***
სიძულვილი... იმდენად ძლიერი, რომ გბოჭავს...ვეღარ სუნთქავ, ვეღარ აზროვნებ... ან იქნებ განგებ აკეთებ? ბრაზი... არა სხვების მიმართ...შენი თავის მიმართ...იმდენად დიდი, რომ ყველაფერი ბნელდება... ან იქნებ განგებ აკეთებ? თვითშეგნება... იმდენად დაბალი, რომ ყველაფერს ანადგურებ...უდანაშაულოს ბრალს დებ... ან იქნებ განგებ აკეთებ? აგრძელებ... დაამთავრო... მაგრამ ძალით აჭიანურებ...წელავ დროს...გენანება...თავს არწმუნებ, რომ გენანება... ან იქნებ განგებ აკეთებ? წვავ... აალდა..ცეცხლია და ანადგურებს...შენსავით ყველაფერს თან იყოლებს... ან იქნებ განგებ აკეთებ? უსამართლობა... ისე გაერიე და შეუერთდი, ვერც კი შეამჩნიე... ან იქნებ განგებ აკეთებ? აკავშირებ... აწყობ პაზლებს...ერთმანეთიდან გამომდინარე დებულებებს აკავშირებ...მაგრამ ვერა... ან იქნებ განგებ აკეთებ? აბრმავებ... აიძულებ თავისი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს...შენდა გასაკვირად, გამოგდის... გვირაბის ბოლოს სინათლეა... მაგრამ სად არის? ... A |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.