ხეობის შვილები...
,,ეს 14 აგვისტოს მოხდა. შვენ სახლში, სოხუმშ ვიყავით. დაიწყო საშინელი სროლა. სოხუმში გემი შემოვიდა, რომელმაც სოხუმის და მისი შემოგარენის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ გვეშინოდა და თავშესაფარში ვიმალებოდით. მოვიბა ბიძაჩემი, ჩაგვსხა მანქანში. ჩვენგარდა ბევრი ხალხი იყო, ყველანი სოხუმში დავბრუნდით. ერთი წლის ბრძოლების შემდეგ სოხუმი დაეცა. ეს ყველაფერი 1993 წელს მოხდა.“ /ნანული გულბანი. 14 წლის/ ,,სოხუმი დაეცა, 1993 წლის 16 სექტემბერს ომი განახლდა. 27 სექტემბრის 15 საატზე სოხუმი დაეცა. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. მსოფლიოს ყველაზე თბილი ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული და სავსე თვალღია მკვდრებით. ამ საშინელი წუთების დავიწყება შეუძლებელია.“/ნანა ოყრეშიზე,15 წლის/ ,,1994 წლის მარტში ბომბავდნენ კოდორის ხეობას. მამა პოზიციებზე იყო, დედამ არ იცოდა, სად დავმალულიყავით. მეგონა ცხოვრება იქ დამთავრდა. მივხვდი, რომ მტრისთვის სულ ერთი იყო, სად ბომვადა, ვის ბომბავდა.“/სოფიკო ჯაჭვლიანი,13 წლის/ *** გარიკი თვრამეტი წლისა იყო. 14 წლიდან ომობდა. ლამაზი ბიჭი ყოფილა, განათლების გარეშე. უმუშევარი. ხოჯალზე ვაგროვებდით ინფორმაციას. -ჰო, გადავწვით, რომ შემდეგ არ დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ იქ ხომ უდანაშაულო ხალხი იყო.-ვიკითხე. -მათ მრავალი ისტორია აქვთ გასახსენებელი, ესეთი. -მაგრამ მოხუცები? ბავშვები? -ბავშვი გაიზრდება და დანას აიღებს ჩვენს ასაჩეხად. ბებია-ბაუბა ჩაუნერგავენ ცრუ ინფორმაციას, ჩვენს ამოსაჟლეტად. -ამ ლოგიკით გამოდის, ყველა უნდა მოკლა. -ამის გაკეთებას ვერ სევძლებდით, თორემ ყველა ომის მოყვარული ამოსაჟლეტია... გაკვეთილზე: მასწავლებელი: ახლა ვისაუბრებთ, სიცოცხლის საზრისზე. მოსწავლე: ახლა მოფრინდება თვითმფრინავი და არ იქნება არც აზრი და არც სიცოცხლე. (იხსენებს მეოთხე სკოლის ყოფილი მასწავლებელი) *** -ვინ არიან? -ბოიევიკები. -მათთან დალაპარაკება შესაძლებელია? -უთქმელად მოგკლავენ! ** -დედა, გათხოვდი, დედა! -ვის გავყვე? -შამილს. -რომელ სამილს? -ბასაევს! -რატომ? -ყირბანმტყორცნიმჭირდება -რისთვის? -რუსებს უნდა ვურტყა... (6 წლის გოგონა) *** სოფელი წყვდიადამა დაფარა. ყველა მოკლულია. იწვის სახლები... იწვიან ადამიანები. ამ სოფელშიც შემოაბიჯა ომმა. ერთი ეს მითხარით, ბავშ რას ერჩოდნენ? პატარა ვინ მოკლა?... *** რახან ცოცხლები დაგვტოვეს,ვცხოვრობთ... *** -შევიდე პირველ შემხვედრ სახლში და შევიძინო ძმა, და და მეგობარი! -მოგკლავენ! *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.