შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნდება უკან მიზანმიმართულად გაქცეული ადამიანი?


21-08-2020, 19:45
ავტორი სალისალომე
ნანახია 936

ყოველთვის ისე რატომ ხდება,რომ რაღაცას ან ვიღაცას ვკარგავთ? ის კი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ცხოვრების მთავარი ფიგურა რომლის იმედადღა ვართ დარჩენილნი მაგრამ უეცრად ისიც ხელიდან გვეცლება,ბედნიერები ვართ,ერთად ვართ უკან ვიხედებით და ამ დროს რას ვხედავთ რომ ის გაქრა,გვერდით აღარ გყვავს და მარტონი დავრჩით.ასეთი უეცარი გაქრობა რამ იცის,ნუთუ რეალურ ცხოვრებაშიც ხდება? ვითომდა გარდაიცვალა,რამე დაემართა? არა,აქ მხოლოდ სიკვდილი არ მოიაზრება მარტო დარჩენასთან მხოლოდ ადამიანის გარდაცვალება არ მოიაზრება...ერთი ტოვებს მეორეს,უარს ამბობს ახლობელზე ტოვებს და ის სხვაგან მიდის ძალიან შორს,სხვას ირჩევს უცხო ურჩევნია ახლობელს.მას ღალატობს,ხელს უშვებს და გარბის მთელი ძალითა და სისწრაფით მიდის და მიუყვება გზას იმ გზას სადაც წარმატებული მომავალი არ უწერია.იქ მხოლოდ ნისლით მოცული მომავალია,ნისლთა ღრუბელი არასდროს გადავა ცას ყოველთვის ფარად დარჩება ადამიანს კი არ გაუკვლევს გზას,გზააბნეულივით ივლის ვეღარ გაიგებს გზათა სისწორეს თუ რომელ მხარეს წავიდეს,რომელი მხარე აირჩიოს რომელ გზაჯვარედინს გაჰყვეს და რა ნაბიჯი გადადგას მომავლისკენ სწრაფვის პერიოდში.ვინ მიისწრაფვის მომავლისკენ,ის ვისაც ამის შესაძლებლობა და უნარი აქვს,რომ საკეთილდღეო მომავალი შეიქმნას.შექმნას რა უნდა? მოთმინება,დრო, ძიება და ყველაზე მნიშვნელოვანი იმედის ქონა.თუ კი ამ ჩამონათვალიდან ოთხივე კომპონენტი აკმაყოფილებს მოთხოვნას და ავსებს ცხრილს მაშინ გჯეროდეთ ის,რომ მიაღწევთ თქვენს მიზანს.ასეა საჭირო,ზოგჯერ უნდა გაითვალისწონოთ ყველანაირი წვრილმანი რომელიც მაღალ საფეხურზე აგიყვანთ.ხშირია ხოლმე ის შემთხვევებიც როცა გვიჭირს,არ ვიცით როგორ ავიდეთ მაღალ საფეხურებზე და ამისთვის ბევრნაირ ხერხს მივმართავთ ხოლმე მაგრამ უშედეგოდ არაფერი გამოდის ჩნდება კითხვები თუ რატომ,როგორ,რისთვის...ნუთუ ამდენი შრომის შემდეგ არ ვართ ღირსნი რომ ჩანაფიქრი გამოგვივიდეს? ამის მიზეზი არასწორი ქმედება და ნაბიჯებია თუ სწორად იმოქმედებთ მაშინ შედეგსაც დამაკმაყოფებელს მიიღებთ.თუ შენ მიატოვებ ცხოვრების თანამგზავრს,სიცოცხლის იმედს გზას გადაუხვევ,არასწორ მხარეს წახვალ და ნაბიჯებიც არასწორი იქნება ბედნიერებაზე იტყვი უარს და აირჩევ რთულსა და გრძელ გზას მაშინ როგორღა გექნება სასიკეთო ბედი? სწორია ხოლმე ის მიდგომა როდესაც ამბობენ,რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის მომავალს, თვითონვე ანგრევს და ანადგურებსო ასეა მოულოდნელად ვაკეთებთ ამას ვერც კი ვამჩნევთ შემდეგ კი იქყება ის თავგადასავალი რომელსაც პრობლემათა და სირთულეთა გზა ჰქვია.შენი არჩევანი ასეთია,შენ ეს გსურდა და აი,მიიღე კიდევ მაგრამ ადამიანი ამაზეც უკმაყოფილოა ზუსტად ეს არის შენი სურვილის დამაკმაყოფილებელი საბუთი და ამაზე მიუთითებს ისიც,რომ ხშირად ვცდებით,არასწორად ვიქცევით და ქმედებაც არასწორია ამას კი ძალიან გვიან ვხვდებით ხოლმე.საბოლოო ჯამში კი ერთის წასვლა მეორეს ცხოვრებიდან,მისი მიტოვება ორივეს დიდ პრობლემებს უქმნის.ერთს მომავალს უნგრევს,მეორეს კი შინაგანად წვავს და ფერფლავს მიწაზე მუხლმოდრეკილნი ეცემიან და მარცხს განიცდიან,სტკივათ დიდი მოუშუშებელი ჭრილობა ეწვით ვერავინ დაუამებს მას ამ დიდ ჭრილობას და დარტყმას...ისევ თავის თავს უნდა აჯობოს,საკუთარი თავის მკურნალი უნდა გახდეს და ფეხზე წამოდგეს ფერფლიდან აღდგეს,ახალი ენერგეტიკით წარმოაჩინოს თავი და ისევ ერთი მთლიანობა გახდეს.დაიწყოს ახალი ცხოვრება,თავისივე ახალი ეტაპებითა და სირთულეებით.სირთულე? ისევ სირთულე? კი,მაგრამ ახლიდან,რომ იწყებ სოცოცხლეს ნუთუ კიდევ სირთულეების დროა? დიახ,სიახლეებშიც არის სირთულე ეს კი იმის მანიშნებელია,რომ სწორ გზას ადგახარ და კარგია,რომ ახლიდან მოევლინე ქვეყანას.მყარად დგახარ ფეხზე,ძლიერი ხარ და შენთვის შეუძლებელი არაფერია.ხოლო ის ვინც მიგატოვებს და წავა,არ შეაჩერო წავიდეს თავის გზაზე თვითონ იცის თავის საქმის.ის აღარ დაბრუნდება,არასწორ გზას ადგას და მიიღებს ცუდ შედეგსაც.ხოლო თუ იმ შემთხვევაში დაბრუნებას გადაწყვეტს,მოუსმინე მაგრამ აღარ ენდო,აღარ მიიღო ისეთად როგორც ადრე იყო ან ეპყრობოდი,იცნობდი და როგორი დამოკიდებულაც წარსულში გქონდა.დაკარგული შეიძლება იპოვო მაგრამ აღარ ჰქონდეს ისეთი ბრწყინვალება და სიდიადე როგორც ადრე.მიზანმიმართულად წასული ადამიანები უკან აღარასდროს ბრუნდებიან.ბრუნდება ის ვინც იკარგება და არა ის ვინც მიდის...



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

წავიდა და წავიდეს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent