შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაი და სიყვარული...


13-10-2020, 22:04
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 922

დილით ვიღვიძებ ადრიანად. ჯერ კიდევ ბინდი ეკვრის დედამიწას, მაგრამ ლამპიონების მბჟუტავი სინათლე, ანათებს მიდამოს. გავდივარ სამზარეულოში და ჩაიდანს ვადგამ. სანამ წყალი ადუღდება, ფანჯარას ვაღებ, თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვისუნთქავ ზამთრის გრილ სურნელს. თვალს რომ ვახელ, ვხედავ თეთრი ხალიჩა, როგორ გადაჰფარებია დედამიწას. ულამაზესია...ადამიანის ბინძური ფეხი, ჯერ კიდევ არ დადგმულა დედამიწაზე, ამიტომ პატარა ფიფქები, ლაღად და უშიშრად ეშვებიან ძირს და ქმნიან ერთ დიდ ფარდაგს. ცოტა ხანს ვჩერდები და ვუყურებ, თუ როგორ ვრცელდება ლამპიონების სინათლე მარგალიტივით თეთრ ფანტელებზე. ხეებიც კი თეთრი კაბებით შემოსილან. თოვლის სიმძიმისგან, ტოტები დაბლა დაუხრიათ და ერთმანეთს ებაასებიან , როდესაც ნიავი დაჰბერავს, ტოტებს ცოტათი შეარხევს და გაათავისუფლებს მათ. თითქოს და ერთმანეთს ქვეყნის ამბებს უყვებიანო...
იმდენად გავერთე მიდამოს თვალიერებაში, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ ადუღდა ჩაიდანი. ვასხამ ფინჯანში თბილ სითხეს და გამხმარ ჩაის ფოთლებს ვყრი. ვუყურებ როგორ ცურავენ ფოთლები თბილ წყალში და ნელ-ნელა რბილდებიან. ვყრი შაქარს, ნელა და მთელი იმ სიტკბოთი, რაც მას გააჩნია. კოვზის ერთი, ორი, სამი და ოთხი მორევა...ჩაიც მზად არის. ბოლომდე ვიქცევ ხელებში ფინჯანს, რათა სითბო ხელებზეც შევიგრძნო. ვსვამ პირველ ყლუპს და თბილი სითხე, მთელ სხეულში მედება. ჟრუანტელი მივლის...ვგრძნობ, თუ როგორ მიედინება ეს სითბო სხეულში და მეც ვმშვიდდები. ვსუნთქავ-თანაბრად და მშვიდად.
გავჰყურებ სივრცეს...ყველაფერი თეთრია. ისეთი თეთრია, როგორიც ადამიანის გაციებული სხეული. უსიცოცხლოა...თითქოს და წაართვესო ფერები და ერთ ბნელ კუნჭულში მოისროლეს, როგორც უსარგებლო ნივთი, მაგრამ ჩემთვის, სწორედ რომ ეს არის სიფერადე. ეს სითეთრე არის ის სინათლე, რომელიც შენი წასვლის შემდეგ დამრჩა. რთულია, როდესაც ის ყველაზე წრფელი და სათუთი გრძნობა გტოვებს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...წახვედი და დატოვე სიცარიელე, რომელიც დღემდე სიცარიელედ დარჩა. დავკარგე ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ წარსულ დროზე, მაინც მეღიმება და ყველაზე კარგად მახსენდება.
ჩაი...ჩვენი საყვარელი სასმელი იყო. საათობით ვისხედით და ვსაუბრობდით ფინჯან ჩაისთან ერთად. გახსოვს ის დღე, კაფეში რომ მოხვედი? მე ახალი ვიყავი და ბევრი რამე არ ვიცოდი. შენთანაც ხელის კანკალით მოვედი და შეკვეთა ჩავინიშნე. შენ, მხოლოდ ჩაი შეუკვეთე. მთელი ძალებით ვეცადე, რომ არაფერი გამეფუჭებინა, თუმცა დავიბენი და ცხელი სითხე, ერთიანად დამეღვარა შენს სხეულზე. მახსოვს, როგორ დამანჭე სახე. ცდილობდი, რომ არ შეგემჩნია, თუმცა ჩემს თვალს, მაინც არ გამოეპარა...მაშინაც, სწორედ რომ ასეთი სუსხიანი ზამთარი იყო და მითხარი:
-დიდი მადლობა, გავთბი-გამიღიმე ისე, როგორც არავის შეეძლო გაეღიმა. გიბრწყინავდა თვალები ისე, რომ სიკაშკაშით, მზესაც კი აჭარბებდა. მე შენი თვალების სიღრმეში ვიძირებოდი და ვიკარგებოდი...სწორედ მაშინ, მე ვიგრძენი, რომ შენ იყავი ის, ვისაც მთელი 25 წელი ველოდე...ყოველ საღამოს, შენ ისევ იმ კაფეში შემოდიოდი და ისევ ჩაის უკვეთავდი. ერთ დღესაც, მეც დამპატიჟე და იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულიც...
გამეღიმა...გულწრფელად გამეღიმა ყოველივეს გახსენებისას. ყოველთვის ასე იქნება. რამდენჯერაც თბილი სითხე ჩაიღვრება ჩემს სულში, იმდენჯერ შენ გაგიხსნებ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენს შორის, უდიდესი უფსკრულია...ჩაი იქცა იმ სიყვარულის უშრეტ წყაროდ, რომელიც მე მაცოცხლებდა და ახლაც კი მმატებს სასიცოცხლო ძალებს...

***
ამბობენ-წვრილმანებშია ბედნიერება...ასეც არის. დეტალები, რომლებიც ფაზლებად არიან გაბნეულნი, რომ შეაგროვო, ერთ პატარა, თუმცა საოცარ ცხოვრებას შექმნი. მართალია, რომ იქნება ბევრი ტკივილი, სევდა და მწუხარება, მაგრამ იქნება დღეებიც, რომლებიც გაგაბედნიერებენ და სიცოცხლის ხალისს შეგმატებენ. უნდა დაიჭირო წამი, რათა არ გამოგრჩეს წუთი და საათი იმისათვის, რომ დღეები აქციო წლებად. საბოლოოდ კი ააწყო შენი ცხოვრების ერთი პატარა და ლამაზი ფაზლი...



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
ჩაი:)
გამიხარდა შენი ახალი ჩანახატი.
ჩანს შენი გრძნობები და ტკივილი.
ძალიან მომეწონა.
"დეტალები, რომლებიც ფაზლებად არიან გაბნეულნი, რომ შეაგროვო, ერთ პატარა, თუმცა საოცარ ცხოვრებას შექმნი" - ეს განსაკუთრებით. ბრავო.

შეცდომებს რაც შეეხება, არც ისე ბევრია და ეს კარგია, სასვენი ნიშნები(მძიმეები) ზოგ ადგილას ზედმეტია,თუმცა ეს ალბათ ატვირთვამდე გადაუხედვობის ბრალია.

ასე განაგრძე.
პატივისცემით: [H]

))მადლობა დიდი..შეცდომების გამოსწორებას კიდევ მაქსიმალურად ვცდილობ და მიხარია თუ გამომდის..❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent