Steps
ნაბიჯებად, რომ იკარგები ქუჩებს შორის, უბრალოდ, რომ არ იცი საით წახვიდე, მაგრამ მაინც მიდიხარ, თითოეული ნაბიჯი თითქოს სიცოცხლის წამებს გმატებს და თავისუფლების სურნელი გგონია ჯერ კიდევ ახალად გადაღებული წვიმისა და ასფალტის სუნი, უბრალოდ შეუდარებლად ცივი ხარ, უბრალოდ შეუბრალებლად მარტო და მიდიხარ, არსაიდან არსად, მძიმე ნაბიჯების ხმა, სველი და ხალხისგან დაცლილი ქუჩები, სრული სიმშვიდე, არანაირი ჭუჭყიანი ფეხსაცმელები, ჭუჭყიანი თვალებით მოსეინე ადამიანები, იცოდე ამ თვალებში თუ ჩაიხედები, სულივით სარკეში დაიკარგები და არავინ ჩამოაფარებს შენთვის თეთრ ზეწარს. არავინ მოგდევს, შენც არავის ელი, მარტო ყოფნის წუთების გახანგრძლივება გინდა, თავში არეულ ფიქრებს ალაგებ, მაგრამ რად გინდა, უბრალოდ დასვრილხარ, ზედმეტად ტალახიანი ხარ, რომ მარტოობამ განგბანოს, ზედმეტად ბევრია შენთვის, მაგრამ ძალა კი გაქვს როგორც ყოველთვის, ალბათ ამიტომაცაა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობ, მაგრამ რათქმაუნდა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს.. სულის ნაწილებად დაშლის მომენტია, მაგრამ მთავარია არცერთი ნაწილი არ დაკარგო, როგორც საბავშვო ასაწყობი სურათებია, სე უნდა ააწყო საკუთარი დასნეულებული სულის სურათი. იდეალურად გრძნობ თავს, შენი საათებია, ზუსტად ისეა, როგორც ინატრებდი, რომ გაგრძელებულიყო მთელი შენი ცხოვრება, ის ამინდია, ის ადგილები, ის განწყობა რაც გინდა, რომ შეინარჩუნო, უბრალოდ აღარ გიდა წუწუნისგან დაღლა, საკუთარი თავის შეცოდება, სხვისი დანაშაულის დაფარვა ან პირიქით ამ დანაშაულზე ფიქრი და მისი შეცოდება, საკუთარ დანაშაულზე ფიქრი და გაანალიზება, არაფერი არ გინდა, ამ მომენტში არაფერი, უბრალოდ გინდა, რომ იარო, სანამ გზა სადმე არ მიგიყვანს. ახლა ნაბიჯების ხმას სუნთქვის სიხშირით გამოწვეული ფშვინვაც ემატება, ხარბად ისუნთქავ ჰაერს, რომელიც რაღაც უცხო გრძნობას ბადებს შენში, ამ გრძნობას უბრალოდ სახელს ვერ უძებნი, არ იცი ეს ნოსტალგიურია თუ უბრალოდ ახლანდელი მომენტი გსიამოვნებს ასე, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველაფერს დათმობდი, ოღონდ ეს სამუდამოდ გრძელდებოდეს, მუდმივად შეგეძლოს ადამიანებთან შეხვედრის არიდება, მუდმივად დადიოდე შენი არაამქვეყნიურად უცნაური ფიქრებით და არ გაწუხებდეს ფაქტი, რომ ვინმეს შეიძლება გიჟ ეგონო, მაგრამ მომენტალურად იაზრებ, რომ ისევ მოგიწევს ადამიანებთან შეხვედრა, მათი მზერის არიდება, მთსავე ცინიზმში საკუთარი თავის ამოკითხვის შიში ისევ გიპყრობს, იმის კი არ გეშინია, რომ ეს შენ შეგეხება, იმის, რომ ნერვები გიმტყუნებს, მაგრამ ვერაფერს იზამ გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი დაასახიჩრო, შეიძლება ქნა კიდეც, მაგრამ მაგას ისევ პირველ ვარიანტს არჩევ. დასვრილი ხელების ფათური საკუთარ სულში ისე იგრძნობა, როგორც ცხელი წყლის გადასხმა მთელ ტანზე, მაგრამ ვის ანაღვლებს,ყოველ დღიურად იწვები, უბრალოდ ბოლოს აანალიზებ, რომ სულისგან მხოლოდ ნაწილი დარჩა… წვიმიან ამინდში სულის წვა წყდება, კეტები მირბიან, ტყეები ლბება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.