გოგონა, სახელად ლიდია
დილით შემზარავი ტირილის, არა, უფრო კივილის ხმა მაღვიძებს. მაშინვე გარეთ გავრბივარ და ვხედავ, თუ როგორ გართხმულა მიწაზე, უმშვენიერესი გოგონას სხეული და როგორ იღებება სისხლისფრად მიდამო. მესმის გამაყრუებელი ხმები, ქალებისა... “სასწარაფო გამოიძახეთ!“ “სწრაფად! გოგონა სისხლისგან იცლება.“ მე ერთ ადგილას ვარ გაშეშებული და ვუყურებ დედამისს, რომელიც მაგრად იკრავს გულში შვილის სხეულს და მოსთქვამს... “შვილო...დე...გაახილე თვალები. ჩემო ფერია, გთხოვ...მიდი, დე. შემომხედე შენი ზღვისფერი თვალებით. გთხოვ, შვილო...ნუ დამტოვებ...გევედრები...“ ცოტა ხანში, მესმის სასწრაფოს ხმა და ჩემს ყურთა სმენას, ბოლომდე ახშობს. ითიშება სამყაროს ყველა ხმა, დრო წყდება და ჩემი მზერა მხოლოდ გოგონაზე იყინება... პანაშიდებზე უამრავი ხალხი იკრიბებოდა. თითქოს, ყველას სტკიოდა ოჯახის ტკივილი, მაგრამ მხოლოდ დედა ტიროდა და მისი ტირილი, სულს მიყინავდა. ვიდექი კარს უკან და ვუსმენდი...ვუსმენდი მეზობლებს, რომლებიც ათას ჭორს იგონებდნენ და სიკვდილის შემდეგაც კი, არ აძლევდნენ მის სულს საშუალებას, რომ განესვენა... “იცი რატომ მოიკლა თავი?“ “არა...და რატომ?“ “გავიგე, რომ თურმე ვიღაცა შეჰხებია და...“ “უი, რას ამბობ?!“-შეიცხადა ერთ-ერთმა. “ჰო, აბა...ისე რა გიკვირს? რა ოჯახშიც აღიზარდა და როგორც აღიზარდა, ისე დაასრულა...“ მინდოდა, რომ მათთვის მეთქვა როგორი ამაზრზენები და უგულონი იყვნენ, რადგან ასეთ რაღაცებს საუბრობდნენ გოგონაზე, რომელსაც არც კი იცნობდნენ წესიერად, მაგრამ გავჩუმდი...ყელში უდიდესი ცრემლის ბურთი მომაწვა, რომელიც მახრჩობდა, მაგრამ მე ის არ გამოვუშვი გარეთ...ისევ ჩავკალი ყოველგვარი ემოცია და ისევ გავჩუმდი. მძულდა ჩემი თავი ამის გამო, მაგრამ ვერ ვახერხებდი ვერაფერს...ვუყურებდი როგორ აფარებდნენ ცისფერ სუდარასა გოგონას. გამიკვირდა. ასეთი რაღაცა, არასდროს მინახავს, თუმცა შემდეგ დედამისის საუბარს მოვკარი ყური. ეჩურჩულებოდა: “დე, ხედავ? შენი საყვარელი ფერი...არ შეიძლება, მაგრამ ხომ ხედავდ, შენთვის შეუძლებელი შევძელი, ახლა კი შენც დე, შენც შეძელი და გაახილე თვალები, შენი ზღვისფერი თვალები...გთხოვ, შვილო.“ გული მომეწურა ამ სანახაობის შემხედვარეს. მე ვიდექი და ვფიქრობდი, თუ რამდენის გადატანა უწევდა მას. ალბათ, რამდენჯერ უტირია ჩუმად...ისე, რომ არავის გაეგო მისი ხმა. როდესაც სტკიოდა, გულში იკლავდა ტკივილს და რამდენჯერ მინახავს მისი თვალები, რომლებიც ალისფრად ელავდა ხოლმე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვიაზრებ...მას იმდენად კლავდა ფაქტი, რომ საზოგადოება რიყავდა, მის სულზე საშინლად აისახებოდა...არ ვიცი, შესაძლოა დღიურებსაც კი უზიარებდა თავის ტკივილის, რადგან დამლაპარაკებელი არ ჰყავდა, მაგრამ იმის შიშით, რომ ერთ დღესაც ვინმე ნახავდა, ანადგურებდა მათ...ალბათ როგორ უნდოდა, რომ ვინმე ჰყოლოდა გვერდით და ეთქვა: „ლიდია, ნუ ტირი...ეს დღეც ჩაივლის და ხვალ ისევ გაიხსნება შენი ბაგეები წრფელი ღიმილით“...დიახ, მას ლიდია ერქვა. ის ჩვენი “ელიტის“ მსხვერპლი გახდა. ის გარდაიცვალა, უფრო სწორად ჩვენ მოვკალით ჩვენივე გულგრილობით. არარაობად ვაქციეთ ადამიანი, რომელიც ჩვენნაირი იყო, მაგრამ განსხვავებული ცხოვრებით. ისიც ჩვენსავით ღვთის შვილი იყო, მაგრამ ჩვენ არ მივიღეთ და საბოლოოდ იქ დაბრუნდა, სადაც მას მიიღებდნენ ისეთს, როგორიც იყო და ამის გამო, არავინ განიკითხავდა... *** ადამიანობა-რთული „პროფესიაა“. ვიბადებით ადამიანებად, მაგრამ რამდენად ვინარჩუნებთ ადამიანობას ცხოვრების მანძილზე? რთული კითხვაა, არა? ასევე რთულია პასუხები გააჩნია, რასაც ბევრმა შესაძლოა ვერც უპასუხოს. გასაკვირი არც არის. ადამიანთა რასა, მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობებით განვსხვავდებით სხვა სულიერებისგან, თუმცა კი, იმაზე საშინელის ჩადენა შეგვიძლია ჩვენ, ვიდრე ცხოველებს. მათ იციან, ოჯახის ფასი, მეგობრების და სიყვარულის ფასიც კი, მაგრამ ადამიანები...ხანდახან, იმდენად უგულონი ვართ, რომ ნებით თუ უნებლიეთ, შესაძლოა შევიწიროთ ვინმეს სიცოცხლეც კი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.