შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის მედიტაცია.~სალოს გამოწვევა~


23-10-2020, 21:58
ავტორი სალისალომე
ნანახია 774

ჩემს ბლოგზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა მედიტაციებს,საინტერესო ექსპერიმენტებს,თუ როგორ ვიპოვოთ ერთად საკუთარი თავი და როგორ აღმოვაჩინოთ ის.ვაპირებ გავაკეთო ერთგვარი გამოწვევა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს პოზიტიური ენერგია,სასიამოვნო მუხტი და განწყობა ის რაზეც ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული.ყოველ დილით დაიდება ის ერთგვარი რჩევა,დარიგება თუ უბრალოდ ჩემი გამოცდილება დაკვირვებების ნიადაგზე.ვფიქრობ,რომ დაგაინტერესებთ ეს პატარა გამოწვევა და იგრძნობთ საკუთარ თავში ხალისს,იმ მოტოვაციას რომელიც დაკარგეთ და იმ ძალას რომელიც ერთ დროს გქონდათ ან სულაც 0-მდე ჩამოვიდა.ერთი რამ გახსოვდეთ,რომ ყველაფერი იწყება ჩვენით და მთავრდება ჩვენივე სურვილებითა და შესაძლებლობებით.7-დღის მანძილზე დავდებ გამამხნევებელ ბლოგებს და იმედი მაქვს,რომ დაგაინტერესებთ,რამეში გამოგადგებათ,გაგამხიარულებთ,საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ ან უბრალოდ ცუდ ენერგიას განიმუხტავთ დადებითად, კარგისკენ...რადგან ვფიქრობ,რომ პოზიტივი გადამდებია.

დღეს,კი მინდა ვისაუბროთ პოზიტივზე,მის სიღრმისეულ ძალაზე და პლიუსებზე.

კითხვა-რა მიგაჩნიათ პოზიტივის წყაროდ?

-ეს შეიძლება იყოს,ყველა ის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ნივთი რომელიც ხელთ მოგვეპოვება,ან სულაც შორიდან ვხედავთ,მოგვწონს.ჩემთვის მაგალითად დილის პოზიტივის წყარო არის მზე ????მჯერავს,რომ ის დილა სადაც მზე ანათებს ნათელი და ფერადი იქნება.ე.ი ის დღე,საუკეთესოდ მაქვს გარანტირებული.საერთოდ,ჩვენი არსებობა და სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენივე ფიქრებზე,სულიერ სამყაროზე.რასაც ვფიქრობთ ჩუმად გულში ისე მიდის საქმე.მაგ:თუ ვიფიქრებთ პოზიტიურად,ეს ყოველივე იგივე,პოზიტიური ენერგიით გავრცელდება პირადად ჩვენზე,ჩვენს იმ კონკრეტულ ერთ დღეზე და სხვა გარშემომყოფებზე.მაგრამ,თუ ცუდ,არასასიამოვნო და ნეგატიურ დეტალებზე ვიფიქრებთ დღეც ასეთი გვექნება.მთავარი პრინციპი აქ არის ის,რომ პოზიტიურად განვეწყოთ ამ სამყაროს მიმართ ამის შემდე ვისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს და ჩავიბეჭდავთ იმასაც,რომ პოზიტივის გავრცელება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.ასე,რომ დღესვე დაიწყეთ პოზიტიურად ფიქრი,დადებითი აღმოაჩინეთ საკუთარ თავში,იმ პატარა დეტალებშიც კი რაც უინტერესოდ მიგაჩნიათ.დაივიწყეთ ნეგატივი და მთლიანად გადაერთეთ პოზიტიურ,დადებით ენერგიაზე.რადგან ჩვენი ეს ფიქრები,მიზიდულობის კანონს განიცდის თვით კოსმოსთან.კოსმოსი განიხილავს ამას და იქიდან უშვებს ცუდ აურას ეს იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ნეგატიურ საქმეზე ვფიქრობთ როგორც აღვნიშნე.უბრალოდ გაიღიმეთ,მზეს შეხედეთ დილა ენერგიულად,რომ დაიწყოთ დალიეთ ლიმონიანი წყალი და დაკავდით დილის იოგით.წარმატებულ დღეს გისურვებთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent