შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებოს დღიური V-თავი


21-09-2020, 21:49
ავტორი სალისალომე
ნანახია 829

ლილი ბებო გენაცვალოს შენ.ალბათ,მოგენატრე არა? დამაგვიანდა ჩანაწერის გაკეთება.იმდენი საქმეებია ბებო სოფელში კიდევ კარგად ვწერ ამ ასაკში.სიმართლე გითხრა მიჭირს წერა,ნელა ვწერ ძალა ხელებში აღარ მაქვს.კალამს ავიღებ თუ არა ხელის კანკალი მეწყება მაგრამ მაინც მოვიკრებ ხოლმე ძალას თქვენს გამო,რომ ჩემი ცხოვრების ისტორია და საინტერესო,განვლილ ეტაპებზე გიამბოთ.ცოტა დაგაფიქროთ,დაგასევდიანოთ და ცოტაც გაგაღიმოთ,გაგახალისოთ.იცით რა არის ჩემი სურვილი? მინდა,რომ ყველა ბედნიერი იყოს.მათ შორის შენ,მკითხველო ახლა ჩემს ჩანაწერს,რომ კითხულობ.მადლობა,შენ ამისთვის რადგან გაქვს იმის გამძლეობა მოხუცი ბებოს,კუსავით ნელი ნაბიჯებით ჩანაწერი წაიკითხო შემდეგ კი შეაფასო.რა საოცარია არა? აქამდე რა ვაკეთე,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ამხნის ქალმა ახლა,რომ მოვინდომე და დავიწყე ისტორიების წერა მაგრამ ალბათ ასაკის ბრალია.იცის,ხოლმე ცხოვრებამ ასეთი მოულოდნელი თავგადასავლები რომელიც ჩვენც კი გვაკვირვებს.დავბავშვდი,ბებო...ისევ პატარა ვარ,ადამიანი როცა იბადება პატარა წერტილია ``თოთო ბავშვი`` ახალშობილი,შემდგომ იზრდება და ხდება ბავშვი,გადის წლები ისევე იზრდება და აღწევს საშუალო ასაკს ბოლოს კი ისევ და ისევ ბერდები.ეს ყველა სასიცოცხლო ციკლი გამოვიარე,დავიბადე ამ ქვეყანაზეც შემდგომ განვითარების გზა გავიარე ახლა კი ისევ უკან დავბრუნდი,ისევე ბავშვი გავხდი.პატარა,ანცი და მოუსვენარი...ხან ჩემი გოგო მეტყვის ხოლმე
-დედა,პატარა ბავშვი კი არა ხარ.
-შვილო,რავა ვქნა მითხარ,სულ რამდენიღა დამრჩა დღე სიცოცხლისა?
-კაი,რა დე მაგას ნუ ამბობ.დიდხანს იცოცხლებ
-ჰოდა,შენც ნუ იძახ მაგას.შენც დაბერდები და მერმე შენს მოხუცებულ ``ბავშვ დედას`` გაიხსენებ.შემდგომ მიხვდები ჩემს განცდებს.
-რა მნიშვნელობა აქვს,დიდი იქნები თუ პატარა.შენ მაინც ჩემი ლილიკუნა ხარ სულ,რომ იღიმის.ტკბილი დე ხარ,ჩემო თაფლო გოგო.
-კაი,ახლა ნუ გამაწითლე გოგო.

ასეა,ძვირფასო ვერავინ ხვდება შენს დარდს.ვერც შვილი და ვერც სხვა ახლობელი...აი,დედა კი სულ სხვაა.დედამ კარგად იცის შვილის ხასიათი,თვისებები,ჩვევები,განწყობა თუ რა დროს რას ფიქრობს,ღელავს და დარდობს...მაგრამ როცა ადამიანს არა გაქვს გამოცდილი სიბერე,ვერც ვერაფერს იტყვი როგორ გავამტყუნო ახლა ჩემი შვილი.აი,თვითონაც,რომ ჩემს ასაკამდე მივა მერე გამიხსენებს და იტყვის დედა მართალი იყავი-ო.ეჰ,რა ვქნა ამ ასაკში ხომ არ ვაწყენინებ შვილს ისედაც ეყოფა თავის სადარდებელი ჩემსას აღარ დავუმატებ.ამ მოგონებებში ამომიტივტივდა ჩემი მურაბა ბებო,იზოლდა ბებო..ბებო, ნეტავ იცოდე როგორ მენატრები.კარგად მახსოვს შენი კაკლივით დიდი და მუქი თვალები,მოალერსე ღიმილი და თბილი თვალები.მაცდური გამოხედვა კაცთა გულს,რომ იპყრობდა ხოლმე.თქვენ,რომ იცოდეთ ისეთი მშვენიერი და კოხტა ბებია მყავდა.იზოლდა სახელგანთქნული იყო ქალაქში თავისი სიკოხტავით.ყველა მასზე გიჟდებოდა,კაცები განსაკუთრებულად.დღე არ გავიდოდა,კარზედ კაკუნი არ ყოფილიყო და უცნობი კაცი ხელში თაიგულით არ მდგარიყო კართან...იზოლდა ინაზებოდა,ეს ვითარება სიამოვნებდა მაგრამ თავსაც იფასებდა.ასე ეტყოდა ხოლმე კარში მდგომს:
-ეი,შენ.არ ვიცი რომელი ხარ მაგრამ,მადლობა.მანდ ძირს დადე ხელთ რაც გიკავია და წადი..ავიღებ როცა მოვახერხებ
საჩუქრები,სუპრიზები,ყვავილები უყვარდა.კაცებს კი უკან უშვებდა...მისი პირველი სიყვარული თემურა იყო,სოფელში ცხოვრობდა იმ სოფელში საიდანაც ბებო იყო წარმოშობით.თემურა საშუალო სიმაღლის,ღია ყავისფერი თმით,ქათქათა თეთრი კბილებით, მოსიყვარულე ამავდროულად ``კრეჭია`` ღიმილით თავს იწონებდა.გრძელი,წვრილი პატარა ვარდიფერი ტუჩები,ოდნავ წითლად შეფაკლული მარჯვენა ლოყა და წვრილი,პატარა ცხვირი ამშვენებდა.ერთი სიტყვით სასიამოვნო შეხედულების კაცი იყო,ქალი არ დაიწუნებდა.იზოლდას ურეკავდა ხოლმე,აწვალებდა იმ დროს კოლეჯში სწავლობდა და დროებით თბილისში გადასახლდა.ერთი ორჯერ სახლშიც კი მაკითხა მაგრამ იზოლდა შინ არ დახვდა.წერილი დაუტოვა
*თქვენს დანახვაზე,თვალთ მიბნელდება,გული საგულედან ვარდება,სულს ბოდიალი სურს ქუჩაში.ხელ_ფეხი იწყებს კანკალს,ენა მებმის და ვერაფერს ვამბობ მე,მუდამ თვქენს ლოდინში ვარ...
-თქვენი იდუმალი მიჯნური რომელიც იტანჯება და სამომავლოდაც დაიტანჯება თუ ცოლად არ გამომყვებით...*
წარმოიდგინეთ ასეთი ტექსტი,რომ დაგხვდეთ სრულიად უცნობი ადამიანისგან.იზოლდამ წერილი არაფრად ჩააგდო,დახია დაანაწევრა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.კიდევ ეცადა თემურა კონტაქტის დამყარებას მაგრამ ამაოდ...იყო პერიოდი იზოლდა,რომ მოლღვა დაიწყეს ნელ-ნელა შეხვედრები მაგრამ იმდენად არ მოეწონა ამ კაცის ჩვევები,რომ მალევე უარი უთხრა,არაფერი გამოვა,ბოდიში-ო.ამის შემდეგ იმდენმა თემურას წყალმა ჩაიარა ვინ მოთვლის.ბავშვობაც ასეთივე საოცარი ჰქონდა.თურმე კარგი,ჭკვიანი ბავშვი ყოფილა.პატარაობიდანვე ჟღალთმიანი.სახეს ღია ფერის პატარ-პატარა,წვრილ-წვრილი ხალის მსგავსი წერტილები უმშვენებდა.ბავშვობის ზედმეტსახელი ჭორფლა იყო.სოფლის სილამაზედ ითვლებოდა,ბავშვები ეუბნებოდნენ.
-შენთვის იზოლდა კი არ უნდა დაერქვათ არამედ ჭორფლა.
-რას უწუნებ ჩემს სახელს მარო?
-არაფერს ვერჩი უბრალოდ ჭორფლა უკეთესია.
-ვფიქრობ,მაროს კი თხაკიკინა ჯობს.
-ვითომ რატომ ჭორფლა?
-სულ,კიკინები გაქვს.იტყვი ორი წლის ბავშვი იყო
-მერე რაა..მინდა და მაქვს.შენ რა

ბიჭებთანაც მარტივად გამონახავდა ხოლმე საერთო ენას.თანაშობდა სპორტის ყველა სახეობას.მისთვის რომ გეკითხათ ყველაფერი იცოდა...კარგად ფლობდა ფეხბურთს,კალათბურთს,ფრენბურთა...
სულ დამავიწყდა ისიც მეთქვა,რომ სირბილში პირველი იყო...ჯილდოც აქვს აღებული ``ყველაზე სწრაფი მორბენალი`` მასწავლებლებსაც განსაკუთრებულად უყვარდა სკოლაში დიდი მოუსვენარი,ანცი ვინმე იყო.თხას ეძახნდნ მაგრამ კარგად სწავლობდა,კლასში პირველი იყო სკოლა სულ ათიანებზე დახურა.მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო,ყველაფერს ასწრებდა ძალზედ სწრაფი,მოწესრიგებული და ყურადღებიანი იყო.მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.მან მასწავლა ცხოვრება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent