შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ გარდაიქმნება ადამიანი?


13-08-2020, 22:42
ავტორი სალისალომე
ნანახია 873

მინდოდა,რომ ცვლილებები განმეხორციელებინა.ერთგვარი ცვლილებათა აფეთქება მომეწყო რადგან მომბეზრდა ერთფეროვნება,მსურდა ირგვლივ მრავალფეროვნება.მრავალი ფერი ერთად,განსხვავებული გარემო და უცხო ადამიანები.მომბეზრდა ერთი და იგივე,მოსაწყენი რუტინულობა ყოველდღიურად ერთიდაიმავე ადამიანების ხილვა.შიშით ცხოვრება,სახლში ჩაკეტილობა,ტირილი,დეპრესია,ყვირილი,გაღიზიანებადობა...მსურდა მხოლოდ სიმშვიდე,არავინ და არაფერი ჩემს ირგვლივ მინდოდა დამეპყრო სამყარო რომელსაც ჩემი ჰქვია მაგრამ რეალურად მე არ მეკუთვნის.რამდენი რამ განვიცადე,გამოვიარე,ვისწავლე,შევიტყვე,განვითარდი,გავხდი ინფორმირებული დედამიწის გარშემო ყველანაირ სულიერ თუ უსულო ინფორმაციას ვფლობდი ტელეფონისა და კომპიუტერის საშუალებით რომელსაც ძალზედ მივეჯაჭვე.სახლში ჩამკეტა,სიბნელით მოცული ბუნდოვანი დღეები მარგუნა.ვეღარ გამოვდიოდი კარიდან,არც კი ვიცი იქ როგორ მოვხვდი მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი,რომ ასე გაგრძელება აღარ მსურდა და არც სწორი იქნებოდა.არაჯანსაღი პიროვნება გავხდი,ყველას ვეუხეშებოდი,მძულდა გარშემომყოფები,მათი ბედნიერი სახეები. მე,ასეთი არ ვყოფილვარ,არ ვარ და არც ვიქნები.სულ სხვანაირი ვიყავი,ფერადი,ხალისიანი,მუდამ მომღიმარი პოზიტივით აღსავსე.უბრალოდ სურვილად მქონდა ძველი ``საკუთარი თავის`` დაბრუნება.ადამიანები,ხომ ხშირად კარგავენ საკუთარ თავს მეც ასე დამემართა ერთხელ დავუშვი შეცდომა მოულოდნელი და გადავარდი ჭაობში,ჩავიძირე სიბნელეში.წყალში ღრმად შევცურე,შემდეგ კი ამ ჭაობიდან თავს ვერ ვაღწევდი.მინდოდა ყველა მავნე ჩვევა დამევიწყებინა,ასეც მოხდა სიჯანსაღისკენ გავიკაფე გზა ძველი ``მე`-ს`` დასაბრუნებლად ვიბრძოდი არ შეიძლებოდა იმ ხალისიანი,კეთილი,გულწრფელი ადამიანის დაკარგვა რომელიც ერთ დროს ვიყავი.ამასთანავე,ცვლილება არ ხდება ისე როგორც ჩვენ გვსურს,წამში არ გვარდება ყოველივე.ყველაფერს დრო მართავს,დრო გვიჩვენებს ყოველივეს,ის დააწყობს ყველა პრობლემას მაგრამ მას ხელიც უნდა შევუწყოთ.ბოლოს იმ დონემდე მივდივართ ხოლმე,რომ უცაბედად გვინდა კონკრეტული მოვლენის დავიწყება,ამბის გადამალვა,გასაიდუმლება ან საერთოდ დალუქვა,გაუქმება და დავიწყება რომელიც რთულია პირადად ადამიანისთვის.ან სამუდამოდ უნდა დაკეტო ძველი წარსულის კარი,ან მასთან ერთად უნდა იცხოვრო მთელი დარჩენილი ცხოვრება.მაგრამ,გინდაც ასე მოხდეს მიჩქმალო წარსულის კვალი მაინც გამოჩნდება და თავის სას დატოვებს ისეთ ნიშანს,სულ რომ გაგახსენდება და არასდროს დაგავიწყდება.დიახ,რთულია მაგრამ შეუძლებელი არაფერია.თუ მოინდომებ,რომ ახალი ადამიანი შექმნა საკუთარი თავისგან,დაფერფლო გარდასული,ძველი ``მე`` შემდეგ კი ფერფლისგან წარმოიქმნეს ახალი პიროვნება უკეთესი ჩვევებით,ცხოვრებით და შესაძლებლობებით.შენ,გაქვს უნარი იმისა,რომ შეცვალო ირგვლივ რაც გსურს მხოლოდ ერთი რამაა აქ,მალე არ მოხდება ეს.ვითარებამ შესაძლოა 1-საათი, 2-კვირა,ერთი თვე თუნდაც 10-წელიწადი გასტანოს ეს უკვე დამოკიდებულია პირადად თქვენს სინანულზე თუ რამდენად ნანობთ შეცდომას და სხვად გარდაქმნას იმად რაც სხვაში არ მოგწონდათ მაგრამ ცხოვრებამ გარგუნათ,სხვა გზა არ იყო,შესაძლებლობა უკეთესობისკენ სწრაფვისა არ არსებობდა.ცხოვრებამ ასეთად გარდაქმნა,განა ის, უჩვეულო იყო თავდაპირველად? არა,კეთილი,წრფელი მაგრამ ისე მოეწყო და განვითარდა მოვლენა თუ გარემოებები,რომ ასეთი ცვლილება განიცადა.ამიტომაა,რომ არ უნდა ვთქვათ წინასწარ რამე,სხვა არ უნდა განვსაჯოთ განსაკუთრებით კი სხვისი სიცოცხლე,ცხოვრების წესი.არ უნდა დავადანაშაულოთ დამამტკიცებელი საბუთის გარეშე რა იცი იქნებ შენს თავსაც ხვალ,ზეგ იგივე ხდება? სწორედ,ეს ჩანახატი გულისხმობს ამ ყოველივეს,იმას რომ ეს კონკრეტული ფიგურაც გახდა ის,ვინც არ უნდა გამხდარიყო,ყოფილიყო თუნდაც ბოროტმოქმედი, დამნაშავე...არ ვიცით წინ რა გველის,რა იქნება მომავალში როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება ან როგორნი ვიქნებით,როგორებად გარდავისახებით და გარდავიქმნებით.სინათლეს დავიჭერთ თუ ჩრდილქვეშ მოვექცევით.სინათლე დაგვიპყრობს თუ ბნელ ჩრდილში მოვექცევით...ხვალ,ზეგ,მაზეგ ერთ კვირაში ჩვენც შეიძლება გავხდეთ სხვანი,ისეთნი როგორზეც წარმოდგენა არ გვქონია.განა ჩვენ გარდვიქმნებით ,არამედ ცხოვრება და მისი კანონი გარდაგვქმნის სხვად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent