გვამებიც იცინიან ცრემლებამდე !
ვინ სთქვა ,დრო ყველაფრის მკურნალიაო? ვინ იტყუებდა ასე თავს ? ვის სურდა სხვისთვის ,იმის დამტკიცებას რისიც თვითონაც არ სჯეროდა ? ვინ ცდილობდა ამ ტყუილით ტკივილის დამალვას ? ვინ იცინოდა ,ხმამაღლა ,მაშინ, როდესა ყველაზე მეტად სტკიოდა და უნდოდა მთელი ხმით ეყვირა ,ეყვირა ისე ძლიერ ,რომ გაეგო მისი ტკივილი სამყაროს ! ვინ იცის, იქნებ შემსუბუქოდა ტკივილი იქნება ეგრძნო შვება იქნება ეგრძნო მშვიდად თავი ,დაცლილიყო იმ ტკივილისა და ემოციისგან რასაც წლების მანძილზე ,ასე საგულდაგულოდ მალავდა შიგნით. იქ სადაც არ არის, არც ერთი მტკაველი ,იმისთვის რომ სხვა ემოცია ,გრძნობა დაბუდებულიყო და ენუგეშა თავი იქ ხომ მხოლოდ ტკივილია , ტკივილი რომელსაც დაუსადგურებია იმ დღიდან ,როცა გულში ესროლეს ტყვია , ესროლეს და მოკლეს ! მოკლეს ,მაგრამ არ გაუგია ეს არავის .... მოკლეს ,მაგრამ ისევ აგრძელებდა ძალით სუნთქვას ,მხოლოდ იმიტომ ,რომ არ შეიძლებოდა მისი სიკვდილი! მას ხომ სიკვდილის უფლებაც არ აქვს ! ვალდებულია ,მკვდარმაც კი ისუნთქოს ,ისუნთქოს ,თუნდაც ისე ძლიერად რომ ,ფილტვებიც კი გაუსკდეს ,ოღონდ ისუნთქოს .... სხვა გზა არ რჩება ! გამოსავლს პოულობს, ხმამაღლა იცინის და ძლიერად ჩაისუნთქავს ფილტვებში ჰაერს ,ჰაერს რომელიც უსასრულო ტკივილითაა გაჯერებული. უნდა იცინოს ! რაც შეიძლება ხმამაღლა და რიხით ,რადგან დაარწმუნოს ისინი ვინც ის მოკლეს ,რომ ძლიერია ,რომ ცოცხალია, რომ აღარ სტკივა ბედნიერია და სულერთია ეს გულში ნასროლი ტყვია ! სულ ერთი !!! რადგან არასდროს ასე დამიზნებით , სასიკვდილოდ არავის უსვრია მისთვის ! ეს ტყვიაა პირველი და უკანასკნელი რომელიც მას მოხვდა და სამუდამ ტკივილი დაუტოვა ,ტკივილი რომელსაც ყოველთვის იგრძნობს ,მაშინაც კი ,როცა სხვას ვერაფერს იგრძნობს ,მაგრამ ის ტკივილი დარჩება და იგრძნობს ისევ ისეთივეს,როდესაც პირველად მოხვდა გულში და დაცალა სისხლისგან და არა მხოლოდ სისხლისგან ! იმ ყველაფრისგან დაცალა რაც კი ოდესმე აგრძნობინებდა თავს ცოცხალ ადამიანად ! რის გარეშეც, ის ახლა უკვე მხოლოდ გვამია ! გვამი რომელმაც უნდა იცინოს ცრემლებამდე .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.