შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარავ შენ სიცოცხლის აზრი მომეცი....


21-05-2020, 21:43
ავტორი lortkia
ნანახია 1 092

ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო მძიმე ყოველ წამს მე ვგრძნობდი და ვგრძნობ თუ რა რთულია იყო ადამიანი.მე ამას ყოველდღიურად ვხვდები,განსაცდელებით,გადაწყვეტილებების მიღებით,საყვარელი ადამიანების დაკარგვით და რავიცი ყველაფრით როცა ვჭამ ან წყალს ვსვამ მაშინაც კი სიმძიმეს ვგრძნობ.ბოდიშს არასდროს ვიხდიდი და არც ახლა ვარ მისი მოყვარული უბრალოდ არის სირუაციები ცხოვრებაში როცა ის საჭიორო და აუცილებელია.არასდროს მქონია ბედნიერი წუთები ჯერ დედა და მამა გარდამეცვალა ორივე ერთად შემდეგ ჩემი გამზრდელი ბებო და ბაბუ,შემდეგ შემდეგ კი ადამიანი რომელმაც განმაცდევინა სიყვარული თუ რა მაგარი გრძნობაა და ამავე დროს როგორი მტკივნეული.მისმა სიკვდილმა ბოლო მომიღო მე დედამიწაზე არ დავდივარ ჰაერს დავყავარ,არასდროს ვიყავი გახსნილი ადამიანებთან და ამ ყოველივეს შემდეგ საერთოდ ჩავიკეტე,მაგრამ ამას ვერავინ ამჩენევს მე მუდამ ძლიერი გამოხედვა მაქვს ის კი არავინ იცის შიგნიდან როგორი სუსტი და უსუსური ვარ.ჩემი ბარალია ალბათ მე ვარ ეშმაკისგან დაწყევლილი რომ ვინც ჩემს გვერდითაა ყველა კვდება.ბოდიშსაც ვის ვუხდი არ ვიცი არავინ დამრჩა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანების სულები დამყურებენ მათ კი ბოდიშს ყოველდღე ვუხდი რომ ასეთი დაწყევლილი ვარ და რომ დღემდე ცოცხალი ვარ დღემდე ვსუნთქავ,თუ ამას სუნთქვა ჰქვია.ცრემლი გამიშრა ცრემლი აღარ მომდის,სასაცილოა ძალიან სასაცილო...თითქოს ყოველდღე რაღაც მჭამს შიგნიდან და ვერა და ვერ შემჭამა....
დავიღალე ძალიან დავიღალე ყოველდღე ვთხოვ ღმერთს მასთან წამიყვანოს რომ კიდევ ვნახო დედ-მამა,და კიდევ ერთხელ ჩავეხუტო ჩემს სიყვარულს.არარაობა ვარ მე ვერ ვხვდები ღმერთი რატომ მაცოცხლებს,ჩემთვის უკვე ყველაფერი გამქრალია განა დედამიწას აკლია მოსიარულე სულები მე რომ არ დავემატო.მაგრამ ჯერ არ მკლავს ღმერთი ალბათ კიდევ რამეს მიმზადებს მაგრამ ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია კარგიც და ცუდიც.ეხლაც ჩემი მეგობრის პანაშვიდიდან დავბრუნდი ჩემი ანა ჯერ კიდევ ცაში გზას მიიკვლევს,ღმერთო რა საშინელი ვარ დაწყევლილი ვარ.ღმერთო აღარავინ წაიყვანო მე წამიყვანე,იქნებ ჩემი სიკვდილით ჩემს საყვარელ ადამიანებს არაფერი დაემართოთ მაგრამ საყვარელი ადამიანები აღარ მყავს.ანა ჩემი ბოლო იმედი იყო.ერთი თვის წინ ჩემი შეყვარებული წავიდა დღეს ანა ღმერთო!მორჩა აღარავინ დამრჩა ჩემი დროც წავიდა.ზეც რამდენერ მიფიქრია მაგრამ ცოდვილს კიდევ ცოდვა მინდა,ისედაც დაწყევლილი ვარ.ჩემი მისია თურმე ეს ყოფილა ყველა მომეკლა და მერე მეცხოვრა.
თავს ცუდად ვგრძნობ რაღაც გული მერევა და თავბრუ მესხმის ალბათ გადაღლის ბრალია არა ფიზიკურად არამედ სულიერად დავიღალე მე ფიზიკურად აღარ ვარსებობ,ხვალ ექიმთან წავალ იქნებ რამე დამალევინოს რომ მოვკვდე.
-გილოცავთ თქვენ ორსულად ხართ-მითხრა ექიმმა
-რა ორსულად?
-დიახ,გილოცავთ
ექიმისგან შოკირებული წამოვედი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,ღმერთმა საჩუქარი გამომიგზავნა თითქოს ექიმის სიტყვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმედი გაჩნდა,სიცოცხლის აზრი დამიბრუნდა.
ერთი წლის შემდეგ:
-დედა მამა სადაა?
-მამა თებეა ცაშია
-არ მოვა?
-ვერ მოვა პატარავ ის ჩიტებმა წაიყვანეს
-ჩიტებმა?
-ხო ჩიტებმა
-მამას ვუყვარდი
-მამას შენ ძალიან ეყვარებოდი პატარავ.
-მართლა?
-კი,თებეა შენ მე სიცოცხლის აზრი მომეცი
-დედიკო მამაზე მეუბნები რამეს?
გამეღიმა,მივხვდი თებეას დაბადების პირველივე წუთიდან რომ იმედი ყოველთვის არსებობს ის არ უნდა დაკარგო თებე გაიზრდება და მაშინ მიხვდება თუ რა ვუთხარი
მან მე სიცოცხლის აზრი მომეცი.......
.................................................................
პ.ს იმედია მოგეწონებათ ზუსტად ათ წუთში მოფიქრებული ისტორიაა.მიყვარხართ heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent