შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უწონადობა


27-04-2020, 13:04
ავტორი Frigga
ნანახია 967

სუნთქვის შეკავებამდე, მანამ სანამ გულის მონატრებულ, ძლიერ ფეთქვას გაიგებ, უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქავ და ჭერს შუშის თვალებს ააპყრობ, მაგრამ საკმარისად ძლიერი როდი ხარ, რომ გულის ცემა შეაჩერო, უბრალოდ საკუთარ უძლურებას კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, იცი რომ ვერ შეძლებ ჰაერის ბოლომდე შეკავებას და მაინც ჩაისუნთქავ, რადგან მცდელობა ხანდახან ამართლებს და შენც იმედი გაქვს, რომ ერთხელაც იმ ჭერის თეთრ ფიტულს აჩუქებ შენს მზერას და ვეღარ მოაშორებ რადგან ნაჩუქარს უკან ვეღარ წაართმევ, მაგრამ მანამ ეს დღე დადგება შენ ისევ ისე უნდა ისუნთქო როგორც აქამდე, უყურო გალეშილ თვალებს, სიბრაზით დალეწილ თითებს და უთქმელ სიტყვებს უსმინო რომელსაც აქამდე უკვე მილიონჯერ იტყოდი გამბედაობა, რომ გქონოდა, მაგრამ არ გაქვს და გგონია, რომ არც არასდროს გექნება.
გულის ყელში მობჯენა, მოახლოვებული ნაბიჯები და ისევ თვალები, სიტყვები და ამოუხსნელი ბრაზი სხეულში, სისხლის ამადუღებლი ბრაზი, რომელსაც გული გახეთქვამდე მიჰყავს მაგრამ არ სკდება, მოკლედ საშველი არ ჩანს და შენ ისევ მიჰყვები დღეების უმიზნო,გახუნებულ, ერთფეროვან ცვეთას, თუმცა ისე მიეჩვიე, რომ საერთოდ ვერ ამჩნევ როგორ გადის ათი, ჩვიდმეტი, ცხრამეტი და ოცი წელი, მიიცვითება დრო, ამოღამებულ თვალებს და ღიმილით დაღილ სახეს, ღიმილით რომელიც ირონიას უფრო მეტ ეშხს აძლევს, დატყობიათ დროის მსვლელობა, მაგრამ შენ არა, შენ ჯერ კიდევ ვერ ბედავ, ვერ ბედავ ამოიღო გულიდან რაც გაქვს და დატოვო, კარი მიიხურო და წახვიდე სადღაც ჰორიზონტს იქით, თუმდაც მშიერი და დაღლილი იძინებდე, მორალურად განადგურებული, მაგრამ თავისუფალი, თავის უფალი, საკუთარი ცხოვრების უბადლო მმართველი ან თუმდაც ბედისგან გადაგდებული მათხოვარი, მაგრამ არა ის, ვინც ახლა ხარ.
მოკლედ ნაბიჯები რომ გადაადგა ნაკვალევი არ დარჩება, მიწა წონას ვერ იგრძნობს და არც უნდა ეცადო, რომ აგრძნობინო, უწონადობა ერთადერთი ბედნიერებაა რაც გაქვს, ნუ ჯერჯერობით მაინც, სანამ სვავები შენს სხეულს დაფლითავენ და მიწას სისხლი შეერევა, აი მერე კი მძიმე სიმძიმეს იგრძნობს...
აქამდე გადაგქონდა, აქამდე უძლებდი, ყურსასმენები ჰაერივით გშველოდა და ახლაც ასე იქნება, ისევ სასიცოცხლო ატრიბუტად აქცევ, ბოლო-ბოლო მიჩვეული ხარ, არ გაგიჭირდება, თუმცა ყურსასმენები გრძნობებს ვერ აკავებს, სხეულის გაყინვის გრძნობას როცა ხვდები რომ გაშტერდებიან და ენას იქავებენ შენზე მოლაქლაქე სილუეტები სადღაც ზღვარს მიღმა გინდა, რომ მივარდე და ცხოვრებას გამოასალმო, მაგრამ არა, შენ ისევ ნელა, აუჩქარებლად მიუყვები გზას, გზას რომელიც მათი თვალით არასდროს დაგინახავს და არც გინატრია ასე მომხდარიყო, რადგან საკუთარი თავისთვის მათი თვალით შეხედვა შეგეშნდებოდა, ადვილი მისახვედრია რომ არ იქნებოდი სახარბიელოდ დასანახი.
ამბობ რომ არ გაინტერესებს და სრული სიმართლეა, მაგრამ შენი სულის სარკე სხვა ყველაფერს ამბობს გარდა იმისა რასაც ხმამაღლა, ასე თავდაჯერებით ამტკიცებ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent