შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხსნა და ნადირობა (სრულად)

8-10-2020, 18:28
ავტორი guroo
ნანახია 4 694

ახალი ისტორიის დაწერა მინდა, მაგრამ მთელი დღე ერთი სიტყვა არ ამომიტივტივდა გონებაში, რომელიც ფურცელზე გადასატანად ღირს. ყველა ხელს მიშლის. წერას არავინ მაცდის. თავადაც არ ვიჩენ საკმარის ძალისხმევას, რომ რამე გამომივიდეს. ვზივარ და ვუცდი გამაოგნებელ სიუჟეტს, ფილმის ყურებასავით მარტივი მგონია პერსონაჟების გამოკვლევა. სიტყვები არსადაა. თითქოს მონადირე ვარ და მემალებიან. სიბნელეში, ნივთების უკან არიან მიყუჟულები და სუნთქვაშეკრულები უცდიან მხსნელს, რომელიც იქამდე არ გამოჩნდება და გადაარჩენს მათ, ვიდრე მონადირე არ დაიღლება. მე კი სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ძილის ჟამს ასეთი კეთილი შეიძლება ვიყო. როცა უშედეგო მცდელობებით გადაღლილს, მოქუფრული ცასავით განწყობა გაფუჭებულსა და მთელი დღის მღელვარებისგან დაქანცულს სახეზე ირონიული ღიმილი მეპარება, რადგან სიცოცხლე უსიამოვნო ტვირთი მგონია, თავის გადასარჩენად ძილი მინდება, რომ სიკვდილის უფსკერო ჭაობმა არ მაცდუნოს თავისი მომხიბვლელობით. გამორიცხულია ამ დროს მხსნელად ყოფნა შემეძლოს! სასაცილოა.
გამოსავალი არ არის, ალბათ.
წვიმდა გუშინ. მე ხმა მესმოდა. საწოლში ვიწექი და სასიამოვნო მუსიკად მეღვრებოდა წვიმის ხმა ყურებში. არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი, არადა ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე და წარსულს ვიხსენებ ან მომავალზე ვოცნებობ. იმ სცენებს ვხატავ გონებაში, სადაც ჩემი ქმედებები და საუბარი ერთიანად ყველას ხიბლავს, ვინც გარშემოა და აღფრთოვანებულ მზერათა ერთპიროვნული დამპყრობლის როლში შესულს, გამარჯვებულის ემოციებითა და თავდაჯერებით გადავსებულს, ერთადერთი რამ მინდება. სხეული ცეკვას მთხოვს, გონებაც სრულ ჭკუაზე აღარ არის და მაშინვე ემონება ყველა მოთხოვნილებას. ცხოველივით ვარ: უკონტროლო და სურვილებს აყოლილი.
გუშინ ეს დავწერე:
გაწვიმდა და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მძიმე ემოციური ფონისა და მელანქოლიის გამო სულ ტირილი მინდება წვიმის დროს და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ასე აშკარად გაშიშვლება საშინელ დისკომფორტში მაგდებს. მოკლედ გაურკვევლობაში ვარ. რამდენი წამი დამჭირდა ამ წინადადებების დასაწერად ნამდვილად არ დამითვლია, მაგრამ წერა ძალიან მომენატრა და ახლა ამ მონატრებას ჩავკლავ, სიამოვნებით დავლევ, როგორც ცივ ყავას, რომელსაც ჩემი და ძალიან ატკბობს ხოლმე, როდესაც თავისთვის იკეთებს და მეც ვთხოვ, რომ ერთი კიდევ გააკეთოს ჩემთვის. იდიოტური გადახტომები გამომდის. აი, რითი დავიწყე და რითი გავაგრძელე... ნეტავ დასასრულს რას ვიტყვი? რა თემაზე გადავსკუპდები? თუ მე გადასკუპება არ შემიძლია და მხოლოდ ფრენა ძალმიძს, რამეთუ ამისთვის ვარ დაბადებული? მჯერა, ფრთები მაქვს, უხილავი, და ანგელოზის შარავანდედით ვარ გაბრწყინებული, რადგან მე ძალიან კეთილშობილი, ემპათიური ადამიანი გავიზარდე. მარია გამახსენდა, თვალებანთებული და ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულად თავისუფალი მარია... ვინ იცის, მოიხიბლა ჩემით? მაგრამ დრომ არ გვაცადა ერთმანეთის უკეთ გაცნობა და არც სამსახურის დებილურმა გარემოებებმა. ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის. ყელში მიჭერენ ბინძურ ხელებს, მახრჩობენ და მე ვერც კი ვხავი, რომ დახმარება ვითხოვო. ამ ჭაობში თავად შევტოპე, ჩემი ბრალია, რომ სიღრმეებისკენ ნელ-ნელა, უკან მოუხედავად მივიწევ და ვიძირები, როგორც ტბაში გადასროლილი უსიცოცხლო კენჭი, რომელმაც ერთი-ორი წრე მოხაზა ტბის ზედაპირზე, მცირე ტალღები გამოიწვია მის მოწესრიგებულ სივრცეში და მერე გაქრა, წყვდიადმა შთანთქა და უჟანგბადობამ ტბის ღრმა ფენებში, სადაც ჭაობის ძირი იმალება და მიმზიდველი სინათლით ყოველდღე მიხმობდა ხოლმე, ვიდრე საბოლოოდ არ გავბედე და მისკენ არ გავექანე. ოხ, როგორ ვნანობ იმ დღის გათენებას, იმ დილით მზე რომ ამოვიდა და გამოანათა ცის ლაჟვარდოვანი უსასრულობიდან... ვნანობ ჩემ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს და არც მინდა მათი გამოსწორება, სიმართლე რომ ითქვას. არ მჩვევია ათოსნობა ყველაფერში და იმიტომ! ყოველთვის შეტენილი, ძალით დარქმეული იყო ათოსანი გურამი ჩემისთანა უბადრუკი, ზარმაცი და ხელმოცარული ადამიანისთვის. ასე მგონია, ილუზიებში მაცხოვრეს. მაგრამ ყოველთვის შემეძლო თვალი გამეხილა და რეალობაში გამომეხედა და ასე არასდროს მოვქცეულვარ. ანუ ჩემი ბრალია. ამასაც ვაღიარებ.
არ ვარ ჭკვიანი! ვაპროტესტებ ჩემს მაღალ ქულებს სკოლაში! ტყუილი იყო, უსარგებლო ნაცრის თვალებში შეყრა. ვერ ვივიწყებ, რომ შევცდი და დავიჯერე, თითქოს ნაცარი არა და ლამაზი მტვერი მიცრემლიანებდა მაშინ ტირილს გადაჩვეულ თვალებს.
დაუნდობლად აბრმავებს მცირე წარმატებაც კი. გამოვცადე.
***
მჯერა, ზღვრამდე დაქანცულს არასდროს ჩამეძინება და სხვა დროს კი - ხსნას მოვძებნი მტკივნეულად ჩავლებული მარწუხებიდან.

№1  offline მოდერი guroo

ვიცი, ფოტო და სათაური სხვა მოლოდინს ქმნის. ნუ მისაყვედურებთ ამის გამო.
ვინც კომეტარების ველამდე ჩამოხვედით, მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ წაიკითხეთ. უფრო მსუბუქი ვარ, ვიდრე ვიყავი - გამოქვეყნებამდე.

№2 სტუმარი უცნაური

საინტერესოა...
ნახევრად გაშიშვლებული სული, თითქმის გამომჟღავნებული ემოციები. და მაინც, რამდენ რამეს მალავ, გურამ. რამდენს არ ამბობ...

№3  offline წევრი ნანა73

მთავარია ახლა მსუბუქად გრძნობ თავს.
ბევრმა შეიძლება მსგავსი ემოცია გაიხსენოს საკუთარ თავში...
ასეთი თვითკრიტიკულიც ნუ იქნები.
გარკვეულ მომენტში გინდა ბოლომდე მისდიო სურვილებს, შედეგების მიუხედავად...
ვერეფერს ვხედავ შეუძლებელს გარკვეულ ზღვარამდე.
ყოველთვის მექნება შენი მხატვრული ხერხები სალაპარაკო თემად.
❤️❤️❤️

№4  offline მოდერი guroo

უცნაური
საინტერესოა...
ნახევრად გაშიშვლებული სული, თითქმის გამომჟღავნებული ემოციები. და მაინც, რამდენ რამეს მალავ, გურამ. რამდენს არ ამბობ...

ვგრძნობ შენს პირველ შთაბეჭდილებას: “უცნაური”. ამას წინათ ძველ ჩანახატებს გადავხედე კომენტარების კიდევ ერთხელ წასაკითხად და შევამჩნიე, რომ სტუმრის სახელზე იმ ემოციას ან ფიქრს იწერდი, რომელიც ჩემი ნაწერების კითხვისას გიჩნდებოდა. მგონი, არ შევცდი და ახლაც იგივე გააკეთე.
ამდენად უცნაური იყო?

ნანა73
მთავარია ახლა მსუბუქად გრძნობ თავს.
ბევრმა შეიძლება მსგავსი ემოცია გაიხსენოს საკუთარ თავში...
ასეთი თვითკრიტიკულიც ნუ იქნები.
გარკვეულ მომენტში გინდა ბოლომდე მისდიო სურვილებს, შედეგების მიუხედავად...
ვერეფერს ვხედავ შეუძლებელს გარკვეულ ზღვარამდე.
ყოველთვის მექნება შენი მხატვრული ხერხები სალაპარაკო თემად.
❤️❤️❤️

იმედი მაქვს, ღირდა წასაკითხად და მხოლოდ იმიტომ არ წაიკითხე, რომ გაინტერესებდა ახლა რა მივჯღაბნე:დდ
რატომღაც ასეა. გულწრფელობის ხარისხის გამო უნდა წაიკითხო, თორემ სხვა განხრახვით თუ შემოიჭყიტავს მკითხველი ჩემ ნაწერებში, საშინლად იმედგაცრუებული დარჩება.

№5  offline წევრი EllaTriss

აუუ, აი ძალიან კარგია. ზოგადად ჩანახატების მოყვარული არ ვარ, თუმცა შენს ჩანახატებს გვერდს ვერ ვუვლი. ისეთია, აი.. სხვანაირად კარგი. თითქოს, მთლიანად არ ამჟღავნებ ემოციებსა და გრძნობებს, თუმცა რასაც ამჟღავნებ იმის წარმოდგენა და შეგრძნება ბოლომდე შემიძლია..
პ.ს სათაურზე დაგეთანხმები, წაკითხვამდე სხვა მოლოდინები მქონდა, თუმცა რაც დამხვდა იმანაც არანაკლებ მომხიბლა.
წარმატებები❤

№6 სტუმარი უცნაური

უცნაური
საინტერესოა...
ნახევრად გაშიშვლებული სული, თითქმის გამომჟღავნებული ემოციები. და მაინც, რამდენ რამეს მალავ, გურამ. რამდენს არ ამბობ...

ვერ გპასუხობ..
მეუცნაურა სულის სიშიშვლე. არა, არ ვამბობ, რომ აქამდე არ გითქვამს მსგავსი რაღაცები, მაგრამ კომენტარებში. ახლა კი, თითქოს მთელს სამყაროს გადაეშალე წიგნად. თუმცა, ეს ხომ ერთ-ერთი შენი სახეცვლილებათაგანია.
შენებური შედარებები აღმაფრთოვანებს. სხვაგვარად დამაფიქრებს ხოლმე საგანსა თუ მოვლენაზე. საოცრად წერ.

№7  offline წევრი ნანა73

შენ მგონი ცოტა არ მენდობი თუ რა ხდება?
იმიტომ წავიკითხე რომ ერთხელ დაგპირდი და სიტყვას არგავტეხ.
იმიტომ, რომ იმაზე საინტერესო აღმოჩნდი ვიდრე მოველოდი.
კიდევ იმიტომ რომ უამრავი, ფერად-ფერადი სიტყვების ნახვის შემდეგ,კიდევ ბევრს აღმოვაჩენ აქ და ბოლოს... უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრები.
???
❤️

№8  offline მოდერი guroo

EllaTriss
აუუ, აი ძალიან კარგია. ზოგადად ჩანახატების მოყვარული არ ვარ, თუმცა შენს ჩანახატებს გვერდს ვერ ვუვლი. ისეთია, აი.. სხვანაირად კარგი. თითქოს, მთლიანად არ ამჟღავნებ ემოციებსა და გრძნობებს, თუმცა რასაც ამჟღავნებ იმის წარმოდგენა და შეგრძნება ბოლომდე შემიძლია..
პ.ს სათაურზე დაგეთანხმები, წაკითხვამდე სხვა მოლოდინები მქონდა, თუმცა რაც დამხვდა იმანაც არანაკლებ მომხიბლა.
წარმატებები❤

ჩანახატებს ცოტა მკითხველი იმიტომ ჰყავს, რომ ავტორები ფილოსოფიურ ელფერს აძლევენ მათ. ეჭვი არ მეპარება, ჩემთან რომ მსგავსი რამ ვერ ნახე მბზინავ ზედაპირზე საჭმელივით დაზვინული, ზუსტად მაგიტომ მკითხულობ.
მადლობა. კარგია, როცა გამომჟღავნებული ბოლომდე გესმის.

უცნაური
უცნაური
საინტერესოა...
ნახევრად გაშიშვლებული სული, თითქმის გამომჟღავნებული ემოციები. და მაინც, რამდენ რამეს მალავ, გურამ. რამდენს არ ამბობ...

ვერ გპასუხობ..
მეუცნაურა სულის სიშიშვლე. არა, არ ვამბობ, რომ აქამდე არ გითქვამს მსგავსი რაღაცები, მაგრამ კომენტარებში. ახლა კი, თითქოს მთელს სამყაროს გადაეშალე წიგნად. თუმცა, ეს ხომ ერთ-ერთი შენი სახეცვლილებათაგანია.
შენებური შედარებები აღმაფრთოვანებს. სხვაგვარად დამაფიქრებს ხოლმე საგანსა თუ მოვლენაზე. საოცრად წერ.

იცი? ყველაზე მეტად სითამამე აღმაფრთოვანებს ამ ნაწერში. რომ გავბედე და წიგნად გადავეშალე მკითხველს. მაგრამ ეგოც ხომ უნდა დაკმაყოფილდეს და აჰა, შევინიღბე კიდეც :დდდ

ნანა73
შენ მგონი ცოტა არ მენდობი თუ რა ხდება?
იმიტომ წავიკითხე რომ ერთხელ დაგპირდი და სიტყვას არგავტეხ.
იმიტომ, რომ იმაზე საინტერესო აღმოჩნდი ვიდრე მოველოდი.
კიდევ იმიტომ რომ უამრავი, ფერად-ფერადი სიტყვების ნახვის შემდეგ,კიდევ ბევრს აღმოვაჩენ აქ და ბოლოს... უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრები.
???
❤️

ოჰ, არა! როგორ არ გენდობი... უბრალოდ საუბარი მინდოდა და იმის გარკვევა, თუ რატომ შეიძლება, რომ მიდებულ-მოდებული, მართლაც რომ მობოდიალებული ნაწერი, მაინც მოსწონდეს მკითხველს.
გენდობი და უკვე ყველა მიზეზის შესახებ ვიცი, რატომაც მკითხულობ.
მადლობა. heart_eyes

№9 სტუმარი სტუმარი მზიკო

აშკარაა, რომ ძალიან პირადულია, რაც დაგვიწერე და ამიტომ შენ მოგმართავ, ავტორო.
მართლა მთელი გულით გირჩევ, ფსიქოლოგს გაესაუბრო. ასე მგონია, რაღაც ძალიან ცუდს ჩაიდენ და მერე გვიან იქნება სიანული, მერე ყველა ვიგლოვებთ ჩვენ უმოქმედობას.
"სახეზე ირონიული ღიმილი მეპარება, რადგან სიცოცხლე უსიამოვნო ტვირთი მგონია". გამაკანკალა ამის წაკითხვაზე. ოღონდ პირველ ჯერზე საერთოდ უყურადღებოდ გავატარე. უბრალოდ წავიკითხე და გადავედი შემდეგ წინადადებაზე. მაგრამ როცა ისევ მივუბრუნდი და კიდევ, კიდევ, კიდევ, ძალიან ბევრჯერ წავიკითხე, ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან საშინელს გველაპარაკები, შემზარავს… ამიტომ ამიტყდა კანკალი, ამიტომ ვიფიქრე, რომ მე უნდა გამეპროტესტებინა შენი ეს მოქუფრული ნაწერები!
კმარა, გურამ! გეყოფა ჭაობისკენ ინერციით სვლა. თურმე ოცნებები გქონია, თურმე ყურადღება გყვარებია, თურმე, თურმე… ბედნიერება შეთვის არის მოგონილი, გურამ. ძალიან გთხოვ, იყავი ბედნიერი და სიცოცხლეზე, როგორც უსიამოვნო ტვირთზე, ფიქრი შეწყვიტე.
ბევრჯერ წაკითხვის მერე იმასაც მივხვდი, ცივი ყავა რა შუაში იყო და რატომ გადასკუპდი ამაზე. შენთვითონ თუ მიხვდი რა დაგვიწერე?! თურმე რაღაც სასიამოვნო ხდება შენს გარშემო და როგორც კი მოითხოვ, რომ ის სასიამოვნო რაღაც შენც გერგოს, სამყარო მაშივე სულგრძელობას იჩენს შენს მიმართ. ჰოო, შენი და ყავას აკეთებს დაროცა ითხოვ, რომ შენც გაგიკეთოს, სასურველს იღებ. თანაც ძალიან ტკბილს და არა სიკდილივით მწარეს.
გურამ, ეგოისტი ვარ. ამ კომენტარს იმიტომ გიწერ, რომ თავი გადავირჩინო მოსალოდნელი სინანულისგან. თუ რამეს გააფუჭებ, მე მეცოდინება, რომ ამის საწინააღმდეგოდ რაღაც მაინც მქონდა გაკეთებული.
იყავი ბედნიერი!
ბედნიერება შენთვის არის, გურამ!

№10  offline მოდერი guroo

სტუმარი მზიკო

ცოტა შემეშინდა:დდ მაგრამ, კარგი რაააა!
ირონიული ღიმილი მეპარება-მეთქი, განა სასოწარკვეთილი.
ცივ ყავაზე კარგად თქვი. ეგ არ მიგულისხმია, მაგრამ შენ როგორც გაიგე, მომეწონა.
მადლობა აღიარებისთვის. გავიგე, რომ ეგოისტი ხარ და კომენტარის ამ ნაწილმა ყველაზე მეტად გამახარა.
ბედნიერი ისედაც ვარ, მზიკო. ფსიქოლოგს კი სიამოვნებით გავესაუბრებოდი, მიყვარს დიაგნოზების მოსმენა. შევეცდები ბევრი დიაგნოზი დავასმევიო და კიდევ უფრო გავხალისდები. ხანდახან ფსიქოლოგებსაც უნდა ეთამაშო, რომ გაერთო. :დდდდ
მადლობა დახმარების სურვილით სავსე კომენტარისთვის.

№11  offline წევრი selma

არ მომეწონა. მიფუჩეჩებულია. ქულების მოსამატებლად დადებული ნაჭყაპნია.

№12  offline მოდერი guroo

selma
არ მომეწონა. მიფუჩეჩებულია. ქულების მოსამატებლად დადებული ნაჭყაპნია.

ყველაფერი მართალია, თუ დათანხმებას მოვინდომებ. მაგრამ "ნაჭყაპნია" ისეთი საშიელი სიტყვაა, რომ ზიზღს იწვევს თქვენს მიმართ.

№13  offline წევრი selma

კრიტიკის მიღება უნდა შეგეძლოს და სიძულვილის ენას მოერიდო. როგორც ჩანს, არა ხარ მწერლობისთვის დაბადებული, თორემ გეცოდინებოდა, სიძულვილის ენით წერა გრეხი რომ არის.

№14  offline მოდერი guroo

selma
კრიტიკის მიღება უნდა შეგეძლოს და სიძულვილის ენას მოერიდო. როგორც ჩანს, არა ხარ მწერლობისთვის დაბადებული, თორემ გეცოდინებოდა, სიძულვილის ენით წერა გრეხი რომ არის.

გასაგებია, სელმა.

№15  offline წევრი Artificiality

ჩანახატებიდან ადამიანის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა... მიყვარს ადამიანების გრძნობების წაკითხვა, რადგან მე თავად არ ვაშიშვლებ მას... საინტერესო პიროვნება ხარ და ეს ყოველთვის იგრძნობა შენს ნაწერებში. ძალიან არ მომეწონა "სელმა"-ს შეფასება, ადამიანი ჩანახატს იმიტომ ქმნის, რომ საკუთარი გრძნობები გაანთავისუფლოს და უსამართლოა, როდესაც ამ გრძნობების შეფასებას იწყებენ. უფრო არაკომპეტენტური... თითქოს ბოღმით სავსე სიტყვებია, თუმცა მე რა უფლება მაქვს ვინმე განვსაჯო. პ.ს მომწონს შენი ინდივიდუალიზმი, ვაფასებ მას... ქაოსური თუმცა სასიამოვნო წასაკითხი იყო, გრძნობები და ფიქრებიც ხომ სწორედ ასეთია...
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

№16 სტუმარი ნახევრად შიშველი

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სულის სიმარტოვეს ვერ უშველე და მკითხველში ეძებდი თანამოაზრეს. ბევრი რამ გაწუხებდა, ათას თემას მიედ-მოედე. ბოლომდე არცერთი განიხილე, თუმცა სათქმელი თქვი, შენ დაიცალე. თან ისე, რომ შენ შვება იგრძენი, ჩვენ კი დაგვტოვე სრულ აგონიაში. .. მერამდენედ გავიმეორებ, შედარებები მაოცებს.. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ უზარმაცესზე ზარმაცი ხარ. ???? პპ

№17  offline მოდერი guroo

Artificiality

დიდი ხანია, გაშიშვლება აღარ მაშინებს. როგორღაც მოვახერხე და შევძელი, რომ ზღვარი, რომელიც ჩემს შინაგანსა და გარშემომყოფებს შორის გადის, გამეფერმკრთალებინა.
საინტერესო ხარო, ამას რომ მეუბნები, სულელივით მეღიმება. აი ისე, შეყვარებული ადამიანები როგორც იღიმიან. ახლა მთელი სიცხადით შევიგრძენი, რა მარტივია ჩემზე მანიპულირება. ჯანდაბა!
სელმასგან არაფერი მწყენია. როცა კომენტარს წერდა, გვერდით მყავდა.
დიახ, ქაოსი კარგი რამეა.❤️❤️❤️

გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ. სხვა ჩანახატებზეც გელოდები.

ნახევრად შიშველი

სასწორო, მერამდენედ გითხრა? ნუ მაბულინგებ :დდდდ
აუუ, ძალიან კარგი ხარ, ძალიან❤️ იმხელა სითბოს ვგრძნობ... მადლობა!❤️

№18  offline წევრი Artificiality

guroo

მიხარია, როდესაც ადამიანების გაღიმებას ვახერხებ... იმედი მაქვს მეც მალე შევძლებ ეგ ზღვარი გავარღვიო და უფრო თავისუფლად შევძლო ამის საზოგადოებასთან გაზიარება... სხვა ჩანახატებზეც მოვალ აუცილებლად!
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

№19 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ერთი ლაიქი მე დაგიწერე გურამ)) ტკბილად რომ დაგეძინოს, იმიზა))

№20 სტუმარი ჭორიკანა

guroo
Artificiality
ჩანახატებიდან ადამიანის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა... მიყვარს ადამიანების გრძნობების წაკითხვა, რადგან მე თავად არ ვაშიშვლებ მას... საინტერესო პიროვნება ხარ და ეს ყოველთვის იგრძნობა შენს ნაწერებში. ძალიან არ მომეწონა "სელმა"-ს შეფასება, ადამიანი ჩანახატს იმიტომ ქმნის, რომ საკუთარი გრძნობები გაანთავისუფლოს და უსამართლოა, როდესაც ამ გრძნობების შეფასებას იწყებენ. უფრო არაკომპეტენტური... თითქოს ბოღმით სავსე სიტყვებია, თუმცა მე რა უფლება მაქვს ვინმე განვსაჯო. პ.ს მომწონს შენი ინდივიდუალიზმი, ვაფასებ მას... ქაოსური თუმცა სასიამოვნო წასაკითხი იყო, გრძნობები და ფიქრებიც ხომ სწორედ ასეთია...

დიდი ხანია, გაშიშვლება აღარ მაშინებს. როგორღაც მოვახერხე და შევძელი, რომ ზღვარი, რომელიც ჩემს შინაგანსა და გარშემომყოფებს შორის გადის, გამეფერმკრთალებინა.
საინტერესო ხარო, ამას რომ მეუბნები, სულელივით მეღიმება. აი ისე, შეყვარებული ადამიანები როგორც იღიმიან. ახლა მთელი სიცხადით შევიგრძენი, რა მარტივია ჩემზე მანიპულირება. ჯანდაბა!
სელმასგან არაფერი მწყენია. როცა კომენტარს წერდა, გვერდით მყავდა.
დიახ, ქაოსი კარგი რამეა.❤️❤️❤️

გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ. სხვა ჩანახატებზეც გელოდები.

ნახევრად შიშველი
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სულის სიმარტოვეს ვერ უშველე და მკითხველში ეძებდი თანამოაზრეს. ბევრი რამ გაწუხებდა, ათას თემას მიედ-მოედე. ბოლომდე არცერთი განიხილე, თუმცა სათქმელი თქვი, შენ დაიცალე. თან ისე, რომ შენ შვება იგრძენი, ჩვენ კი დაგვტოვე სრულ აგონიაში. .. მერამდენედ გავიმეორებ, შედარებები მაოცებს.. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ უზარმაცესზე ზარმაცი ხარ. ???? პპ

სასწორო, მერამდენედ გითხრა? ნუ მაბულინგებ :დდდდ
აუუ, ძალიან კარგი ხარ, ძალიან❤️ იმხელა სითბოს ვგრძნობ... მადლობა!❤️

ნუ გამომფინე საჯაროდ თორე ბულინგი მერე ნახე დდდ

დავფიქრდი და მივხვდი ძალიან შემყვარებიხარ

№21  offline მოდერი guroo

სტუმარი ჰაიკო
ერთი ლაიქი მე დაგიწერე გურამ)) ტკბილად რომ დაგეძინოს, იმიზა))

ლაიქი რად მინდოდაა dddd

ლაიქები მოვითხოვე? არა, რას ამბობთ.

ჭორიკანა

აბა ცოტათი საყვარელი ბალღი ხარო? :დდდ
❤️❤️

№22 სტუმარი სტუმარი ლილე

ჰო, ეგრეა, მე შემიყვარდი ძალიან თორე დდ

№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

თუ ,ყოველდღე,მსგავს ჩანაწერებს გააკეთებ გურო,რომელშიც,შენს იმწამინდეს განცდებს ზუსტად ასე გადმოსცემ, აკინძე,დაარედაქტირე,დაარქვი "მონოლოგი საკუთარ თავთან" და ვიყიდი..
გამოვდებ თაროზე და როცა მელანქოლია შემომაწვება,სულ წავიკითხავ..
ეს რატომ გითხარი,არ ვიცი,
ზოგადად,
რასაც აკეთებ,მიზანში სვამ,შენც თავისუფლდები და ჩვენს დამალულ ბნელ მხარეებსაც აფენ სააშკარაოს..
ბევრი წერე,არ შეჩერდე,სულ გადმოიტანე თაბახზე ან ვორდზე,თუნდაც არ გეწერებოდეს და,დაგვენახე ხოლმე :)

№24  offline მოდერი guroo

tasusuna

სამწუხაროდ, დრო და ძალისხმევა თითქმის არასდროს მყოფნის, რომ ხშირად ვწერო. მჯერა, ძალიან ღრმად მწამს, რომ აუცილებლად მოიპოვებს საკუთარ ადგილს ჩემი წიგნ(ებ)ი ფართო მკითხველის მტვრიან თაროებზე, ან ზოგიერთი ისე ხშირად წაიკითხავს, რომ ნაწილებად დაიშლება, დაიფხრიწება და მყრალ მძორად იქცევა. არ ვიცი, რა იქნება. მე მხოლოდ კარგი მინდა...
მაოცებს შენი უანგარო სიკეთე.
მადლობა❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent