შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ.ნ.


23-04-2020, 01:22
ნანახია 727

მეგონა მოვკვდებოდი, საკუთარ თავს დავკარგავდი... შენს წასვლას ვერ გადავიტანდი მაგრამ შევეჩვიე... უშენოდ ცხოვრება ვისწავლე. ახლა შენზე იმდენად ხშირად აღარ ვფიქრობ როგორც ადრე.
ჰო ვაღიარებ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამიშვიხარ, ხშირად მესიზმრები მაგრამ ეს არაფერია... საერთოდ არაფერი, რადგან ახლა ჩემთვის ერთი დიდი ხარ რომელმაც ჩემი სულის განადგურება შეძლო.
როგორ მინდა შენს წინ ვიდგე და ყველაფერს გეუბნებოდე რასაც ახლა შენზე ვფიქრობ, იმასაც რასაც ადრე ვფიქრობდი! ისიც მინდა მეზიზღებოდე მაგრამ ვერ შეგიძულებ რადგან ჯერ ბოლომდე არ დამიკარგავს ჩემი მე რომელსაც ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარხარ. ჯერ ბოლომდე არ შევუცვლივარ ყველა იმ ტკივილს რაც შენ განმაცდევინე და სულ ოდნავ გულში ღრმად ჩამარხულად მაგრამ მაინც მჯერა იმის რომ შენთვის ახლა თუ არა ადრე მაინც ვნიშნავდი რამეს. ვფიცავ დადგება ის დღე როცა გავიგებ რატო ნიშნავ ჩემთვის ამდენს და მერე უბრალოდ გადაგიყვარებ, არა კი არ გადაგიყვარებ გადაგეჩვევი, და შენს გარეშე დავიწყებ ცხოვრებას. ყველა იმ მოგონებას რომელიც შენთან მაკავშირებს ჯანდაბაში გადავიძახებ და ისე მოგექცევი როგორც შენ მექცევი. ახლა კი უბრალოდ ის წყეული ხარ ვინც ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent