შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ფერები

1-05-2020, 16:10
ავტორი Dark00
ნანახია 911

ბევრს არ სჯერა იმის, რისიც მე. ზოგჯერ იმდენად შთაგონებული ვარ, რომ სიტყვების მოძებნაც კი მიჭირს. ახლა კი, როცა საქმე თავზე საყრელი მაქვს, მაინც დავჯექი და ამის წერა დავიწყე, რადგან უნდა მეთქვა, სადღაც უნდა გადმომეცა.

მე ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება. რა ვიქნები წლების შემდეგ, თითქოს ყველაფერი უკვე დავწერე, სცენარი უკვე შევადგინე და ახლა მხოლოდ დრო დარჩა, დრო იმისთვის, რომ დაამტკიცოს ყველაფერი.

მე მეოცნებე არ ვარ, მე რეალისტი ვარ, რომელსაც ღრმად წამს იმის, რომ ჩვენს რეალობას ჩვენი გონება ქმნის. რასაც ახლა ვგრძნობ, რაზეც ახლა ვფიქრობ და ვკონცეტრირდები, ყველაფერი მომავალში დამხვდება წინ. ნურავინ მკითხავს როგორ, ეს უბრალოდ ასე იქნება.

არ ვიცი ჩემს შიგნით რაა ეს გრძნობები, რა სახელი გამოვუძებნო. ადამიანების უმეტესობა ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრობს, ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას ნატრულობს და იცით რა, რატომღაც მე ამ ადამიანების კატეგორიაში არ შევდივარ. ჩემი გონება მუდამ მხოლოდ სირთულეებზე ფიქრით იღებს კმაყოფილებას. არ ვიცი ეს რატომ ხდება, რატომ არ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და წარმოვიდგინო როგორი ნათელი ცხოვრება მექნება მომავალში, თუნდაც ხვალ, თუნდაც წლების შემდეგ. არ ვიცი რატომ არ შემიძლია ეს ყველაფერი ვინატრო. განა შესაძლებელია ადამიანი სირთულეს, პრობლემებს ირჩევდე, როცა შეგიძლია უბრალოდ ბედნიერებისკენ გაიშვირო თითი და ის მიიღო?

მე იმის მწამს, რისიც სხვებს არა. მწამს, რომ შენს ცხოვრებას თვითონ ქმნი, შენ ხარ მისი შემოქმედი, მე კი მას ბნელ ფერებში ვღებავ, ვქმნი სამყაროს, სადაც არაა სიმშვიდე, სადაც მუდმივად პრობლემების მოგვარება და სირთულეების გადალახვა მიწევს. მარტო არ ვარ, გვერდით რამდენიმე ადამიანი მყავს, რომლებიც ჩემი სულის ნაწილნი არიან. მართალია, ასეთ ადამიანებს ჯერ არც კი ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ გავიცნობ. თუმცა, არც კი ვიცი, იქნებ სჯობს ერთი ადამიანი გყავდეს გვერდით. ზოგჯერ ერთიც ხომ საკმარისია, რადგან ხანდახან ერთი ერთგული მეგობარიც კი მილიონს წონის.

მე მეოცნებე არ ვარ, რადგან მეოცნებენი ნათელ ფერებზე ფიქრობენ, მე კი მხოლოდ სიბნელეს ვხედავ. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ? იქნებ ცუდად ვიქცევი ამ ყველაფერზე, რომ ვკონცეტრირდები?

არა, რადგან დანაშაული არაა, როცა ცხოვრებისგან იმის მიღებას ცდილობ, რისთვისაც შენი გონება მგელივითაა მშიერი, ვეფხვივით გამხეცებული და ლომივით მამაცურად განწობილი, თითქოს უძლეველი იყოს.

არ არის დანაშაული, იყურებოდე გარშემო და ხედავდე ადამიანებს, რომლებიც თითქოს რობოტები არიან, თითქოს ყველა ერთი მიზნით გაჩენილიყო და სხვა არაფრის კეთება შეუძლიათ, ამის შემხედვარეს კი რაღაც სხვა გსურდეს, რაღაც ახალისკენ ისწრაფვოდე. ჩემს გარშემო ადამიანები ისე კვდებიან, თითქოს არც უცხოვრიათ. მათ სჯერათ, რომ უბრალო ცხოვრებისთვის არიან გაჩენილნი, რომ მათი ვალი მხოლოდ ოჯახის შექმნა და მოვლაა, ამიტომ არ შეუძლიათ შორს გახედვა. თითქოს ყველა ერთ ჰორიზონტს უყურებს და არ იციან მის მიღმა რა ხდება.

მაგრამ მე ვიცი.

არ მინდა სიცოცხლის შემდეგ უბრალოდ წავიდე აქედან და ამით მორჩეს ყველაფერი. არ მინდა ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება. ჰო, მე სირთულეებს ვეძებ, რთული ცხოვრება მწყურია, რადგან მხოლოდ მათ შეძლეს სიკვდილის შემდეგაც კი ეცოცხლათ დედამიწაზე, ვინც ჰორიზონტს გასცდნენ და თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დიდი რამ შექმნეს. მხოლოდ ისინი დარჩნენ ჩვენს სამყაროში, ვინც ყველაზე ღირსეულნი იყვნენ, ყველაზე ღირსეულნი კი ისინი არიან, ვინც ბნელ დღეებს თვალს გამბედავად უსწორებდნენ.

ჰო, რაც უფრო მეტ საშინელებას ძლევ, მით უფრო ღირსეული და გამმოცდილი ხარ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს რეალობაა, რომლისთვისაც უმეტესობას თვალის გასწორება არ უნდა.

მე შემეძლო, ხელში კალამი ამეღო და შემექმნა ჩემი ცხოვრება ნათელ ფერებში, მაგრამ რატომღაც მხოლოდ შავი და თეთრი საღებავები გამოვიყენე.

მე არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ რაღაც დიდებულისკენ მივდივარ.

გინდათ საიდუმლო გაგიმხილოთ? მე არ დავბერდები. იქნებ ეს თავისით მოსული შეგრძნებაა ჩემში ან იქნებ ესეც სურვილია, მაგრამ ვიცი სიბერემდე დავტოვებ აქაურობას. დავტოვებ, მაგრამ არა ასე უბრალოდ და მე სიცოცხლე არ დამენანება, რადგან მეცოდინება, რომ რაღაც ღირებულისთვის მოვკვდი. რომ ის, რისთვისაც სიცოცხლე გავწირე, დარჩენაზე ბევრად უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. დაე, ჩემს დაკრძალვაზე ნუ დამიტირებს ნურავინ, რადგან მე ამ ქვეყნიდან სრულიად არ გავმქრალვარ, მე არ მოვმკვდარვარ. სიცოცხლეს იქ ვაგრძელებ, რისთვისაც მე დავთმე იგი. სიკვდილის სარეცელზე მყოფს ის მაინც მეცოდინება, რომ უკან რაღაც მოვიტოვე, რაღაც, რაც ჩემს სახელს შეინახავს, ამიტომ მშვიდად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს. სიკვდილის წინ მთავარი იმის ცოდნაა, რომ შენ მართლა იცხოვრე.

№1  offline მოდერი Catherine Di Perso

"განა შესაძლებელია ადამიანი სირთულეს, პრობლემებს ირჩევდე, როცა შეგიძლია უბრალოდ ბედნიერებისკენ გაიშვირო თითი და ის მიიღო?"
სიტყვების თამაშია, მეტი არაფერი. შენი ბედნიერება ეს სირთულეა და არაფერი აქვს საერთო სტანდარტულ ბედნიერებასთან, როგორც მას უმეტესობა აღიქვამს და იცი, რა? მარტო ნამდვილად არ ხარ. მე მხოლოდ შავ-თეთრი საღებავი მჭირდება და ფერადს გვერდს ვუვლი, რადგან არ მარგია არაფერში. უკვირთ, სახტად რჩებიან და ვერ იგებენ, მაგრამ რა? მე მათი აზრი მაგრად მახატია.
განა, შეიძლება? შეიძლება და მერე - როგორ.
შენ არ იცი - ორი წუთის შემდეგ რა მოხდება.
შენ იცი, რომ სიბერე შენი სტიქია არაა და მეც ვიცი, რომ არც ჩემია. მაგრამ არავინ იცის - მერე რა მოხდება.
ცხოვრება ირონიულია, მაგრად გვეკაიფება და მე მისი კაიფით ვკაიფობ.
ერთ ჩანახატში ამოვიკითხე და მაგრად ჩამრჩა გონებაში "ადამიანები სამყაროს კაიფის დროს შევიქმენით". ტანში გამცრა იმდენად, რომ აღვფრთოვანდი.
იკაიფე, რა.
დატკბი საკუთარი თავით.

№2  offline მოდერი Mary Drey

შესანიშნავია!
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ბოლო აბზაცში რაც გადმოეცი ზუსტად რამდენიმე წამის უკან მაგ თემას ვუტრიალებდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი სხეული არასდროს იქნებოდა სხვებივით დანაოჭებული, დაბერებული.
მე ხომ ახალგაზრდობა მიყვარს.
ყოველთვის მგონია, რომ სიბერე ადამიანის ირონიული სარკეა, რომელიც მუდმივად წარსულის მიჩქმალულ საქმეებს გახსენებს!
მე არ მინდა სიკვდილი.
მეც უკვდავი ვარ.
ალბათ ამით ვგავართ ერთმანეთს.
ვერ ვიტან ფერად ფერებს, როცა სულში სიბნელეა.
ნერვებს მიშლის მზის სხივი, რადგან ის აფერადებს უფერულ სამყაროს.
მე მიყვარს მუქი ფერები.
მიყვარს, ჩემი შავი ოთახი, რომელიც მიწაში ყოფნის იმიტაციას მიქმნის.
ჩვენ დაბერებულნი არ მოვკვდებით.
ჩვენი სიკვდილი რაღაცა ახალის დასაწყისი უნდა იყოს.
მოდი, არ ვაკაიფოთ რა ეს ისედაც ცინიკოსი ცხოვრება.
მოდი, ახლა მაინც დავუმტკიცოთ უკვდავების რეალური ძალა.

მომწონხარ.
გიცანი.
შეგიცანი.
დროებით, შენს სხვა ნაწარმოებამდე!
ისევ შევხვდებით.

№3  offline წევრი Dark00

Catherine Di Perso

❣❣

Natsrisferi_grdznobebi

მადლობა ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent