შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო იმედი


1-11-2020, 23:45
ავტორი ninnie
ნანახია 977

ათენში საგრძნობლად აცივდა, ცა უცნაური განათებით არის მოქუფრული, მობღვერილი, უხასიათო ღრუბლები თავისას შვრებიან, ერთმანეთს ეჯახებიან და ისე გრუხუნებს და ელავს ჩემი კატაც კი შიშისგან ჩემსავით გადასაფარებლის ქვეშ ჩემთან ერთად იმალება. ახლა აივანზე გამოვედი, დიდ ჰუდში ვარ ჩახვეული, ჩემი თბილი პიჟამო მაცვია ვზივარ ცივ სკამზე და ვუყურებ უშნოდ მობღვერილ ცას, რომელიც თითქოს რაღაცას განიცდის. მე ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაცოფებს და მაბრაზებს, მაბრაზებს ის რომ მე ისევ ვზივარ აივანზე, ისევ ვუყურებ გიჟური წვიმის შემდეგ მობღვერილ ცას და ველოდები როდის გამოჩნდება ცაზე პირველი ვარსკვლავი, რომ ჩავიფიქრო სურვილი. სურვილი რომელიც ვიცი, ვიცი არ ასრულდება... მე მხოლოდ ოცნებას თუ შევძლებ, ოცნებას იმაზე რაც არ მოხდება, რაც მინდა რომ მოხდეს მაგრამ არ მოხდება.!

არტემიდაში ვარ.საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში, ალბათ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად, ცოტა დასამშვიდებლად და საკუთარი თავის გონებაში ჩასაგდებად. ღამის 3 საათია მე კი რომელიღაც ჩემთვის უცხო პარკში ვზივარ და ვწერ, შიგადაშიგ მოსაწევს სიგარეტში ვაკეთებ და ვეწევი. გონება მეხსნება, ფიქრები მოდიან და თავს არ მანებებენ. არც კი ვიცი რაზე ვფიქრობ.
ფიქრები მერევა, ყელში ცრემლის ბურთულა მეჩხირება და ვხვდები, რომ ჩემი საქმე წასულია, საქართველოში მინდა, იმ ადამიანებთან მინდა ყოფნა რომელიც მჭირდება, მუზა მიჩნდება, წერის მუზა და ხატვის, ვერ ვხვდები რომელი ავირჩიო,ხატვა თუ წერა და თუ ამას კითხულობ, შენ გაგიმართლა.
ან მე გამიმართლა.
თუ არავის გაუმართლა?!
საათს ვუყურებ და ვხვდები უკვე ძალიან გვიანია, ჩემ ლიმნიან ჩაის ვხვრიპავ და ვიცინი, ხო, ვიცინი რადგან ჩაის პირდაპირი მნიშვნელობით ვხვრიპავ. ვფიქრობ ავდგე წავიდე, დრო ძალიან მალე გავიდა. წითელი თვალებითა და ხელის კანკალით ვდგები ფეხზე და გზას ვუდგები იმ ძველი სახლისკენ სადაც დავბინავდი, სიყრუეა ჩემს დროებით სახლში,მინდა, ძალიან მინდა აქ დავრჩე და დავისვენო, ყველასგან და ყველაფრისგან, დავისვენო სიყალბისგან, ყალბი ხალხისა და ყალბი გრძნობებისგან. ვფიქრობ ეს მართლა მჭირდება და არა ერთი კვირით, განუსაზღვრელი დროით მჭირდება დასვენება...
მიყვარს როცა ფიქრს ვიწყებ, ამ დროს იმ სამყაროში ვიბუდრებ სადაც ასე ძალიან მინდა, ხანდახან გეგმებს ვაწყობ, გეგმებს მომავალზე და მიხარია, თუმცა ვიცი რომ ჩემი გეგმიდან არც ერთი არ გაამართლებს, არაუშავს,მომწონს ოცნება. ბედნიერი ვარ ამ დროს.

დილის შვიდის ნახევარია, მე კი ვდგავარ სარკესთან გაშეშებული და ვუყურებ სხეულს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე მიებარება ცივ მიწას.
მეშინია.
კი, მეც მეშინია, მეშინია რომ ვერ შევძლებ ყველაფრის მოსწრებას და მასთან შეხებას, ბედნიერებას.
ვუმზერ სარკეში სხეულს, რომლის სულიც კი მას ეკუთვნის, რომელსაც მისი ტკივილიც კი ტკივა.
ხელები სულ გამთეთრებია, თმაში ჭაღარა შემრევია, ვენები გამომჩენია, სახეზე კი ფერუც დამკარგვია და დავმგვანებულვარ ფურცელს, რომელშიც აქა-იქ თუ იპოვნი საინტერესო სიტყვებს. მგონი სიცოცხლეშივე გარდავიცვალე, მგონი მარტოობამ მართლაც შემშალა, შეშალა ჩემი სული და მოკლა.
მტკივა, თუმცა ვუძლებ ტკივილს, რადგან ვთვლი, რომ "იმედი იქამდეა სანამ ერთ-ერთი ჩვენგანი არ მიებარება გამომშრალ მიწას".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent