შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მაგრამ" თურმე ყველაფერს ცვლის.


4-05-2020, 16:05
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 1 220

„მაგრამ“ თურმე ყველაფერს ცვლის...

იცი, ადრე მეგონა რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი....
მეგონა უშენოდ სუნთქვა მიჭირდა...
მეგონა შენი სურნელის გარეშე ვერ ვიარსებებდი და შენი სახლში არ ყოფნისას, შენი მაისური მეცვა, მასთან ერთად მეძინა, ასე უშენობას ვივსებდი...
მეგონა თუ ღამე არ ჩამეხუტებოდი უშფოთველად ვერ დავიძინებდი...
შენს ხმას თუ არ გავიგებდი ვერ გავბედნიერდებოდი...
შენთან ერთად არაფრის მეშინოდა, უშენოდ - ყველაფრის...
ჩვენი გაცნობის დღე გახსოვს?! ალბათ არა, მაშინ შენს თაფლისფერ თვალებს რომ შევხედე მეგონა ჩვენში ახალი რაღაც დაიბადა...
შენი ხელები რომლებმაც დაცემისგან მიხსნა მეგონა რომ სულ დამიცავდა...
პირველად ხელი რომ ჩამკიდე მეგონა არასოდეს გამიშვებდი...
მეუბნებოდი შენზე ზრუნვამ როგორ შეიძლება დამღალოსო და მეც მეგონა არასოდეს დაიღლებოდი...
დაცემის არ მეშინოდა მეგონა სულ წამომაყენებდი...
მეგონა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი შენი მშვიდი სუნთქვა იყო...
შენს მიმართ ზრუნვით სიყვარულის გამოხატვა ყველაზე სასიამოვნო მეგონა...

ერთხელ რომ გითხარი თუ აღარ გეყვარები ნურაფერს მეტყვი უბრალოდ წადი-თქო მეგონა ეს არასოდეს მოხდებოდა მაგრამ...

„მაგრამ“ თურმე ყველაფერს ცვლის...

შენ სიტყვის უთქმელად წახვედი...
ბარგიც კი არ ჩაალაგე...
წახვედი და ჩემი ყველა „მეგონა“ ერთიანად დამემხო, შენთან ერთად წლების მანძილზე „სიყვარულით და ბედნნიერებით“ ნაშენებ ოჯახთან ერთად...
მიყურებდი თვალებში და მივხდი ის რაღაც რაც პირველი ნახვისას დაიბადა ჩვენში მხოლოდ ჩემში აგრძელებდა ცხოვრებას...
ახლა ჩვენი უკვე მხოლოდ ჩემი იყო...
ყველა ჩვენ გაქრა ახლა დავრჩი მე...
მხოლოდ მე იმიტომ რომ შენ უკვე დიდი ხანია აღარ ხარ ჩვენ...
იმ დღეს მე მეგონა რომ დასრულდა ჩემთვის ყველაფერი...
პირველად კალენდარს ვეცი ვიფიქრე პირველი აპრილია და მეხუმრება-თქო.
შენ ხომ მსახიობობის ნიჭი სულ გქონდა, რამდენი როლი მოირგე ამ წლების მანძილზე?! თუ შენ არ გახსოვს მე შეგახსენებ :

სიყვარულისგან გაგიჟებული კაცის - პატარა გოგონები ხომ მარტივად იჯერებენ ამ ყველაფერს.

მზრუნველი კაცის - პატარა გოგონებს ადვილად უყვარდებათ ასეთები.

ცოლზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცის - ესეთებს უანგაროდ უძღვნიან თავის გულსა და ცხოვრებას პატარა გოგონები.

კაცის რომელსაც ყველა თარიღი ახსოვს - აქაც მარტივად ტყუვდებიან პატარა გოგონები, ავიწყდებათ რომ კალენდარში ყველა თარიღის აღნიშვნაა შესაძლებელი.

განსაკუთრებული კაცის - აქ სხვა რამეშია საქმე, საყვარელი ადამიანი ყოველთვის გნსაკუთრებულად გეჩვენება.

სიტყვისპატრონი კაცის - ბოდიში, მაგრამ ეს როლი ვერ შეასრულე კარგად, კულმინაციისას ფეხი დაგიცდა და ნიღაბი მოგძვრა.

იქ დავბრუნდები სადაც მეგონა რომ ცხოვრება დასრულდა, ღმერთის რწმენა არ დამიკარგავს, მისი მჯეროდა...
იცი რისთვის ვლოცულობდი?! იმისთვის რომ გონება გაგნათებოდა და დაბრუნებულიყავი...
შვიდი დღის მერე კარში რომ დაგინახე ახალად დავიბადე მეგონა...
რეალურად კი მაშინ გავნადგურდი, შენსკენ რომ მოვრბოდი, ჩასახუტებლად, მთელი ძალით და შენ მომიშორე, ისე ცივად რომ ეგ სიცივე თვეები გამყვა...
მერე შენთან შეხვედრის მეშინოდა მეგონა თუ გნახავდი ისევ ისე ამიფრთხიალდებოდა გული და ამიფარფატდებოდა პეპლები სხეულში...
მეგონა რომ შენს ერთ დაძახებაზე ფეხქვეშ გაგეგებოდი...
თვეები, დღის მანძილზე ამაყად ვიდექი, ღამე კი ისევ მეგონა რომ უშენობის გამო ვერ ვიძინებდი...
ყველა ადგილი სადაც შენთან ერთად ვიყავი თუნდაც გავლითაც კი დავიჩემე...
საათობით ვსეირნობდი იმ ქუჩებზე და იმ ქვაფენილებზე ვაბიჯებდი სადაც შენ დადიოდი...
ყოველ ღამე თვალცრემლიანი ვლოცულობდი შენთვის რომ უფალს შენი სული ეხსნა...
ვდარდობდი შენზე :
ხომ არ გშიოდა, მეფიქრებოდა ნეტა რა ჭამა-თქო.
ხომ არ გციოდა, ძილში ინსტიქტურად გაფარებდი საბანს.
მეშინოდა რომ დაგჭირდებოდი და შენთან არ ვიქნებოდი მაგრამ არა, შენ კარგად იყავი, არც გშიოდა, არც გციოდა და არც მე გჭირდებოდი...
მჯეროდა ჩვენი სიყვარული ისეთი ძლიერი იყო ყველაფერს გაუძლებდა...
ყველაზე ძალიან კი იმის მჯეროდა რომ ის ყველაფერი რაც მე მეგონა...
შენც - გეგონა!
მაგრამ არა თურმე ყველა ჩემი „მეგონა“ ერთი დიდი ტყუილი იყო და...
მაშინ როცა მე ვტიროდი, შენ - იცინოდი.
მაშინ როცა მე მეფიქრებოდი და მახსოვდი, შენ - დამივიწყე.
მერე მეც მოგბაძე...
მეც ვისწავლე...
ყველაფერი რაც მეგონა რომ არ შემეძლო უშენოდ შევძლი...
მე შენ გაგატანე პატარა გოგონა თავისი ოცნებებით და გავხდი ქალი...
ქალი რომელსაც სჯერა რომ ყველა დანაშაულისთვის მიეზღვებათ ადამიანებს...
სამაგიეროდ, ნადვილი ადამიანების არსებობის აღარ მჯეროდა...
აღარც, სიყვარულის მჯეროდა...
აღარც იმის, რომ გულწრფელი სიცილი შემეძლო...
აღარც, ბედნიერების....
არც იმის რომ ოცნებები ხდება, მაგრამ...

„მაგრამ“ თურმე ყველაფერს ცვლის...

გამოჩნდა ის ვინც, მასწავლა ჩემი თავის შეყვარება და მერე შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ...
თავიდან მასწავლა სიცილი...
მასწავლა რომ ბედნიერება მარტო არ შენდება...
მასწავლა რომ ოცნებები მარტო არ ხდება, ოცნებების ასრულებას ორი ნამდვილი ადამიანი სჭირდება ნიღბების გარეშე...



№1  offline მოდერი Mary Drey

" ოცნებების ასრულებას ორი ნამდვილი ადამიანი სჭირდება ნიღბების გარეშე..." ძალიან, ძალიან კარგი სიტყვები იყო ეს!!
თითოეული შენი სიტყვა გულზე შემეხო და წარსულის მოგონებანი გააცოცხლა.
ძალიან მომეწონა.
კარგად გქონდა გრძნობები გამოხატული. სათანადო სიტყვები შერჩეული.
გუდ ლაქ!

 


№2  offline მოდერი ენქეი

არ შემიძლია მარიამს არ დავეთანხმო
გრძნობები ძალიან კარგად გქონდა გადმოცემული.❤️

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

Natsrisferi_grdznobebi
" ოცნებების ასრულებას ორი ნამდვილი ადამიანი სჭირდება ნიღბების გარეშე..." ძალიან, ძალიან კარგი სიტყვები იყო ეს!!
თითოეული შენი სიტყვა გულზე შემეხო და წარსულის მოგონებანი გააცოცხლა.
ძალიან მომეწონა.
კარგად გქონდა გრძნობები გამოხატული. სათანადო სიტყვები შერჩეული.
გუდ ლაქ!

ძალიან დიდი მადლობა ❤️ ყველაზე ძალიან ის მიხარია რომ გრძნობების მოტანა შევძელი ❤️

ენქეი
არ შემიძლია მარიამს არ დავეთანხმო
გრძნობები ძალიან კარგად გქონდა გადმოცემული.❤️

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent