შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძულს ჩემი თავი

15-06-2020, 02:08
ავტორი busku
ნანახია 993

მძულს ჩემი თავი,მძულს რადგან შენზე ვფიქრობ ისევ, მძულს რადგან ისევ ჩემს გონებაში ხარ აუხდენელ სურვილად და არც ცდილობ ჩემგან წახვიდე, მძულხარ იმ ბედნიერი დღეების გამო მძულხარ გესმის, მძულხარ რადგან იცი ახლა როგორც ვარ მაგრამ არ მოდიხარ ჩემთან მძულხარ ისევე როგორც ჩემი თავი მძულს, რატომ მე? რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე ასეთი რომ დავიმსახურე ეს ტკივილი? ნუთუ დავიმსახურე ეს ტკივილი რასაც ახლა ვგრძნობ, ჩემში აღარანაირი გრძნობა აღარარის ყველაფერი გაქრა, არვიცი რამჭირს, იცი დღეს ერთ ბიჭს შევხვდი რომ მაკოცა და რეაქცია არ მქონდა და მიზეზი ვერ ვუთხარი რადგან იმ წამს როდესაც მისი ტუჩები მე მეხებოდნენ მხოლოდ შენს ტუჩებზე ვიქრობდი, მხოლოდ შენზე მეფიქრებოდა და წამოვედი, უაზროდ ვიბოდიალე შუა ღამისას ქუჩებში, მეშინოდა, ძლიერად შემიბყრო შიშმა და მისგან თავს ვერ ვაღწევდი, მე სულელმა ისევ შენ გთხოვე დახმარება, ისევ შენთან მინდოდა მიუხედავად ყველაფრისა შენკი, შენ კი ვერ იგრძენი როგორ მჭირდებოდი არადა მე მხოლლოდ შენ მჭირდებოდი, თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვა გეთქვა ჩემთვის მე დავმშვიდდებოდი, ახლა კი ვზივარ ცარიელ და ჩუმ ოთახში მხოლოდ კედლებს ესმით ჩემი ხმა, როგორ გამიმეტე, ახლაც ვერ ვიჯერებ, შენ მე წამართვი ყველა ის გრძნიბა რაც მაბედნიერებდა, მთლიანად დამაცარიელე და ტკივილთან მარტოობასთან დამტოვე, ხვდები მაინც რა დამმართე? საკუთარ თავს ვუმეორებ რომ ძლიერივარ, რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, რომ შენზე აღარ უნდა იფიქროს და არესმის, მერამდენე დღეა უკვე ამ ტკივილით ვიტანჯები ზოგჯერ როდესაც თვალებს ვხუჭავ ჩემს ფიქრებში ისევ ჩემთან ხარ, ისევ მეხუტები და ისევ ვგრძნობ შენ სითბოს და ვგრძნობ როგორ სველდება ჩემი ბალიში.

№1  offline მოდერი Mary Drey

ამბობენ ტკივილი გვაძლიერებსო... ალბათ მართლაც ასეა, რადგან სწორედ ეს საშინელი გრძნობა გვავიწყებს სხვა არსებულ ტკივილს.
მესამე წელია და მეოთხე დაიწყო მსგავს სიტუაციაში ვიმყოფები და ამიტომ ძალიან, ძალიან კარგად მესმის შენი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ სჯობს წასასვლელი შენი ცხოვრებიდან აუცილებლად წავიდეს, ეს როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ხომ გესმის ჩემი?! <33
ვიცი... საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყველაზე დიდ იარას აჩენს გულში. ვერ გეტყვი ეს იარა დროსთან ერთად შეიხორცებათქო, არა... ეს რომ გითხრა საკუთარი თავის მოტყუებაც გამომივა და შენიც.
მესამე წელია უმისამართო მისამართზე ვგზავნი იმ უკანასკნელ ამბორს, რომელიც მას უნდა დაკავშირებოდა. თითოეულ კაცში მის ანარეკლს ვხედავ და ტანში მაჟრჟიალებს, რადგან ის აქ არ არის... როცა მიჭირდა ყველაფრის მიუხედავად მაინც მისკენ ვილტვოდი. იცი, რა იყო ყველაზე გასაკვირი ჩვენს ურთიერთობაში? როცა ყველაზე მეტად გვტკიოდა ან გასაჭირში ვიმყოფებოდით აუცილებლად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს... თითქოს სულიერად შფოთვას განვიცდიდით და ვგრძნობდით, რომ რაღაც გვიჭირდა. ვინ იცის, სწორედ ასეთი "წინასწარმეტყვული უნარის გამო" რამდენჯერ გვიხსნია ერთმანეთი სიკვდილისგან.
ეს გრძნობა, შენი და შენი მარადიული სიყვარულის ვიცი, რომ ყველაზე წმინდაა რაც კი ოდესმე გაგაჩნდა... მრავალი იარების მიუხედავად, მაინც გინდა მის გვერდით ყოფნა, თუმცა ცხოვრება ყოველთვის იმას არ გვიკეთებს რაც გვსურს... პირიქით, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას გამოცდებს გვიმზადებს. ოდესმე ვიტყვით, რომ ყველაზე ბედნიერნი ვიმყოფებით? მეორე წამს თავს ყველაზე უსუსურ ადამიანად გაქცევს... იტყვი, რომ ეს ადამიანი ყველაზე მეტად გიყვარს? ცხოვრება მის გარეშე არსებობას გასწავლის.
სიმართლე, რომ გითხრა ამ ყოველივეს შემდგომ სიყვრულის რწმენა დავკარგე, რადგან ვიცი... ვიცი, რომ მისნაირი მზერით შეუძლებელია ვინმეს კიდევ შევხედო. უბრალოდ ამ ტკივილს ცოტათი ეჩვევი. კი, ისევ გტკივა გული... ისევ გეწვის მის გახსენებისას სული, თუმცა ისე არა როგორც ადრე.
ერთი გახსოვდეს... მარადიული სიყვარული არ არსებობს. ჩვენ ჩვენი ერთადერთი სიყვარული ყოველთვის გულით დაგვაქვს... მთავარი ისაა, რომ "ის" არსება არ განვდევნოთ ჩვენი სხეულიდან.

წარმატებები, როგორც წერაში ისევე ცხოვრებაშიც! <33

№2  offline წევრი busku

Mary Drey

მადლობ ასეთი სიტყვებისთვის, სიმართლეს გეტყვი და ცრემლიანი თვალებით ჩავედი ბოლოშ, ხო რათქმაუნდა ადამიანები მუდმივად მიდიან და მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ეს ტკივილს იწვევს ჩვენში, გვგონია რომ ვერ შევძლებთ მაგრამ იძულებულები ვართ შევძლოთ და გავუძლოთ ამ ყველაფერს, სიმართლეს გეტყვი სიყვარულის დიდიხანია აღარ მჯერა ამ სიტყვამ ყოველი აზრი დაკარგა ჩემთვის დიდი ხნის წინ, ეს ტექსტი კი უბრალოდ მინდოდა დამეწერა დიდიხნის განმავლობაში და როგორც იქნა შესაფერისი სიტყვები და ემოცია ვიპოვე, მთავარია სახუთარ თავს შთავაგონოთ რომ ჩვენ ამასაც გავუძლებთ რადგან ცხოვრება გრძელდება შესაძლოა მასზე უკეთ გაგიგოს მომავალში ვინმემ, მასზე უკეთ იგრძნოს და ყველაფერი დაგავიწყოს, მთავარია უკეთესის იმედი არ დავკარგოთ რომ ცხოვრება მშვენიერია თუმცა მშვენიერებისკენ მიმავალი გზა მტკივნეული და გაუსაძლისი რასაც ბევრი ვერ უძლებს. <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent