შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - თხის რქა და ჩემი მეამბოხეობა ერთ პატარა ოთახში


7-06-2020, 11:42
ავტორი Chameleon ))
ნანახია 1 265

ხდება ხოლმე სულში დაგროვილი უსამართლობა ცხოველივით იწყებს ღრიალს...
აი უკვე მერამდენედ, ნერვებს აყოლილ სხეულს კანკალი უვარდება, გონება გაასმაგებული სიჩქარით იწყებს აზროვნებას და ყველაფერი ერთმანეთში ირევა.
ერთფეროვნება...
მე - ადამიანი და ჩემი ჩარჩოები...
დავიბადე ერთ სუსხიან დილას იანვრის თოთხმეტში. დიახ, მე დავიბადე და ასეთი უსუსური გავხდი დიდი, შავი ჩარჩოს წევრი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. ახლა კი, ამ ასაკს მიღწეული ვფიქრობ რა იქნებოდა, რომ არა ბარიერები ცხოვრებაში, რაც გვზღუდავს. რა სისულელეა იბადებოდე და ჩარჩოში ექცეოდე. თავიდან თითქოს, არც გაწუხებს, უდარდელად ცხოვრობ და როდესაც იზრდები, გეცვლება აზროვნება და ხვდები, აღმოაჩენ, რომ ყველაფერი ისე კი არაა როგორც შენ გინდა, საერთოდ არაფერია შენს ნებაზე.
დაბადებიდან პატარა სივრცეში მოქცეული, მთელი შენი ცხოვრება ეცდები გაარღვიო დაბრკოლება და გახვიდე გარეთ, მაგრამ ვერ შეძლებ. მთელ შენს ენერგიას ახმარ, მაგრამ არაფერი გამოდის მანამ, სანამ თავად ბარიერი არ იწყებს ნგრევას...
მაგრამ რად გინდა?! მერე ის სისპეტაკე აღარ გექნება... აღარც სურვილი იგივეს კეთების.
ყველაზე საშინელება კი იცით რა არის? სანამ თავად დაიშლება პირველი წინაღობა, მანამ შენი ნებით ეხვევი სხვა დაბრკოლებებში და მთელი ცხოვრება ცდილობ იყო თავისუფალი, ცდილობ და არ გამოგდის. ამტკიცებ, რომ შენ ხარ შენი პიროვნების, შენი ცხოვრების მფლობელი, მაგრამ ამ დროს ადამიანი სრული არარაობა ხარ. ცხოველი, რომელიცაზროვნებს ჩარჩოებში, სუნთქავს გაწერილ ჰაერს და როგორც კი ღრმად ჩასუნთქვა უნდება მაშინვე ხველა უვარდება.
მერე კი, ვერ ხვდები რისთვის მოხვედი. ან საერთოდ მოხვედი რომ?!
ბოლოს, როცა ყველა წინაღობა ქრება, ან უკვე მიწად ქცეული ჯოჯოხეთის ცეცხლში იფერფლები, ან კი დედამიწას რჩები, ყვითელი შემოდგომის ფოთოლივით ლპობისთვის განწირული. ჯდები და ხვდები, რომ არ გიცხოვრია. აზრო, რომ მთელი შენი არსებობა მარიონეტი იყავი შიგნიდან გჭამს. საკუთარ თავზე ბრაზმორეული ხორცებს იჭამ, მაგრამ აზრი? რას ცვლი?
სულში დაგროვილი უსამართლობა ცხოველივით იწყებს ღრიალს... ნერვებს აყოლილ სხეულს კანკალი უვარდება...
ჰმ.. სასაცილოა... აღარც გიკვირს ყოველდღიურ ყოფას შეჩვეულს.
გადამეტებული დამამშვიდებლის დოზას აკანკალებული ხელით ცივ წყალს აყოლებ და უკვე მერამდენედ უერთდება ტანჯვისგან გადაღლილი გონება, მასსავით ბნელ, შავ წყვდიადს.
02/XII/2018



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ეგაა ჩვენი ჭირი. ყველაფერს ვეჩვევით და ჩვენში ვკეტავთ. ამოგვასხამს, მაგრამ ამასაც ვერავინ იგებს. დამამშვიდებლებიც ვერაფერს ცვლიან. ვეგუებით ჩვენს ყოფას.

ნამდვილად თხისრქისეული ჩანახატია...

 


№2  offline წევრი Chameleon ))

lullaby
ეგაა ჩვენი ჭირი. ყველაფერს ვეჩვევით და ჩვენში ვკეტავთ. ამოგვასხამს, მაგრამ ამასაც ვერავინ იგებს. დამამშვიდებლებიც ვერაფერს ცვლიან. ვეგუებით ჩვენს ყოფას.

ნამდვილად თხისრქისეული ჩანახატია...

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი guroo

რქები ვცქვიტე, ეს რა დაგიწერია. ❤️

 


№4  offline წევრი Chameleon ))

guroo
რქები ვცქვიტე, ეს რა დაგიწერია. ❤️

(◍^ᴗ^◍)♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent