მამის,ნამდვილი მეგობრის,ერთგული ქალის,თუნდაც ამ ძაღლის. რა დააშავა ახლა ისეთი, მშიერს რომ ასე ვკვებავ?!
ადრე დობერმანის ჯიშის ძაღლი რომ ყავდა,მისთვის ყოველ დღე მოქონდა ბაზრიდან ახალი ხორცი. ასეირნებდა, ათამაშებდა,თავს ევლებოდა. ნუთუ ამ შემოკედლებულ ძაღლზე მეტად ვუყვარდი? ან რომელი სამეფო შთამომავალი მე ვარ სხვას დავუწუნო გენი,ან და როდის გავხდი ასეთი ბურჟუა?!
თვალი მოუვლელი კარმიდამოს მოავლო და ისევ ჩაითრია ფიქრებმა:
კარგად ახსოვს როგორ შემოყვირა კარებში მდგარ დედას
–ნუღარ მაყოლებ მაგ სევდიან თვალებს, ყველა სახლიდან გასვლსას,ხომ არ კვდებიო?!
ქალს თვალები აუწყლიანა მისმა უადგილო კილომ და შეშინებული კარს მიეფარა,რათა არ დაენახა სახლიდან მიმავალ შვილს, როგორ ატანდა თან სულს.
დედა ხომ უკვე ყოველ დღე ელოდებოდა სიკვდილს ,აღარც ის იცოდა როდის დაინახავდა ისევ სახლში დაბრუნებულს.
ან რა მოხდა თვალი რომ გაეყოლებია დედას,რას ფხუკიანობდა ნეტა?! თვითონაც ხომ თვალს აყოლებს ქუჩაში მიმავალ ლამაზ ქალებს იმ დარდით, ადრე თუ გვიან, მისი მზერაც ვეღარ შეამჩნევს მათ გლუვ კანს,ლამაზ მკერდს,ჩამოქნილ სხეულს- ასე რომ აჟრიალებს მათი დანახვისას...
ან კიდევ, ამასწინათ, მამა რომ შეხვდა ქალაქში, ძველი ტანსაცმლით შემოსილი. როგორ უნდოდა აქოშინებული მამისთვის დაეძახა და ჩაესვა ავტომობილში,მაგრამ უფროსებთან ერთად მიმავალს, შერცხვა ჩამოკონკილი მამის გაპრანჭულ კოლეგებზე გაცნობა. ნუთუ ის თანამშრომლები უფრო ღირებული არიან მისთვის ,ვიდრე მამა,რომელმაც ქვეყანას მოავლინა და სიცოხლე აჩუქა?!
ის ქალიც გაახსენდა, ერთი ორჯერ რომ "გადაუგდო ბედნიერი ღამე", როგორ უცებ შეუყვარდა საცოდავს?! თვითონ კი, ახლაც ვერ გაერკვა, რატომ შედგა ეს პაემანი,ნუთუ მხოლოდ იმისთვის , გაეგო კიდევ შეუძლია თუ არა ლამაზი ქალის "გაგიჟება"?! შეყვარებული ქალი დღეში ასჯერ რეკავდა ტელეფონზე და ისევ უპასუხოდ თიშავდა . ასჯერ წამოხტებოდა საქმით დაკავებული,უხმო ზარებზე გაცოფებული ბრაზიანად ისროდა ყურმილს.ან და რა მოაკლდებოდა მას, თუნდაც ერთი თბილი სიტყვა ეთქვა ქალისთვის?!
ისე რაღა მაინცდამაინც დღეს აუჩუყდა ამ ყველაფერზე გული, ნუთუ მხოლოდ იმიტომ, ზუსტად ამ ძაღლივით რომ გრძნობდა ახლა თავს?! აღარც დედა აცილებს ცრემლიანი თვალებით,აღარც მამა ხვდება ჭუჭყიანი ტანსაცმლით ქუჩაში, აღარც ის ქალი ურეკავს წარამარა ტელეფონზე...
დღეს,ხოო ზუსტად დღეს ის მიატოვეს. მიატოვა საყვარელმა ქალმა. ნასუფრალივით წინ დაუგდო ლამაზი წლები,ცხვირწინ დაუყარა ყველა საჩუქარი,ყველა მოგონება, წყალს გაატანა ლამაზი დღეები და ძაღლივით გამოაგდო სახლიდან.
–უმადუროო! მხოლოდ ეს უთხრა.
"უმადურს უმადური შემხვდა და კინჩხიც მოვიტეხე", ეს გაიფიქრა და მწარე ღიმილი წამოეცვა სახეზე, უცებ გულიანად გაეცინა საკუთარ თავზე,როგორ აეწვა ახლა საყვარელი ქალის გახსენებაზე "ერთი ადგილი" , ეშმაკი ქალისგან ჯიბეგამოფხეკილს სირბილი მოუნდა, უსასრულო სირბილი...
ადგა,მაცივარი გამოაღო, ახალთ ახალი თევზი გადმოიღო და ყველა ერთიანად ჩაუყარა ჯამში ძაღლს, მერე გაკვირვებულ ცხოველს ტუჩებში აკოცა, ჯიბეში იმ ქალის ნომერი მოძებნა სულ უხმოდ რომ ირეკებოდა და მადლიერების გზას დაადგა სირბილით ...
(მ.აბულაძე 12/04/2019წ.)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent