შეიგრძენი შენი თავი და ფიქრები
სიყვარული ანადგურებს პიროვნებას და აგიჟებს ადამიანს . ის პიროვნებას უბიძგებს გახდეს ის ვინც არ არის, ხოლო ყველაფერი კი იმ ზომამდე მიდის, რომ იგი ყალიბდება აგრესიულ და დაუნდობელ ადამიანად. დრო გადის და ადამიანები იცვლებიან, უშვებენ შეცდომებს და ყალიბდებიან პიროვნებად. პიროვნების სულსა და გონების განადგურებას შეუძლიაა უფსკრულამდე მიიყვანოს ადამიანი. რა არის უფსკრული? უფსკრული სწორად , რომ ბოლო ეტაპიაა საიდანაც ადამიანს თავის დაღწევა უჭირს და რაღაცეებიც ელანდება ამ დროს მას ყველაფერი მოზღვავებული აქვს სევდა, სიყვარული , მოგონება და ის იმდენადაა მიჯაჭვული მასზე, რომ გაშვება უჭირს , ნუთი გაშვება ასეთი რთულია ? ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას სჭირდება რაღაც დრო , რომ გაიაზროს რა მოხდა მის თავს . თითქოს ჩემი ნაწილი იძირებოდა სადღაც შორს უსასრულობაში და ვერ პოულობდა გზას. გზას,რომ ეცოცხლა სულს და გაეღიმა სხეულს ვერ პოულობდა სამყაროში ადგილს , რადგან ის სხვა სამყაროთი იყო გატაცებულ, რომელიც მის გონებასა და გულსაც მართავდა და ხლართავდა. მხოლოდამხოლოდ მოგონებები რჩებიდა და მთელს ადგილს იკავებდა გულშიც და სულშიც , სხვა რამეზე არც მეფიქრებოდა , რადგან მასში ჩაძირული ვიყავი მისით გატაცებული აღფრთოვანებული ერთი ნათელი წერტილი მხოლოდ ის იყო და მისი გრძნობა და გონება თითქოს ერთმანეთს ვეკუთვნოდით მან ჩემი სულის რაღაც ნაწილი წაიღო რითიც მე სიცოცხლის უფლება წამართვა, დამტოვა უფსკრულში და გაიქცა, ყველაფერი დაივიწყდა და ახალი ცხოვრება დაიწყო მე კი თითქოს მის მოლოდინში ვარ , არ ვიცი რატომ იქნებ ჩემშია პრობლემა , ხანდახან საკუთარ თავს ჩვენვე ვვნებთ და ვასუსტებთ . ცხოვრება მოულოდნელობებითა სავსე , როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა მაშინ ჩნდება ნათელი წერტილიც და ამოყავხარ ჭაობიდან თავისუფლდები იმ გრძნობისაგან რაც შენს გონებაში ხდება, რაც გბოჭავდა და გიჭერდა თითქოს სადღაც გაქრა , შიშის მაგივრად სიძლიერე ისადგურებს და ისევ სრულფასოვანი ხდები, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გრძნობები გახსენებენ თავს . ცხოვრება ლამპარივითა და ამიტომაცაა, რომ წარსულიც უკან გვდევს და ლამპარი კი გვახსენებს , რომ წინ უნდა ვიყუროთ , ცხოვრებით დავტკბეთ, რადგან მეტი შანსი აღარ მოგვეცემა სიცოცხლის . და რა არის სინამდვილეში სიყვარული ? მარადიულობა? თუ უბრალოდ ურთიერთობა, რომელიც განვითარების ეტაპშია ყოველთვის. როგორ შეიძლება გულს სულსა და სხეულს შეუყვარდეს მეორე ადამიანი და ისე ერწყმოდეს როგორც მეორე ნახევარს? რთულია ახსნა ის რაც უხილავია , მითუმეტეს სიყვარული, თითქოს დისერტაციას ვწერდე ამ თემაზე. ადამიანები მიდიან და მოდიან ცხოვრებაში , ზოგი კვალს ტოვებს, ზოგი კი უკვალოდ ქრება ჩვენი ცხოვრებიდან , ყველას რაღაც როლი მიუძღვის, ადამიანის განვითარებაში . ბევრჯერ განმიცდია მარცხი ადამიანებისაგან , ისინი ისეთ მომენტებში მიდიან, როდესაც არ ელოდები, და ისეთ მომენტებში ჩნდებიან როდესაც რამე სჭირდებათ. ჩვენი გული ბევრ რამეს იტევს , მაგრამ ცხოვრება ვარდისფერი სათვალე არაა უნდა გაიაზრო ქმედებები და გაიზარდო , რომ მომავალში შენს პრობლემებთან მყარად იდგე და არ გაიქცე სადღაც და უსასრულობაში არ ჩაიძირო, მგონია რომ ცხოვრების წლები ისე გადის რომ ჩემს თავს არ ვგავარ ხანდახან როგორ მინდა ვიყვირო ,ვიჩხუბო ჩემს თავზე გავბრაზდე, მაგრამ ეს ხომ სისულელეა, გრძნობები უსაზღვროა მათი კონტროლი შეუძლებრლია. თავის კონტროლი და საზღვარების დაცვა იმდენად რთულია როგორც სიცოცხლის შენარჩუნება , რა არის სიცოცხლე ერთი წამი, ერთი საათი საუკუნე,ადამიანები უკვდავები არ ვართ ,უნდა შევირგოთ რაც გვაქვს და ის უნდა ვაკეთოთ რაც მოგვწონს, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და რა მოხდება შემდგომ არავინ იცის, ხშირად მეფიქრება ჩემს სიკვდილზე რა მოხდება რომ მოვკვდები ? ცხოვრება გაგრძელდება უჩემოდ და მე ფერფლად ვიქცევი უგზო-უკვლოდ დავიკარგები და ვერც ვერავინ მომაგნებს , არც ჩემი ნაკვალევი არ დარჩება , არ მინდა მოვკვდე რადგან სიცოცხლით სავსე ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ოდესღაც მოხდება. მეშინია უკუნეთი სიბნელის , რადგან ვერაფერს დავინახავ მეშინია რომ ჩემი ცივი და გაყინული სხეული ვერ იგრძნობს სითბოს და ვერ იმოძრავებს, ვიქნები გაშეშებული ვერ ვისუნთქებ ვერ ვილაპარაკებ ვერ ვიცხოვრებ მეშინია, რომ ჩემი ცხოვრება უბრალოდ გაქრება და ვერავინ შეამჩნევს. ადამიანებს შიშის ფაქტორი არ ელევათ. ჩემი სხეული ამ მომენტში გარეგნულად იმდენად მშვიდია, მაგრამ შინაგანად ქაოტურია , არ შემიძლია ძილი რადგან ემოციები მაწუხებს, აფორიაქებული ვარ და არ ვიცი რას განვიცდი ერთდროულად ბევრ რამეზე მეფიქრება , რომ ფიქრების დალაგებაც მიჭირს. ფიქრები მოდის და მიდის უკვალოთ სადღაც ბურუსში ქრება, რეალობა კი ბუნდოვანი ხდება , იმდენად ჩაფლული ვარ ირეალურ სამყაროში, რომ ნამდვილო სამყაროს აღქმა აღარ ძალმიძს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.