შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეტროსპექცია

4-05-2020, 20:34
ავტორი guroo
ნანახია 9 058

შეშის ღუმელიდან გამოსულ გრძელ მილებს შორის შავმა სითხემ გზა იპოვნა და ნაპრალიდან გამოჟონა. წითლად შეღებილმა კიბემ მურისფერი ნაშხეფარი მონდომებით დაიხატა. იმ იმედით აღსავსემ, რომ მთვარისას მზერა მთელი უბედურების წამიერი გაცნობიერებასავით მყისვე განგაშს ატეხდა დაღლილ-დაქანცული დიასახლისის ნერვულ სისტემაში, კიდევ მრავალჯერ შეუშვირა წითლად მოცინარი უსულო სახე ცხელი მურის შავ წვეთებს.

როცა ეს სახლი აშედა, საღებავების ყიდვისას ფერთა ფართო გამაზე არ უფიქრიათ ბებიაჩემსა და პაპაჩემს. თავისებურები იყვნენ. მინიმალიზმის დამახინჯებული და წარუმატებული პროდუქტი უფრო შეეფერება მათ ხასიათს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეპითეტი.

ერთი-მეორის მიყოლებით შეწყვიტეს სუნთქვა. ჯერ მამრმა გაიკვალა სიკვდილის უღრანი ტყეები ჯენტლმენურად და ერთი წლის ინტერვალში ნაზი და ფაქიზი ბებიაჩემიც მიჰყვა. თითქოს იმ ქვეყნად, ვიღაც ახალ დაწყვილებულებს შვილები ეყოლათ და ისინი კვლავაც ერთად არიან. ამჯერად ერთმანეთით დატკბებიან, როგორც და-ძმა.

სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნეს, ზუსტად ამაზე აუფორიაქდა ორივეს სიბერე შეპარული გულები და იმავე გულებით გადაწყვიტეს, რომ ჯვარი დაეწერათ, რადგან პირზე დუჟის მოდგომის შემდეგ მზე და მთვარესავით ტრაგიკული ბედი არ გაეზიარებინათ.

მახსოვს, ძლივს აბობღდა პაპაჩემი საკურთხევლის წინ რამდენიმე სანტიმეტრით ამაღლებულ პოდიუმის მსგავს რაღაცაზე, რომელზეც სხვა დროს მღვდელი პოზიორობდა ხოლმე. მე მივეხმარე ფეხის ადგმაში. მაშინ გავიქფიქრე, რომ ძალიან უნდოდათ ერთად ყოფნა. ალბათ-მეთქი ფიქრების პაუზას ესეც მივაყოლე ბანქოს კარტებივით. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა მესმის მათი გადაწყვეტილებისა.

მონატრების ტკივილები უკვე დამეწყო.

კიბეზე ვამბობდი... ძალიან ბევრი წითელი საღებავი იყიდეს მაშინ და მაგოტომაც არის, რომ მთელი სახლი სააღდგომოდ შეღებილი კვერცხებივით სისხლისფრად ბრდღვიალებს. მაგრამ ბრდღვიალი გადაჭარბებული ნათქვამია იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მთვარისა ზარმაცობს.

***

რომ დავიბადე, თავის ზომაზე დიდი პერანგი ეცვა და როგორც გამოუცდელი მოცეკვავე, მღელვარე მიმიკებით შენიღბული ადგამდა არეულ ნაბიჯებს.

ქაოტური ბოდიალი და ზურგზე ამობურცული, ხერხემლის გასწვრივ წარმოქმნილი გრძელი ნაკეცი იმ აკორდს ჰგავდა, რომლის გაჟღერება მამაჩემს არასდროს გამოსვლია. ჩემთვის არაერთხელ მოუყოლიათ, რა ხდებოდა სახლში, როცა ყველა სადღაც მიდიოდა და რჩებოდა მხოლოდ მამაჩემი. შავი პიანინო მონადირის გასროლილი ტყვიით დაჭრილივით სიკვდილს ჩაჰყურებდა წყვდიადისფერ თვალებში და ხმას იხლეჩდა უკიდურესი შეძრწუნებისგან. ღრიალებდა უკანასკნელი ამოსუნთქვებით, ვიდრე მამაჩემს არ მობეზრდებოდა პირველი ოქტავის ბოხი და მბრძანებლური ბგერების სმენა. სულ ცდილობდა, რომ იმ წიკვინა ხმების გამომწვევი კლავიშებიც ჰარმონიულად შეეპარებინა მარცხენა ხელით აჟღრიალებულ უწესრიგო მუსიკისთვის, მაგრამ არასდროს, საერთოდ არასდროს მოსწონდა, რასაც უკრავდა.

ჩემი აზრით, შექმნის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ: მისი სპერ/მა საჭირო ადგილას მოხვდა და მერე მე დავიბადე.

ის ნაკეცი სხვა არაფერი იყო, თუ არა ღმერთის მცდელობა, ჯერ ხერხემალი ამოეძვრინა მამაჩემის სხეულიდან და შემდეგ - ერთი ნეკნი მოეცილებინა ახალი სუნთქვის დასაწყებად. მე მეკუთვნოდა ის ახალი სუნთქვა და რაკი განწირული ვიყავი იმისათვის, რომ მეცოცხლა, ალბათ ამიტომაც გავიმარჯვე ღმერთის წამოწყებულ თამაშში და დედამიწამ კიდევ ერთი, სათესლე ჯირკვლებიანი ადამიანი შეიმატა.

შავი პიანინო შემიყვარდა. დაშალეს. მეტკინა.

მივხვდი, რომ სიყვარული აუცილებლად მატკენდა და გულგრილობას შევაფარე თავი. თუ საკუთარ თავს ვერ ვჯაბნიდი და მაინც მიყვარდებოდა, ყველა ემოციურ დამოკიდებულებას ისე ვუყურებდი, როგორც სასიკვდილო განაჩენს და ნელ-ნელა ზიზღით მავსებდა ნათელი და ლამაზი ფერები სამყაროში. ჩუმად მიყვარდა ყოველთვის. ჩუმად მტკიოდა მუდამ. ჩუმად ვტიროდი ღამე მთვარესთან და ჩუმად მიხაროდა გრანდიოზული ამბები ჩემს თავს.

არასდროს გამომლევია სიხარული. შიგნიდან შავს - ბედნიერი ღიმილი მანათებდა.
ერთხელ მეზობელმა მითხრა, არ დამავიწყდება შენი ღიმილიანი სალმებიო. გამახსენდა, საყვარელი რომ ვიყავი იმ ხანებში, როცა მეზობლებისთვის გამარჯობის თქმა სასიცოცხლო ძალებს არ მართმევდა.

***

მთვარისას ყალბი დაქალები ჰყავს. თვითონაც ყალბია ურთიერთობებში და ამიტომ ვერ შემოიკრიბა გარშემო წრფელი ადამიანები. არცერთი მათგანის მიმართ გადამეტებულ სითბოსა და ყურადღებას არ იჩენს იმის შიშით, რომ დანარჩენებს ეწყინებათ.

შვილებიც ასე გაგვზარდა.

მე პირადად, სითბო და დაფასება სულ მაკლდა. და-ძმისგან უმძაფრესად გამორჩეულს, მაინც არ მღირსებია სათანადო მოპყრობა მშობლებისგან. განსაკუთრებით მთვარისასგან!

და ამ დროს ოჯახს მიღმა თავს ვგრძნობდი მწვერვალებზე აბობღებულად.

№1 სტუმარი სტუმარი მარიამიი

ქედმაღალოოო ????

№2  offline წევრი ნანა73

საინტერესო ჩანახატია. ვიტყოდი მელანქოლიური, საკრასტულიც... blush

№3  offline მოდერი guroo

ნანა73
საინტერესო ჩანახატია. ვიტყოდი მელანქოლიური, საკრასტულიც... blush

მიხარია, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ

სტუმარი მარიამიი
ქედმაღალოოო ????

მწვერვალები მაღალია, არა?

№4  offline მოდერი Catherine Di Perso

მივედი იმ კონდიციამდე, რომ ×2.

რა ზედაპირული ფსკერია, არა? ყოფითი პრობლემებით გამოტენილი ტვინი და მასლოუს პირამიდის პირველი საფეხურები.
ნახევრად მშიერი, მაგრამ სითბოთი, სიყვარულითა და გაგებით სავსე... ოდესღაც, ვოცნებობდი. ახლა - აღარ. ახლა ვეღარ, რა.
ფსევდობედნიერება, ნიღბის ღიმილი... წითელი შავი ვაშლი ხარ. და მე მიყვარს ამ სიშავეში ძრომიალი, იცი?
დუღხარ შინაგანად, ეხეთქებიან ემოციები ერთმანეთს, სურთ იმ პატარა მილში გამოძვრნენ, საიდანაც, ზოგადად, შეუძლიათ რეალობას შეეჩეხონ, მაგრამ დალუქულია.
დალუქე და შექმენი ხელოვნური. ხელოვნური, კარგი ხარისხის ტყავი, რომლის გარჩევაც ბუნებრივისგან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
შეუძლებელია მათთვის, ვისი გონება და სულიც ფსკერია თავიდანვე.
შეგჭამენ, იცოდე. წერე, თორემ შეგჭამენ და წამითაც არ გაივლო, რომ ვინც ხვდება ყველაფერს, მას შეეცოდები. ასეთ შეურაცხყოფას არ მოგაყენებენ, ან არ ჩაგთვლიან შეცოდების ღირსად. ვინ იცის...
არასოდეს მოსწონდა ჟღერადობა... მთვარისას ქმარი პირამიდის მწვერვალზე იყო. მაგრამ, მწვერვალს მწვერვალად ადამიანი არ აღიარებს, გაუმაძღრობის გამო. ერთხელ მეც არ ვაღიარე და უნიტაზში ჩაყუდება ძლივს მოვასწარი. არაა ჩემი ეს ადამიანური გაუმაძღრობა. ერთი ზედმეტი ლუკმაც და სავსე კუჭი მიცარიელდება. ხახამშრალი ვრჩები.
ილიაში ოდესმე თუ შემხვდი, არ გაბედო ყალბი ღიმილით შემოგებება - ცხვირი გაგიტყდება, იცოდე.

№5  offline მოდერი guroo

შეხვედრის ალბათობა მცირეა და მშვიდად ვიქნები, რადგან ცხვირის გატეხვას თითქმის გადარჩენილი ვარ. მაგრამ თუ შეგხვდები, აუცილებლად გამიტყდება, ვიცი!
შეცოდება? სიკვდილი მინდება, როცა თანამიგრძნებენ. საშინელებაა.
წითელი და შავი... სტენდალი, იგივე ანრი მატისი, ნიღბების ოსტატი იყო, როგორც წამიკითხავს. ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ძალიან ძველი წიგნი და იქ ეწერა წინასიტყვაობაში ავტორის შესახებ ბევრი სანტერესო რამ.
ვწერ იმიტომ, რომ გავარჩიო, ვინ ვიქნებოდი, რომ არა - ტყუილები საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, რომელიც დავიჯერე და "ჩავიცვი".
იქნებ დამეხმარო. რომელი უფრო დიდი ტყუილია: ფსევდობედნიერება თუ ფსევდო'ფსევდობედნიერება?
ვერ ვიგებ, რომელი სპექტაკლი ავირჩიე სათამაშოდ.

№6  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo

იცი, რომ შედარებით-აღმატებითი ხარისხი სულით ხორცამდე მეზიზღება?
ფსევდობედნიერება რთული დასაძლევია, რადგან პირდაპირ ბედნიერების პოვნისკენ უნდა აიღო გეზი. ფსევდო'ფსევდობედნიერება კიდევ თავის თავში ფიტულურ სირთულეს იტევს. ეძიე და ისევ ფსევდოსთან მიხვალ. მიხვალ და ხელებს ჩამოუშვებ. რთული დაძლევა კი არა, ხელების არჩამოშვებაა დაძლევის დროს.

მცირეა - ჯერ.

№7  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso

ჰაჰჰჰ, მშვიდად ვარ. ქრესტომათიისთვის იმდენად საინტერესო ხელის გულები მაქვს, რომ ვიდრე კარგი მკითხავის მზერას არ გამოვიჭერ, იქამდე ხელებს არ ცამოვუშვებ :დდდდ

აუუუუუ, ჯანდაბა! ქირომანტია ყოფილა. რა შუაშია ქრესტომათია grimacing grimacing

№8 სტუმარი მდუმარე,

მდგმური საკუთარ სახლში. ახალ ტყავს ამოფარებული ძველი სხეული, ბედნიერების ღიმილგადაკრული...
იმ ნიღაბს ირჩევ, რომლითაც უფრო გიადვილდება ცხოვრება. მთავარი ისაა, თავთან მარტოდარჩენილმა, ამ ნიღბებიდან ნამდვილი ამოიცნო. ნამდვილი მე არ დაკარგო...
ბევრი რომ არ ვიბოდიალო, წავიკითხე.. სულის ფორიაქს ვეომები..

№9  offline მოდერი guroo

მდუმარე,

მგონი, ამაღამ არ დამეძინება. სად იყავი აქამდე?
მიხარია, რომ მოგწონს და ასე კარგად გრძნობ. სხვა შემთხვევაში ჩვენი გზები ერთმანეთს ასცდებოდა და მე სასიამოვნო მკითხველი შემომაკლდებოდა.

№10 სტუმარი მდუმარე,

არადა ისე კარგად ვერ ვგრძნობ, როგორც წერ. რამდენჯერაც ვცადე წაკითხვა, იმდენჯერ თავი უსუსურად ვიგრძენი. ვერ ჩავწვდი ბოლომდე და გავჩერდი.. ახლაც. თუმცა, ყოველ ჯერზე სულის სიღრმეებს სწვდება.
კომენტარების წერა არ მიყვარს) ვერ გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ ხოლმე) ან არ მინდა თქმა (( )))) ჩანახატებსაც არასოდეს ვკითხულობ) დიდი ისტორიები მიყვარს. აქამდე, მგონი, არავის არცერთი ჩანახატი წამიკითხავს.

№11  offline მოდერი guroo

სულის სიღრმეებს რომ სწვდება, ზუსტად მაგიტომ ვამბობ თავდაჯერებულად, რომ ნამდვილად იგრძენი.
მეც მიჭირს ხოლმე ავტორს ბოლომდე მივუხვდე ან სულ ოდნავ მაინც. მაგრამ კომენტარის გარეშე ისტორიიდან გაქცევა, დიდი ბოროტებაა. დღეს რამდენი დადებითი და სევდიანი ემოცია მაჩუქე, იცი? ერთი პატარა სიკეთეა, როცა კომენტარს უწერ ნებისმიერ ავტორს. და ისიც ბედნიერდება.
ჩანახატებს დიდად არც მე ვწყალობ. დიდი ისტორიების წერა მიჭირს და ამიტომ ვარჩიე ჩანახატების ატვირთვა.

№12 სტუმარი მდუმარე,

ვეცდები აღარ გავიქცე ხოლმე უკომენტაროდ, დავწერ ხოლმე, რომ წავიკითხე დდ ♡♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent