შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე თვალები


19-04-2020, 19:13
ნანახია 932

ვუყურებდი და ვფიქრობდი,ისეთი რა გავაკეთე, რომ ეს ადამიანი დავიმსახურე მეთქი,მისი თვალები ჩემსას ხვდებოდა.ეს ხომ ერთადერთი რამაა,სადაც ადამიანის შინაგანი აზრები და ფიქრები ჩანს.მისი ფიქრები კუნძულებს ჰგავდა,სადაც მუდამ ნოტიო ჰავაა,სულ წვიმს და მხოლოდ დღეში ერთხელ ანათებს მზე,მაშინ როცა,ფიქრების პატრონი თავის თეთრ მარგალიტებს შემომანათებს და მითბობს დღეს.ამ კუნძულებზე მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს,ნუთუ იქიდან ერთი მე ვარ?! ნამდვილად მგავს,ნუთუ მის კუნძულზე ვსახლობ,როგორც ჩანს დიდი ხნის ჩასახლებული ვარ.წვიმს,მაგრამ საკმარისია ეს ჩემი იდენტური ასლი სახლიდან გამოვიდეს,რომ მზე მაშინვე ჩასაფრებულივით გამოვა,მათბობს და მაბედნიერებს.ვფიქრობდი,საცოდაობაა ის ადამიანი მიატოვო,ვისთვისაც მზეს ნიშნავ მეთქი,ის სახლიც ალბათ ჩამოინგრეოდა და კედლებს მიწა შეჭამდა,თუმცა შეიძლება ამ ნანგრევებზე, ვიღაცამ ააშენოს ახალი სახლი და დაიმკვიდროს ადგილი.მაგრამ მჯერა,რომ როცა რაღაც იწყება,საძირველი მუდამ მნიშვნელოვანია,მგონია რომ წარსული ყოველთვის გაახსენდება იმ სახლის დანახვაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent