შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენგან დამრჩა


18-10-2020, 12:29
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 460

ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენდაუნებურად ვაგვიანებთ, თან ძალიან.გამოვტოვებთ ხოლმე ხშირად ისეთ მნიშვნელოვან, დასამახსოვრებელ და უბრალოდ ძვირფას დღეებს, წუთებს და საათებს საყვარელ ადამიანთან ერთად ეს შორს ყოფნა კი ბევრი გვიჯდება.რადგან ამავე დროს ცხოვრებაზე ვამბობთ უარს, რომ არ გვსურს ის და სულ სხვა ცხოვრება გვწყურია ასეც ხდება მაგრამ აქ საუბარია უნებურ მიტოვებაზე, იმ წარსულზე რომელიც დაივიწყე, საერთოდ აღარ გახსოვს იმდენად საშინელი იყო წარსული, რომ გადაწყვიტე ჩაგეკეტა, აღარ გაგეხსენებიბა აღარც კი გესაუბრა რადგან გულს ძალიან გტკენდა და მტკივნეული იყო შენთვის ასე დაკარგე სულის ძვირფასი ნაწილი რომელსაც ასევე ატკინე, მას შენზე ნაკლებ არ სტკიოდა წლების მანძილზე ორივე იტანჯებოდით.შეიძლება შენ ამას ვერ/არ იმჩნევდი მაგრამ შინაგანად ამ წაშლილი დეტალების გამო იფერფლებოდი ის კი იწვოდა ყოველ გათენებულ დღესა და დაღამებულ დღეს მხოლოდ შენ გელოდა, იმედს არასდროს კარგავდა რწმენა ყოველთვის ჰქონდა, რომ დადგებოდა ერთი მშვენიერი დღე და უკან დაბრუნდებოდი მას გაიხსენებდი, დაეკონტაქტებოდი ან საერთოდ იპოვიდი და ხელს აღარ გაუშვებდი ძლიერ ჩაეხუტებოდი და სამუდამოდ შენი იქნებოდა.ასე გავიდა მონატრების, მოლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, უსასრულო სიყვარულის ათი წელი.ისევ გოგომ გადადგა ნაბიჯი, მივიდა თავის ბავშვობასთან, მეორენახევართან, თავის სულიერ მეგობართან დიდი მონდომებითა და სიხარულით მას ეგონა, რომ ის იცნობდა რადგან სახელი ყველაფერს გაახსენებდა ასე არ მოხდა მან, ვერ იცნო ანგელოზი მთელი თავისი წარსული და ძვირფასი საგანძური.მაგრამ ისე მოხდა, რომ ბიჭი ცხოვრებამ მოულოდნელობებში გახვია და სხვაგან გადააცხოვრა იქ სადაც მისი მეორე ნაწილი იყო და სადაც შესაძლებელი იყო ერთი მთლიანობა გამხდარიყო.ადამიანური ურთიერთობები ნელ-ნელა წარმოიშვა, შემდეგ იყო მეგობრობა, გოგონამ ისეთი მიიღო როგორიც იყო ამპარტავანი, უხეში მაგრამ შინაგანდ იცოდა, რომ სულ სხვა იყო და რეალურ სახეს მალე გამოაჩენდა თავმდაბალი, მოსიყვარულე...ბიჭს გოგო შეუყვარდა თავისი განსხვავებული თვისებებით, ბუნებრიობით, წრფელი ღიმილით, სიკეთით და მზესავით სილამაზის გამო.მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცოდა რომ მისთვის ეს გოგო ახლობელი იყო...გოგონამ გადაწყვიტა სპექტაკლი დაედგა ეს სპექტაკლი კი მათ ცხოვრებას აღწერდა თავისი სიმბოლური დატვირთებით და ატრიბუტებით.ცხოვრებაში შეიძლება არსებობდეს რამე ისეთი სიტყვა, ფრაზა რამაც წაშლილი წარსულიც კი შეიძლება გაგახსენოს ასე მოხდა ამ შემთხვევაში იყო შემდეგი სიტყვები წასვლას ვაპირებ, ათ დღეში დავბრუნდები და იყო პირობა...ბიჭს თვალნათლივ წარმოუდგა ბავშვობა და თავისი ანგელოზი, მას ის გაახსენდა ისინი ცხოვრებამ დააშორა ერთმანეთს მაგრამ სიყვარულმა მაინც თავისი ქნა, ათი წელი გაძლო მეტად ძლიერი შეგრძნებებით და ნდობით.ისინი ბედნიერები იყვნენ მაგრამ დრო...დრო ცოტა იყო...ცხოვრებამ მათ დრო წაართვა...ის ათი წელი როცა შეეძლოთ ერთმანეთთან ყოფილიყვნენ, ტკბილი დრო გაეტარებინათ...ახლა კი მხოლოდ დღეები დარჩათ სიყვარულისთვის, თბილი მომენტებისთვის, წარსულის გახსენებისთვის...რადგან გოგონა ებრძვის სიცოცხლეს...ის სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზეა...მაგრამ ამავე დროს თავისი სიყვარული გვერდით ჰყავს და ბედნიერია, გაიხსენა მისმა პრინცმა თავისი ანგელოზი რომელიც ამდენი წლების მანძილზე ელოდა, წერილებს წერდა და დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა...ბოლო სურვილი კი ღმერთთან მეტი დროის მიცემა, სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...მათ ბევრი რამ გამოტოვეს მაგრამ ბევრიც ისწავლეს, ანგელოზის სურვილი იყო მისი პრინცი გაზრდილიყო, ის გაიზარდა მაშინ როცა თავის პრინცესას კარგავდა და ხელიდან ეცლებოდა...მაგრამ, მაინც დრო სწრაფად მიდიოდა სიკვდილიც კი სიყვარულის მხარზე იყო...მაგრამ ეს მშვენიერი სიკვდილი იყო...ლამაზი მაგრამ სევდიანი დასასრულით...

მორალი;ცხოვრებაში ადამიანები ბევრ რამეზე ვამბობთ უარს ეს გვინდა თუ არ გვინდა.ცხოვრება მოითხოვს ასე, რომ საყვარელი ადამიანები წლობით დააშოროს ერთმანეთს მაგრამ ის ადრე თუ გვიან მაინც შეახვედრებს მათ პრობლემა კი დროა...დრო რომელიც სპობს ირგვლივ ყველაფერს და ისეთი ახალგაზრდა, პატარა არ იქნება როგორც მაშინ, ოდესღაც წარსულში...სამწუხაროა ისიც, რომ როცა ბედნიერებას ვგრძნობთ მაშინვე ვკარგავთ მას და ეს დიდ სევდაში გადაიზრდება.როცა დროა მაშინ არ ვართ ხოლმე საყვარელი ადამიანის გვერდით, დააფასეთ ერთმანეთი და არასდროს დაივიწყოთ რადგან შემდეგ გული ძალიან გეტკინებათ მისი დაკარგვით.



№1  offline მოდერი guroo

მიუხედავად გაუმართაობისა და გაცვეთილი ფრაზებისა, მაინ ძალიან ვისიამოვნე heart_eyes

 


№2 სტუმარი აამ

ეს ფილმი heart_eyes ძალიან ემოციურია..
ვისიამოვნე სალი)) კარგი იყო წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent