ტკივილი-დასაწყისი *სრულად*
საფლავებს შორის მუხლმოყრილი ქალი ყვირილს ცდილობდა, მაგრამ საამისო ძალის ნატამალი არ გააჩნდა. გიჟურმა ჟინმა აიტანა თითებით ამოეთხარა მიწა, მაგრამ ლოდებივით დამძიმებულ ხელებს ვერაფერს უხერხებდა. მარტოდმარტო დარჩენილს, განგების ამარად მიგდებულს, ვინ იცის, საით წაიღებდა ქარი... საფლავის ქვიდან მომზირალ თვალებს რომ უყურებდა გული ათას ნაწილად ეფლითებოდა. შვილის გამოხედვა ხომ მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ყველანაირად ცდილობდა ძალღონე მოეკრიბა, რათა შებრძოლებოდა სულში ჩაბუდებულ სიცარიელესა და ტკივილს, მაგრამ ამაოდ. შორიდან ესმოდა შვილის საწყალობელი, უკანასკნელი ამოძახილი. წამოდგომა სცადა, თუმცა ფეხებში ძალა ერთიანად წაერთვა. მკერდს ტკივილიანი ყინული შემოაწვა და შიგ შეცოცდა. უეცრად ისეთი წივილ-კივილი მორთო, ირგვლივ მყოფი ყველა ცოცხალი არსება დაფრთხა. ხეებზე შემომჯდარი ჩიტები წამში მოსწყდნენ ადგილს და ცაში აფრინდნენ. ხელები გამეტებით დასცხო მიწას და მანამ ურტყამდა, სანამ გაუსაძლისი ტკივილი არ იგრძნო. გაჩერდა. ქალს ფიქრებში ჩაძირული ადამიანის უმეტყველო გამოხედვა ჰქონდა... ბოლოჯერ შეხედა შვილის ღიმილიან სახეს. ფეხზე წამოდგა და გზას გაუყვა. ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ სულიერად მკვდარი. შვილთან ერთად მოკვდა, მისი შინაგანი სამყაროც. წამით ცრემლიანი თვალები ცას მიაპყრო და მომავალ მანქანას წინ გადაუდგა... ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. რაღაც მძლავრი ძალა ქალს, სადღაც უსასრულობაში მიაქანებდა. მისკენ პატარა მანათობელი წერტილები მიჰქროდნენ უწყვეტად და ამის შემხედვარე იფიქრებდით, თითქოს ვარსკვლავები უსასრულო სიცარიელეში ინთქმებიანო... წამში ყველაფერი გაჩერდა. შორიდან ხმა გაისმა. ქალმა თვალი გააყოლა სიბნელეში შემოსულ სინათლის სხივს და მონატრებული შვილის სახე რომ დაინახა ჩამქრალი ნაპერწკალი თვალებში კვლავ აუკიაფდა. სიცოცხლე დასრულდა. თუ პირიქით _ ახლა დაიწყო?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.