სიზმარა
ისე გავიშარე, რომ არ გითხრა ან გული გამისკდება ან კიდევ კარგად გაბერილი ბოღმის ბუშტი. მოკლედ რა ხდება... არასოდეს მჯეროდა სიზმრების ახსნის. იმან გამხმარი ცოცხი ნახა და დღეს მამიდამისს კუჭი ასტკივდება. ამან სიზმარში იქორწინა და შინაბერა დარჩებასისულელეების არასოდეს მწამდა და ყოველთვის ირონიულად მეღიმებოდა. ხოდა როგორ არის ცხოვრებაში იმ პრინციპის ჯანმრთელობის ამბავი? რაც გაეჭვებდეს კოჭებში გეწეოდესო? ჩემს ბედს... მთელი ბოლო თვეების განმავლობაში სიზმარი რომ არ მინახავს თვალით, ყველა რჯულის და სახის წუხელ მესიზმრა! ერთ-ერთი კიდე მწარედ მახსოვს (არა სხვაც მახსოვს, მაგრამ მაგას არ გეტყვი, სიზმრის მეორე ობიექტს მაგრად გაუტყდება) მწვანე ვაშლს ვჭამდი და კბილი მომერყა, მომერყა რა... ამომივარდა ბლინ! ჰოდა, მახსოვს, რომ ეგ ერთი ჩემით ამოვიღე და მაგას მეორეც მიჰყვა, „დაჟე“ სიზმრებში, რომ იცის ხოლმე, გულის სიღრმეში მწამდა რომ მესამეც მივაყოლე, ოღონდ როდის და რანაირად აზრზე არ ვარ. გულმა ცუდად დამიწყო ტრიპაჩობა, ეს ერთადერთი სიზმარია რომელზეც დედაჩემი სულ ტვინს კლავდა გინდათუარა საშინელებააო. „დაჟე“ ისე დამაიზმენა, რომ სიზმარშიც კი ეგ ვიფიქრე სიზმარში კბილის ამოღება ხო ცუდს ნიშნავდა-მეთქი (ახლა რამდენიც არ უნდა იუარო არ მჯერა არ მჯერაო, რაღაცეები მაინც გებეჭდება გონებაში ადამიანს). მოკლედ მერე რაღაც საინტერესო სურათი ენაცვლება ჩემს შეწირულ კბილებს და სულ მავიწყდება ის ორი ხილული და ერთი უხილავი უბედურება მეორე დღეს, რომ უნდა დამეტეხოს თავს, უკვე გაფრთხილებულზე და მაინც მოულოდნელად. მეორე სიზმარი კარგია, რაღაც ძაან ღადაობას ვხედავ და საკუთარი სიცილის ხმაც კი მაფხიზლებს შიგადაშიგ. მოკლედ ჩემს საწვალებლად მოხოდილ ბედისწერას მალე ბეზრდება ჩემი მხიარული განწყობა და ავი ღიმილით მისისინებს ყურში თვალი გაახილეო (არადა ცალი თვალით თვითონაც უყურებს ბოლო კადრებს და დამპალი მოვალეობა, რომ არა ალბათ თვითონაც ატეხდა ხარხარს პოპკორნის შეკვრით კალთაში), დააა მესმის კარზე რაღაც არამიწიერი ბრაგუნი, პახოდუ ისეთი ზარმაცი ვარ, რომ სახალისო სიზმრის დათმობა არ მინდა და არ ვტოკდები, იქნებ მობეზრდეს კაკუნი და წავიდეს რა, შემეშვაააას! გაგიგონია? ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, კარი ჩამომიღო! მორჩა, ჩემი სიზმრისგან აღარაფერი რჩება, არც შებრუნების ვარიანტი და აღარც ხალისიანი განწყობა, ახლა ვწევარ და ვფიქრობ, რომელი გაბოროტებულია კარზე ჩემი წუხანდელი ცოდვებიდან! (საქმე არ მქონდა, მომეწყინა და სხვას ვუშალე ნერვები, კი მეგონა რომ რომელიმე აუცილებლად მაზღვევინებდა, მაგრამ ამ დილაუთენია?) მიუხედავად აქტიური შეტევისა არც კი გავტოკდი, კაროჩე ვინც არ უნდა ყოფილიყო მობეზრდა ბრახუნი და შემეშვა, მეც კმაყოფილს მეღიმება და გვერდს ვიცვლი. თან ვცდილობ გამოვიცნო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კარზე კაკუნის ხმით, გაგიკვირდება და მართლა ვცნობ ხალხს კაკუნის მანერით. ის ისაა ქალისთვის შეუფერებელი ბილწსიტყვაობით ისევ გვერდი უნდა ვიცვალო, ეგებ ისევ ჩამეძინოს, რომ რაღაც უცნაური ჩხრიალის ხმა მესმის. აი ფილმებში, რომ არის ხოლმე ხომ იცი? წამის მეასედში, რომ აჭყეტენ თვალებს, აი ეგრე მემართება ზუსტად და წელში გამართული უკვე ფეხზე ვდგავარ და დამფრთხალი ვეძებ წყეული კბილის ობიექტს! პარალელურად ქვეცნობიერი იაზრებს, რომ ეს კარზე ბრახუნიც ამ ხმასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. უცებ აივნისკენ გამირბის თვალი და რას ვხედავ, ჩემი დეგენერატი კალონკა ჩანჩქეროს მღერის მოურიდებლად!!! ჯერ მუხლებში სისუსტეს ხომ ვგრძნობ, მერე ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს მზეობა ჩემს თავს ხდება და უფრო იმ დებილური ცრურწმენის მიღება არ შემიძლია ყველას, რომ აზანზარებს მე და მაინც საწოლის კიდესთან მომეწია ვაფშე ჯერ არ ამდგარს. ზუსტად წამში ვჩნდები აივანზე და თვალებგაფართოებული მივჩერებივარ პატარა ანხელს ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე და აზრზე არ ვარ რა ვქნა!!! მძინარე ტვინი კრიტიკულ სიტუაციებში სულ მეჩხუბება ხოლმე ნუ ირტყმევინები მუჯლუგუნებს, გამოფხიზლება დამაცადე და მერე მოვიფიქრებო. თავი ვანებე იდიოტს და სამზარეულოში გავრბივარ, რაც კი გვირილის ფორმის მოსაკეტი ვნახე ხველაფერს ვუჭერ და ამ მცდელობებში კიდევ რა შემომეკეტა, „ლიჩნად“ წყლის გარდა ჯერ არ ვიცი, არ შემიმოწმებია, ვზივარ და მორალურად ვანიავებ ნერვებს. მოკლედ ვერ მოვწყვიტე... ის ისაა ისტერიკა უნდა დამემართოს, რომ კარზე ისევ მესმის ბრახუნი და ამჯერად მორჩილად ვატრიალებ საკეტს. ჩემი უცნობი მეზობელი გაშტერებული მომჩერებია თავისი ორი თვალით და ზემოდან დამატებული კიდევ ორი გამადიდებელი შუშით. და პირველი კითხვა: „რა ხდება?“ „რავი, შე'ჩემა, ტიტანიკივით ვიძირები და შემოხვალ დამეხმარები, თუ სანახაობის შორიდან ყურებით დატკბები?“ კიდევ უარესი რაღაცეებიც გამეფიქრა, მაგრამ მაგას აღარ გეტყვი... ატყობ, ხო? გაჭედილი მაქვს! ბაბუმ გმირობა არჩია კრისობას და აბაზანისკენ გარბის, მისდა სამარცხვინოდ და ჩემს გასამხნევებლად უნდა ითქვას, რომ კაი ხანი თვითონაც ვერ მიაგნო საჭირო „გვირილას,“ მეზობლებიც საკაიფოდ ჩამარეცხინა და პირთამდე ავსებული მოთმინების ფიალაც. ბოლოს როცა მესამე სართულზე ერთმა შეშლილმა მეზობელმა გადაწყვიტა აივანზე შხაპს მაინც მივიღებო და შამპუნები გამოალაგა, ჩემმა „მხსნელმა“ როგორც იქნა წყალი მოკეტა!! აივანზე „ანხელმა“ ღიღინი შეწყვიტა და მეც თვალები შვებით მეხუჭება, მაგრამ რომ ვახელ ერთი მეზობლის ნაცვლად ოჯახში კიდევ ხუთი მხვდება! ახლა ვერ გეტყვი მანამდეც მანდ იყვნენ, თუ ახლა მომაწყდა ყველა ერთად, ქართულად, რომ სჩვევიათ ხოლმე, აი ჯიგრულად! მაგრამ აუტანელი გაღიზიანება კი მიღიტინებს ყელში. განსაკთრებით ერთი ბებრუცუნა მხვდება თვალში უშნოდ გრძელი, უკან აკეცილი ჭაღარა თმით, კიკინა მიკიმაუსის ბანტივით რომ აქვს შეკრული, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი მოხერხებით. ტიპშა რაღაცას მელაპარაკება ემოციურად, მაგრამ არ მესმის, თვალი სულ იმ „ბანწიკისკენ“ გამირბის და ვერ გადამიწყვეტია მახალისებს თუ მაღიზიანებს. მეც შიგადაშიგ თავს ვუქნევ, რომ მომეშვას და არ ამალაპარაკოს, რავიცი გაცოფებულზე რამე არ წამომცდეს. კაროჩე სასტავმა მიიხედა მოიხედა და საინტერესო ვეღარაფერი რომ ვეღარ ნახა იშლებიან რა, ეს მოხუცი კიდე აქაა. ლამის ძალით ვაბრძანებ სადარბაზოში და სახეზე მიკერებული ღიმილით კარს ვუხურავ ცხვირწინ. უკან ვბრუნდები და ის ისაა მარტო უნდა დავრჩე ჩემს ფიქრებთან, კოშმართან და ნახევრად დატბორილ სახლთან, რომ კარზე ისევ მესმის კაკუნი. შიგნით ჩამომჯდარმა გაღიზიანებამ კეფა მოიქექა, ყბაზე კუნთდაჭიმული ისევ უკან ვბრუნდები და კარს ვაღებ. კიდე ეს ბებერი!!! - იცით, გოგონა, ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა მეპატრონეს არ ეხება, თქვენ უნდა მოაგვაროთ! თან რაც შეიძლება სასწრაფოდ! ანუ წყალი გადაკეტილია, ანუ ყველაფერი წყნარადაა, ანუ არავის ვაწუხებ და ეს ქალი მაინც ტვინს ტ*ნავს ხვდები? - როგორმე მოვგვარდებით, გმადლობთ და ნახვამდის, ჩარეცხილი სახლი მაქვს მისალაგებელი! კარს ისევ ცხვირწინ ვუჯახუნებ და გაგიკვირდება ისევ შენარჩუნებული ყალბი ღიმილით და რა წამს თვალთახედვის არეალიდან მშორდება, ეს გამაღიზიანებელი პეპელა მუშტზე ვიწყებ კბენას, აგრესიამ მისი ბანწიკის ნაცვლად ჩემზე, რომ იპოვოს მყუდრო ადგილი (რა გავრითმე!). თავს ვაქნევ და წყლის აწმენდას ვიწყებ და უკვე მეათიათასჯერ მესმის კარზე ბრახუნი, ბიჯოოოოოოოოოოოოოოოოოოო! კართან მისვლამდე ჩუმი ისტერიკა მაქვს, საკეტს ვაღებ და ისევ ეს ქალი ტოოოო, ისევ ეს ქალიიიი! მერამდენე კბილი ხარ შე დედა.... კარგი, წყნარად ვარ. - იცით, გოგონა, მე კარგი „სანტეხნიკის“ ნომერი მაქვს და იაფად გაგიკეთებთ ყველაფერს! ანუ ტიპშა არ მეშვება, ანუ ზემოდან ვიღაც მაგრად ცდის რა ჩემს მოთმინებას, ანუ უკვე ნერვები მასხავს და დიდი ალბათობით ახლა ამ ქალს კიბეებზე დავაგორებ და ანუ ყოველივე ამის ფონზე თვალებს ვისრესს და სიცილი მიტყდება, ჰო, ჩუმი ისტერიკა მაქვს ისევ და ქალი ვერ ხვდება, იმდენად ნაგლია გიჟი კიდევ აქეთ ვგონივარ, აზრზე ხარ?! - მიდი, მომეცი, შენც დაისვენებ და მეც!!! შხამიან ღიმილში ვუქსოვ ამ სიტყვებს და რამდენად მიხვდება გულისტკივილს ვერ გეტყვი, მაშინვე თავის პატარა წიგნაკს მაჩეჩებს ხელში და სანამ არ რწმუნდება, რომ ტელეფონში „სანტეხნიკი თემურას“ ნომერი მიწერია იქამდე არ მეშვება. „ზრდილობის ეტიკეტი ახალგაზრდავ! ნერვები დაიწყნარე!“ ქვეცნობიერს ამ სიტყვებისთვის გულიანად „ვიკითხავ“, ქალს მადლობას ვუხდი და ზომაზე ძლიერად ვუჯახუნებ კარს, იმ მუქარით, რომ კიდევ ერთი დაკაკუნება და აღარც ჩემი მოთმინებისგან დარჩება რამე და აღარც მისი მიკიმაუსის ბანტისგან, ან შეიძლება რამე უფრო მძაფრიც მომაფიქრდეს გზაში, აფექტის მდგომარეობაში მაგარი საინტერესო ვარ. სახლს ვაწესრიგებ, ვჯდები და უკვე შიშით ვიხედები აქეთ-იქით. გეუბნები იმ წყეულ სიზმარში ერთი კბილი კიდე ამოვიღე და ერთიც ქვეცნობიერის ფარულად-მეთქი!!! ჰოდა ახლა მორიგ საშინელებას ველი ოთახის ნებისმიერი კუთხიდან! ჰო, რა გეცინება, ოთახის-მეთქი, აბა დღეს რომ მე გარეთ გამსვლელი არ ვარ ზუსტად ვიცი! დიდი მადლობა, ნახვამდის. პ.ს. მაინც არ მჯერა თქვენი იდიოტური სიზმრების, კალიის ძილში ნახვის შემდეგ, ორი დღე მწვანე ფერს რომ არ იცვამთ ბლინ! რა იდიოტიზმიაააა! პ.ს.ს. ეს ყველაფერი კაი ჰო, მაგრამ ყავა რომ მინდა და წყალი არ მაქვს?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.