შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა სადაც წესები არ არსებობს


17-04-2020, 23:30
ავტორი სალისალომე
ნანახია 864

სიშორე, განსაცდელი რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გადალახოს.ე.გ ცხოვრებისეული კიბისებრი ეტაპი რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ცოცხალი თუ არა ცოცხალი არსების მოვლენაა.ეს, არის ის რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტანჯვადია ერთ-ერთი რთული კიბე რომელზეც შესაძლოა დაბლა საფეხურზე ჩახვიდე ან კიდევ მუდამ ერთი და იგივეზე დარჩე.სიშორესთან ყველაზე ახლო მავალი რა არის? მონატრება, სწორედ, რომ მონატრებაა თვით გულის და სულის ტანჯვა.გულს, რომ აფორიაქებს და სულს, რომ დასვენების უფლებას არ აძლევს ირგვლივ მხოლოდ დიდ, გაუგებარ ქარბუქსა თუ ქარიშხალს ტეხს და ადამიანის გონება ვეღარ აზროვნებს.აზროვნების და მსჯელობის უნარს წვიმის წვეთებში ახვევს და აიძულებს, რომ თავი ჩარგოს და იტიროს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ენატრება მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან შორსაა და იმიტომ, რომ არ სურს მასთან ასეთი ურთიერთობა სურს, რომ მის გვერდით იყოს მთელი ცხოვრება.არ უნდა მიჯნურობა, ეს სტკენს გულს, ღლის მის სულს და გრძნობებს ფერფლავს.ახლა, 21ე საუკუნის სიყვარული ასეა, თუ შორს ხარ თმას იწეწავენ, სიცოცხლე აღარ უნდათ ეს კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა როცა წრფელად არ უყვარს. და მაშინ? ადრინდელ დროში, წინა საუკუნეებში განა არ იყო მიჯნურობა პირველ ადგილზე წარმოდგრნილი? განა ერთმანეთისგან შორს არ იყო წყვილი? განა არ ენატრებოდათ ერთმანეთი? და არ განიცდიდნენ მონატრებას, სიყვარულს, სითბოსა და სიშორეს? მაშინ უფრო ძლიერნი იყვნენ, იმ დროში ყველა ტკივილს იტანდნენ დიადი იმედით სულდგმულობდნენ, სწამდათ ყოველი მზის ჩასვლის და ამოსვლის ახლა? მზის სითბოც კი არაფერს ნიშნავს, მეტიც მისი ნათება ხელოვნურმა მანათობელა ლამპებმა შეცვალა ახლა მზე ლამპაა, რომელიც ყოველთვის ვერ გაანათებს ერთ დღესაც გადაიწვება და ჩაქვრება მაგრამ მზე, მისი ნათება და სითბო? ის, ხომ უკვდავია ასეა სიყვარულიც...სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო რა სიშორეზეც ან კილომეტერის იქითაც არ უნდა იყო, რამდენი ზღვის, მთის, ქალაქის, ქვეყნის იქითაც არ უნდა იყო ის მუდამ იარსებებს თუ გული სწორად ძგერს და თუ გრძნობები ბუდობს მასში, სხეულში მონატრების პეპლები დაფრინავენ ის უსასრულოდ იარსებებს.მაგრამ თუ ეს გრძნობა უბრალოდ გატაცებაა და მეტი არაფერი, ერთი დიდი ტყუილი ამ სიშორესაც ერთი წამითაც კი ვერ გაუძლებ.ახლო ყოფნით ისინი იმ სიცარიელეს ივსებდნენ რაც მათი აზრით, ცხოვრებამ არგუნა, გიყენებდა უნდოდა ეს სიცარიელე რამით შეევსო და გიპოვა შენ, რომ ღრმული ამოევსო, როცა წახვედი მისგან შორს ისევ იგივეს განიცდის და იმავე სიტუაციას დაუბრუნდება...სიცარიელე, შავი ღრმული რომელიც ვიღაცამ უნდა ამოავსოს არადა რეალურად ეს ღრმული შენით უნდა შეავსო და გაამაგრო და არა სხვისი გამოყენებით.ასე, რომ ნუ ითამაშებთ, გრძნობებს არ ეთამაშოთ პირველყოვლისა საკუთარი თავი არ მოატყუოთ და შემდეგ ის სხვა რომელსაც მართლა უყვარხართ.საკუთარი თავები არ გახადოთ ხელოვნურები, არ გახდეთ მოთამაშეები და არც ის სხვა შეითრიოთ ამ თამაშში თორემ დასასრული ყველამ იცის ამის რაც არის ...ტყუილი მოკლეა, სიმართლე გრძელი.არაადამიანებს ცოტა დრო აქვთ, ნამდვილ ადამიანებს კი გრძელი სადაც არ უნდა იყვნენ იმ ქვეყნად თუ ან ქვეყნად არა აქვს მნიშვნელობა და კიდევ ერთი მთავარი, არ მიისაკუთრო ის რაც შენს გულს არ უნდა, არ მიისაკუთრო ის რასაც კარგად არ იცნობ, არ მიისაკუთრო ის თუ მართლა არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, არ მიისაკუთრო არავითარ შემთხვევაში რადგან ყველას გყვავს საკუთარი თავი და სხვისი მისაკუთრება ნამდვილად არ გვჭირდება სიყვარულის ორი მხარე, ორნაირი სიყვარული, წრფელი და ხელოვნური.ნამდვილი და არანამდვილი განსხვავება დიდია როგორც ხედავთ.ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის და არასდროს იკარგება, ხოლო ხელოვნური სიყვარული რაღაც მანძილზე მიმდინარეობს და ადრე თუ გვიან ძალიან მალე სრულდება.სიყვარული, ეს გრძნობაა რომელსაც არ უნდა ეთამაშო, ეს არის ბრძოლა სადაც თამაში არ არსებობს.სიყვარული ნამდვილი გრძნობაა, სიკეთეა სადაც ტყუილის და ბოროტების ადგილი არ არის და ეს, არის ბრძოლა სადაც წესები არ არსებობს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent