შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ან გავიმარჯვებ ან მოვკვდები (1)


12-06-2020, 18:16
ავტორი nini_22
ნანახია 828

განსაკუთრებული სილამაზე აქვს გაზაფხულს,თითქოს ახალი სიცოცხლე იბადება,საწყისად გვევლინება და სულს შთაბერავს გამოფიტულ და გაყინულ ბუნებას.მარტო ბუნებას კი არა ადამიანსაც,მხოლოდ მისი ფერები გაცოცხლებს.შეხედავ გადათეთრებულ, გადავარდისფერებულ ხეებს და ხვდები, სხვა რომ არაფერი ამისთვის მაინც ღირს სიცოცხლე.
ჩემი ფანჯრიდან ხშირად ვუყურებ აყვავებულ ბუნებას, აქედან ყველაფერი ხელის გულივით ჩანს.ერთი წელი გახდება რაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს.ერთი წელი გახდება რაც საავადმყოფოს ჰაერს ვსუნთქავ.ერთი წელი გახდება რაც სხვა ვარ...თავიდან რთულია,პირველად როცა აქ მოდიხარ გინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩე,გინდა თვალები დახუჭო,მაგრამ გეშინია.ფიქრობ,რატომ მაინცდამაინც შენ,რატომ გაგიმეტა ასე ღმერთმა.ყოველდღე ფიქრობ,მერე კი ეჩვევი,იღლები და ეჩვევი.
-ალბათ აქ ყველა ბედნიერია,-ირონიულად ვუთხარი ექიმს
-მხოლოდ ისინი ვინც თავად ქმნის ბედნიერებას -მპასუხობს სოფო ექიმი, რომელიც პალატაში ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად შემოვიდა.მე ისევ ფანჯარასთან ვიდექი როგორც ყოველთვის და ვუცქეროდი საავადმყოფოს ეზოში როგორ რგავდნენ ხეებს.
- ოდესმე ხე დაგირგავს? -მშვიდად მეკითხება სოფო,როგორ მეთქვა არასდროს დამირგავს მეთქი
-კი ხშირად -მოვატყუე
-კარგი გიქნია,ეგ კარგი საქმეა
-კი მაგრამ ხომ შეიძლებადარგული ხეები გახმეს? -ინტერესით ვეკითხები
-თუ კარგი ადამიანი დარგავს არ გახმება.-მითხრა სოფომ და პალატიდან გავიდა,მხოლოდ ეს იყო ჩვენი საუბარი.
არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ მის შემდეგ აღარასდროს მინახავს.ის დღე ჩუმი იყო,არც ექიმების ბოდიშები ისმოდა,
-გვაპატიეთ,ჩვენ ყველაფერი ვცადეთ რაც შეგვეძლოო.
ალბათ ჯობია მოულოდნელად მოკვდე,ვინმეს მაინც გააკვირვებ.აქ კი ყველამ ყველაფერი იცის,შეგუებულნი არიან.სუსტია ადამიანი,იცის სამუდამოდ ვერ იცხოვრებს და მაინც სიცოცხლისკენ ისწრაფვის.ალბათ იმიტომ,რომ წარმოდგენა არ აქვს,იქ ზემოთ რა ხდება,ან ხდება თუ არა საერთოდ.
დღეს დილით ჩემი ფანჯარასთან ბეღურა იჯდა,განსხვავებული ფერი ჰქონდა.რომ დამინახა მიახლოებას ვცდილობდი შეეშინდა,ფრთები გაშალა და გაფრინდა.გეგონებოდათ გაზაფხულიც უკან გაიყოლაო,იმ დღის მერე სულ წვიმდა. წელიწადის დროებიც ხომ ადამიანის ცხოვრების მსგავსია.გაზაფხული დაბადებას ჰგავს,ზაფხული და შემოდგომა მომდევნო წლებს,ზამთარი კი სიბერეს.მხოლოდ ერთი განსხვავებით.გაზაფხული ყოველთვის განმეორდება,ადამიანს კი მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს და ისიც დროებით.აქ კი ყველა განსხვავებულ ცას ხედავს.
გუშინ ჩემს პალატაში ლიკა შემოვიდა,ექვსი წლისაა,მას ჰგონია აქ იმიტომ არის,რომ ყელი სტკივა,ძალიან კეთილი და ჭკვიანია.
შემოდის და მეკითხება
-მე ვინ ვარ?
-პატარა საყვარელი ბავშვი -სიცილით ვპასუხობ მე
-მართალია,მაგრამ შენ დაგავიწყდა გეთქვა,რომ მე ლამაზიც ვარ,-ამბობს და თან ჩემსკენ გამორბის რათა ჩამეხუტოს.
-მაგრამ ისინი არ ამბობენ რომ ლამაზი ვარ.
-ვინ ისინი -ვეკითხები,ლიკა ფანჯარასთან მირბის და კლინიკასთან ახლოს მოთამაშე ბავშვებზე მიუთითებს.
-შენ მათ საიდან იცნობ?-დამაინტერესა
-მე ფანჯარასთან ხშირად ვხატავ,ისინი კი მიყურებენ და ერთმანეთს ეუბნებიან,რომ მახინჯი ვარ, რომ ახლოს მოსვლა არ შეიძლება.დედა გვიყვირისო ამბობდნენ.თმები არა გაქვსო და არც არასდროს გექნებაო და მალე მოკვდებიო. შენ იცი რა არის სიკვდილი? -ამ კითხვას არ ველოდი, დავიბენი -არა არ ვიცი
-შენ ხომ ყველაფერი იცი,მაშინ რატომ არ იცი რა არის სიკვდილი.-ვერაფერი მოვიფიქრე რა მეპასუხა,ლიკა გაკვირვებული მიყურებდა,ამ დროს ექთანი შემოვიდა და ბავშვი ქიმიოთერაპიისთვის გაიყვანა.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

საინტერესოა❤ველოდები განვითარებას❤წარმატებები❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent