შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ისევ იღიმის


8-06-2020, 15:46
ავტორი ნაკატა
ნანახია 954

საწოლზე ვზივარ, ვგრძნობ როგორი უემოციო სახით ჩავჩერებივარ ტელეფონს, ათობით არაფრის მომცემ სტატიებს ვათვალიერებ, მოულოდნელად ტელეფონის ნათურის შუქზე აპრიალებულ ეკრანზე არსაიდან იაპონურად დაწერილი რამდენიმე სიტყვა ჩნდება, მთელ გონებას ვიკრებ და ვცდილობ თავში ჩაჭ....ტილი ლექსიკონიდან შესაბამისად ვთარგმნო, "ცხოვრების ძებნა სისულელეა, ამ ძიებაში მთლიან ცხოვრებას უკვალოდ დაკარგავ" ვცდილობ აზრი გამოვიტანო, ვერ ვხვდები რას ნიშნავს, ეს სიტყვები ასეთი მარტივი ვერ იქნება, რაღაც სხვა, უფრო გასათავისებელი აზრი უნდა იყვეს ამ სიტყვებში.
"არაფერი არ გესმის, ან რა უნდა გაიგო ვიღაცას ენაზე რაღაც მოადგა და სხვების თავზე მოხვევას ცდილობს" ვეუბნები საკუთარ თავს გაჯავრებით და ტელეფონს უწესრიგოდ დაყრილ სხვადასხვა ენოვან წიგნებში ვაგდებ. საშინელი სიმარტოვის შეგრძნება მეუფლება, არავინ არაა ვისთანაც საუბარი შემიძლია, ვერ ვიაზრებ ეს ფიქრები საიდან მომდის, წამოდგომას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის, არა იმიტომ რომ არ შემიძლია, ამასაც ვუკვირდები მაგრამ არც ამაზე მაქვს პასუხი, არაფერზე ფიქრი ყოველთვის კარგად გამომდის, თავს მუხლებზე ვდებ და ვიწყებ არაფერზე ფიქრს, ეს მეხმარება, თითქოს არსად, თან ყველგან ვარ, საოცარი შეგრძნებაა მაგრამ რატომღაც ეს კიარ მსიამოვნებს უფრო ცუდად მხდის, ტელეფონს წავატანე ხელი მაგრამ არ ვიღებ, წითლიდან თოვლივით თეთრში გარდამავალ ალუბლის ფოთლების ფონს ვუყურებ, "ლამაზია" გავიფიქრე და ისევ მუხლებზე დავდაჭირე შუბლი.
კარზე ორჯერ დაკაკუნებამ ოთახის ჩახშობილი, ცივი და ცარიელი აურა თითქოს გაფანტა, "სახლში მარტოვარ, კარი უნდა გავაღო" ერთმა ფიქრმა მეორეს იმწამსვე დაუთმო ადგილი "მეზარება, თან არავისთან საუბრის ხასიათზე არ ვარ"
კაკუნი აღარ განმეორდა, "წავიდა" გავიფიქრე და ისევ არაფერზე ფიქრის დაწყება ვცადე. კარმა გაიჭრიალა, "ვინ არის?!" დაბნეულმა ოთახში ექოდ გავარდნილ საკუთარ ჩურჩულს დავუგდე ყური. ვიცი სახლში მარტო არ ვცხოვრობ მაგრამ ვერ ვხვდები რა ხდება, ვერავის ვერ ვიხსენებ ვინც აქ ცხოვრობენ.
კარი ტკაცუნით დაიხურა, რამდენიმე მძიმე ნაბიჯის ხმა გაისმა ჩემი ოთახის კარს მიღმა, უცნაურია, ასეთი მძიმე ნაბიჯებთან ერთად როგორი მსუბუქი და ნაზი ნაბიჯების ხმა ისმის, ვგრძნობ გული როგორ ივსება რაღაც საოცარი შეგრძნებით, "ნუთუ ეს შიშია!?" გავიფიქრე უნებურად მაგრამ ჩემი ოთახის კარის სახელურის დაწევასთან ერთად ეს ერთი-ორად გაიზარდა, და საბოლოოდ დავრწმუნდი, კაკუნისდან მოყოლებული შიშის არცერთი მარცვალი არ გაჩენილა ჩემში, ველოდები კარის გაღებას, თან ვფიქრობ "ნეტავ ვინ არის, ასეთი დიდებული შეგრძნება როგორ შეიძლება არსებობდეს, ვერაფერს ვერ ვამსგავსებ"
კარი საბოლოოდ გაიღო, შუახნის უწვერულ კაცს მოვკარი თვალი, ხელში ორი მოზრდილი ჩანთით, დიდი ხნის ნაცნობის შთაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინარის, კიდევ უფრო მაოცებს კაცის წინ მდგარი გამხდარი გოგო, ვხვდები როგორი გაოცებული შევყურებ, მშვენიერია, მაგრამ საიდან? რატომ მაქვს შეგრძნება თითქოს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიცნობ?!... არ ვიცი, უკვე არეულ თავში მისი მსგავსიც კი არავინ არ მყავს, მაშინ რატომ მაქვს შეგრძნება თითქოს დიდიხნის დაკარგულ, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს ვუყურებ, გული ამოვარდნამდე მიჩქარდება, ადგომას ვცდილობ მაგრამ არაფრის დიდებით არ გამომდის. გოგონა იღიმება და ნაბიჯს დგამს საწოლისკენ სადაც მე ვზივარ და მთელი ძალით ვცდილობ ფეხზე ადგომას მისასალმებლად, თავში უამრავი რამ ერთმანეთს ეჯახება, ერთ რაიმეზე ყურადღების გამახვილებას ვერ ვახერხებ, "გამარჯობა" ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი, გოგონა საწოლის კიდეზე ჯდება, კოჭამდე დაშვებულ სწორ, შავ კაბას მუხლებზე ისწორებს და იღიმის, "ღმერთო... ეს ღიმილი, როგორი ნაცნობია, როგორ თბილ შეგრძნებებს აღვიძებს" ვფიქრობ მაგრამ ვერავის ვერ ვამსგავსებ, თითქოს ყველაა მაგრამ არც არავინაა. კარში მდგარი კაცი ნაბიჯს დგამს, საწოლის ბოლოსთან, ჭრელი ქვის იატაკზე ჩანთებს ალაგებს, მისი ნაბიჯებიც ისეთივე მსუბუქი და ნაზია როგორც ამ გოგონასი, კაცის თვალებში ერთ წამს გოგონას გრძელი, ერთი შეხედვით მყიფე თითები ირეკლება, მხოლოდ მაშინღა ვაკვირდები, მართლაც როგორი სუსტი თითები ქონია, სწორი, ფითქინა ხელები და ყურადღებას ისევ მისი ლამაზი, სახეზე გადამაქვს, გაოცებული ვარ, ვინ შეიძლება იყოს, ნუთუ როდესმე შევხვედრილვარ ან სადმე მაინც თუ მომიკრავს თვალი მისთვის. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, ის არასდროს, არსად არ მინახავს, კაცი იღიმის და ოთახიდან უჩუმრად, სიტყვის თქმის გარეშე გადის ისეთივე მსუბუქი ნაბიჯებით.
ეხლაღა ვამჩნევ, ოთახში სიმძიმეს და მარტოობას კუნჭულიც კი არსად დარჩენია, ღამეა მაგრამ არსად აღარ ბნელა, ზამთარია მაგრამ აღარ ცივა, გოგონა კვლავ იღიმის და ფეხზე დგება, ისევ სიჩუმეა, ოღონდ სხვანაირი, მსგავსი სასიამოვნო სიჩუმის არსებობას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვაკვირდები როგორ დგამს ნაბიჯებს უშველებელი ფანჯრისკენ, ერთ წამს ვაშორებ თვალს და როცა ისევ მისკენ ვიხედები, ვხედავ შავი კაბა გამხდარ სხეულზე ღია ფანჯრიდან დაბერილი ქარისგან როგორ თრთის. კიდევ უფრო საოცარია,
უფრო მშვენიერს მხრებზე ჩამოშლილი, ოდნავ დატალღული და უფრო ოდნავ ნაცარშეყრილის მსგავსი თმები ხდის, ის უკან იხედება და ისევ იღიმის, ამჯერად თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ ვერ გადაუწყვიტავს, ისევ ადგომას ვცდილობ, ამჯერად გამომდის, საწოლიდან სწრაფად ვდგები და გოგონას ვებოდიშებიჩემ გონებაში არათავაზიანი დახვედრისთვის, ის კი ისევ იღიმის. საკიდი ჩემი ტანსაცმელით არის სავსე, ის კი უკან ბრუნდება, თავისი ჩანთიდან წაბლისფერ მოსასხამს იღებს და მხრებზე მახურებს. ეს სუნი... როგორი სასიამოვნოა, ყველა შეგრძნება კაკუნის შემდეგ ისეთი ნაცნობი და ძვირფასია, მაგრამ ვერცერთს ვერ ვიხსენებ, ნუთუ მართლა არის რამე ამის მსგავსი ჩემ მეხსიერებაში, გონებას ვძაბავ მაგრამ არაფერი, მსგავსსაც კი ვერაფერს ვერ ვიხსენებ. ის ისევ იღიმის და საწოლის კუთხეზე ჯდება, მინდა ვკითხო "ვინ ხარ?" მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თუ ამ კითხვას დავსვავ ის გაქრება. მოსასხამს ვისწორებ, თან ვცდილობ ოთახში დატრიალებული სურნელი რაიმეს შევადარო, სურნელი რომელიმაც ჩამწვარი სიგარეტებით სავსე საფერფლის მყრალი სუნიც კი გააქრო, თითქოს გაზაფხულის ნაზი სუნია მაგრამ არა, უფრო ზაფხულის თბილ ნიავში შერეულ მინდვრის ყვავილების სუნს გავს, თუმცა არც ესაა, ან იქნებ მწიფე შემოდგომის სურნელია, თუ ცივ ზამთარში შორიდან მოტანილი სითბოს სუნია, არ შემიძლია რამეს მივამსგავსო, გოგონა ისევ იღიმის და სამყაროთი სავსე თვალებით კედელზე გაკრულ მზის ნახატს სიამოვნებით უყურებს, თვალს მეც იქით ვაყოლებ მაგრამ ვერაფერ განსაკუთფებულს ვერ ვხედავ, თეთრ ფურცელზე ბავშვის თვალით დანახული მზის გარდა, გოგონა ისევ იღიმის, ფეხზე დგება, ხელს ხელზე მკიდებს, ასეთი გამხდარი, თითქოს მსხვრევადი თან ამდენად ძლიერი ხელი ცხოვრებაში არ მინახავს, მისი ღიმილი სადღაც ქრება, სადღაც შორს იხედება და ნაბიჯს ისევ ფანჯრისკენ დგამს, ვხედავ როგორი აღფრთოვანებით უყურებს სამყაროს რომელიც ჩემი ფანჯრიდან ჩანს, მინდა ვკითხო "რას უყურებ ასეთი აღფრთოვანებული?" მაგრამ კითხვის დასმის მეშინია, ვხვდები, ფანჯრიდან ერთსა და იმავე სურათს სხვადასხვანაირად ვხედავთ, გოგონა ისევ იღიმება და უკან, საწოლისკენ ბრუნდება, ხელი გამიშვა და საწოლზე ჩამოჯდა, თხელი ნაჭრის ფეხსაცმელი გაიხადა, შავი, გრძელი კაბის ბოლო ხელი დაიკავა და საწოლზე წამოწვა, გაოცებული ვუყურებ თან ჩემთვის ვფიქრობ "როგორი მშვენიერია" კარის გვერდით, ჭრელი ქვის იატაკზე ვჯდები და ვუყურებ, ოთახში სიცივე ნელნელა მატულობს, მინდა ავდგე, ფანჯარა დავხურო მაგრამ ვერ ვბედავ, არმინდა ერთი წამით მაინც მოვაშორო თვალი. მაინც ვდგები, მხრებზე მოხურებულ წაბლისფერ მოსასხამს ვიხდი და ჩაძინებულ გოგონას ვაფარებ, ის კი ისევ იღიმის, უკან ვბრუნდები იატაკზე, ვცდილობ არ ჩამეძინოს მაგრამ სასიამოვნო გარემოში მთვლემს, გულგახეთქილი მალმალე ვახელ თვალს, ის კი ისევ აქარის, სძინავს და მაინც იღიმის. როგორი ნაცნუბი და უცხო ღიმილია. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ მისი სახე წარმოვიდგინო, ის კი არა და არ ჩანს, როგორც კი სხვა რამეცე ვიწყებ ფიქრს მას თვალნათლივ ვხედავ, თენდება?... ოთახს მზის პირველი სხივები ავსებს, მე კი ისევ იატაკზე ვზივარ და მეშინია თვალის საწოლისკენ გაპარების, ნელნელა ვიხედები საწოლისკენ, ის კი აღარარის. ოთახებს ვათვალიერებ, ის კი არსად აღარ არის, საწოლის კუთხეზე ვჯდები ვცდილობ მისი ჩუმი, უსიტყვო ღიმილის წარმოდგენას, ის კი აღარსად ჩანს, ვცდილობ კიდევ ერთხელ ჩავისუნთქო ის სურნელი რომელსაც ვერაფერს ვამსგავსებ, ცხვირს კი ჩამწვარი სიგარეტებით სავსე საფერფლის აყროლებული სუნი ხვდება, ნელნელა ვგრძნობ მოგონება როგორ იფარება სქელი ნისლით, წინააღმდეგობას კი აზრეც არ აქვს, ფანჯარასთან ვდგები, ერთი წამით ვგრძნობ სუნს, ვხედავ ღიმილს და შენაცრულ თმას, ვგრძნობ სუსტ, დასამსხვრევად გამზადებული ხელის სიძლიერეს და წაბლისფერი მოსასხამის სითბოს. უკვე ვხვდები რასაც უყურებდა ასე აღფრთოვანებული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent