ხელი არ გამიშვა გთხოვ
როცა ვიღაც ან რაღაც არ არის ჩვენს გვერდით ამას ძალიან განვიცდით და ეს ჩვენზე ცუდად მოქმედებს, ნეგატიურად აისახება საკუთარ მე ზე და მომავალზე.საშინელი შეგრძნება კი ის არის, როცა ის ნელ-ნელა გტოვებს ნელა გიშვებს ხელს და გშორდება. შენ ამას გრძნობ, ხედავ, გესმის..ეს ყველაზე მტანჯველი რამაა ცხოვრების მანძილზე, როცა ცოცხალი ხარ და ამას თვალნათლივ ხედავ, პირში გეუბნებიან რომ ხელი უნდა გაგიშვან და შენგან წავიდნენ რადგან აღარ უნდიხარ, მის ინტერესებში აღარ ხარ, სათამაშო იყავი რომლითაც ერთობოდა და ივსებდა იმ სიცარიელეს რაც შინაგან ნაწილში ჰქონდა.შენც ენდობოდი რადგან გეგონა, რომ უყვარდი, გრძნობები გათელა ადამიანობა და საკუთარი თავი დაკარგა, ცხოვრება დაინგრია ისევ საკუთარი ხელით ხომ იცით ნათქვამია, რომ თუ მახეს სხვას დაუგებ ისევ შენ გაებები მასშიო ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი, რომ ვითომ სხვას შეუქმნა სირთულეები, მიატოვა და ამავდროულად საკუთარი თავიც დამარხა.ყოველივე უღირდა? რად ან რატომ, გაწირა თავი ამად?მაგრამ ის, არ დაფიქრებულა მხოლოდ ის განზრახვა ჰქონდა, რომ სხვა გაენადგურებინა და სამყარო თავზე ჩამონგრეოდა მაგრამ ღნერთმა ხომ იცის სიმართლე?იმ, სხვას არ დაენგრა ცხოვრება თავზე, პირიქით ბუმერანგივით უკან მიუბრუნდა ბოროტება და მას დაემხო სამყარო თავზე, საკუთარი თავი გაინადგურა გაება საკუთარ დაგებულ მახეში...ვერ გადარჩა რადგან ეს დასასრული იყო, იმისა, რომ გრძნობებით თამაში, ტყუილი, ორპირობა, უდიდესი შეცდომაა ამ ქვეყნად.ახლა ის გოგონა როგორ არის? თავს უნდა მოერიოს, უარი თქვას მასზე შეეგუოს სიმართლეს.უფრო გაძლიერდეს და თავი მაღლა ასწიოს დარწმუნდეს საკუთარი თავის სიყვარულში, რომ ის გამორჩეულია და ამას არ იმსახურებდა.ადამიანი, ის პიროვნებაა რომელიც ყოელ წუთს შეცდომებს უშვებს და ცოდვას სჩადის...ამ შეცდომის მსხვერპლნი არიან ბევრი ადამიანი რომელიც იტანჯებიან და მაინც იმას ამბობენ, რომ ხელი არ გამიშვა, არ მიმატოვო დარჩი ჩემთან...მაგრამ, სამწუხაროდ მარტო რჩები და ეგუები ამ ყოველივეს.ასეთია ცხოვრება, უამრავი დარტყმა და რთული დღეები..დღეს ერთი მიგატოვებს, ხვალ მეორე მოგატყუებს ქვეყნად უამრავი ბოროტი და მატყუარა ადამიანია.ამიტომ იცოდეთ სწორად ადამიანების შერჩევა და მათთან მეგობრობა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.