იისფერი განთიადი-თავი პირველი
...ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ჩვენ, თინეიჯერებს ფეტიშებით სავსე გვაქვს ყოფა... ჩემი ფეტიში იისფერია... ყველაზე ემოციური მაშინ ვხდები იისფერს რომ ვხედავ... შიზოფრენიას გავს ყოველ ღამით, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა სრულიად მოწყვეტილი ვარ სამყაროს დაუსრულებლად ვოცნებბობ განთიადზე... საყოველთაო განთიადზე კი არა... ჩემს განთიადზე... იისფერით გაჟღენთილ განთიადზე... ფსიქოლოგებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან რომ იისფერის ფეტიში განსაკუთრებული მგრძნობიარობისა და სევდის ნიშანია... ... ხვალ ჩემი დაბადების დღეა... კიდევ ერთი წლით „დავბერდები“... სარკეში საკუთარი თავის ცნობა მიჭირს... ვუყურებ და არ მომწონს სახე რომ ღიმილით მაქვს გაჟღენთილი და ვერავინ, საერთოდ ვერავინ ამჩნევს თვალებიდან იისფრად გადმოღვრილ ემოციებს... ერთი შეხედვით ყველაზე ლაღი, უდარდელი ბავშვი ვარ... თუმცა, ყველაზე ემოციურ ინდივიდს ხშირად შიზოფრენიკსაც მეძახიან... ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ვცდილობ წინასწარ მოვემზადო ფიქრებისთვის გათენებისთანავე რომ დაიწყენებ ჩემს შეღრნას... ესეც ერთგვარი შიზოფრენიაა, ალბათ... ჰო, ყოველ წელს როცა ჩემი მეგობრები და ოჯახი დიდი სიხარულით აღნიშნავს დღეს როცა პირველი ტკივილი ვიგრენი, ანუ დღეს როცა ფილტვები პირველად გამევსო ჰაერით მეფიქრები მჭამს: ვინ ვარ ?! სად ვარ ?1 რა უნდა ვაკეთო როცა სრულწლოვანი გავხდები ?! ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყდა... ყოველ წელს როცა ჩემი დაბადების დღე უნდა გათენდეს თვალს არ ვხუჭავ... რატომ ?! ჩემი ფეტიში... ისტერიულად მჯერა იმის, რომ ერთხელაც, ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ჩემი დღე იისფერ განთიადად შემოიჭრება ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერს თავის ადგილზე თუარ დააყენებს სანუკვარ არეულობას მაინც მომიწყობს... ჩვენ ყველანი არსებათა გროვას წარმოვადგენთ რომელთა ერთ-ერთ მოვალებას წარმოადგენს შეავსონ სივრცეები სამყარო რომ მომაკვდინებელი მოწყენილოqბისგან იხსნას. თუმცა, ახერხებს კი ყველა ამას?! ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ თავად რომ სჭირდებათ სულის შემძვრელი მოწყენილობისგან შველა?! და მაინც, ჩვენ ადამიანები ქმნილებები ვართ ქალაქები რომ უნდა შექმნან და სამყარო ერთფეროვნებისგან დაიხსნან... მარტივად შეიძლება ითქვას, რომ სამყარო შეიქმნა არსებისთვის, რომელიც ცოცხალი გამოცანაა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანთა არსებობას ვერც გვირილა წარმოიდგენდა ვერც ის იისფერი განთიადი... შემდეგ კი ადამიანი შეიქმნა მისთვის შექმნილი სამყაროსთვის.... ბედის ირონიას გაქვს შეიქმნა სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შენს არსებობამდე შეიქმნა შენთვის. თუმცა, მე თუ მკითხავთ ყველაზე ღვთაებრივი რაც სამყაროში შეიქმნა იისფერია. განა იისფერი ყვავილები, მთვარე, კაბა ან რამე სხვა, არამედ თავად იისფერი მთელი თავისი არანორმალური სინაზითა და ზღაპრულობით... ... არ ვიცი როდის გავხდი ასეთი... როდის გავიხადე იისფერი ფეტიშად... ან როდის ჩავიციკლე ასე იისფერ განთიადზე... თუმცა ვიცი რომ მე თუ სამყაროსთვის რაღაც ფუნქციით გავჩნდი იისფერი გაჩნდა ჩემთვის... რეალურად მეც და თქვენც ვიცით რომ იისფერი განთიადი,რომელსაც ასე ისტერიულად ველოდები ყოველ წელს ერთი დიდი ტყუილია და წარმოადგენს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის უნარს... ყოველ წელს, როცა ფანჯრისკენ ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებ, სანამ სარკმელს შევაღებ იმის დასანახად იწყება თუარა ჩემი დღე ჩემი სანუკვარი განთიადით კანკალი ამიტანს ხოლმე… ტრადიციად ქცეული იმედგაცრუების შიში... სადღაც სხეულის სიღმიდან იწყება ეს შიში და სანამ საწოლიდან ფანჯრამდე მივალ მდენად იზრდება და იმდენად ძლიერად მიჭერს ყელში თავის ბინძურ და შემზარავად შავ თათებს რომ სუნთქვა მიძნელდება... ყოველ ჯერზე, განთიადის იმედგაცრუების ჟამს სრული ქაოსი მეწყება სხეულში... ცრემლების ყლაპვით მივბობღდები ხოლმე საწოლთან და სხეულსა და გონებას ერთიანად ვთიშავ... წარმოვიდგენ ხოლმე როგორ მივაბიჯებ იისფერი განთიადით გაჟღენთილ ქალაქში სადაც უამრავი ადამიანი ირევა და მაინც ვერავინ ამჩნევს რომ იქ ვარ... იმასაც წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვიკარგები იისფერის კვალს გაყოლილი და როგორ არ მეძებს არავინ... ეს მხოლოდ ილუზიაა... სამოთხის ილუზია, რომელიც მე გამოვიგონო... გამოვიგონე იისფერი განთიადი, რომელიც ჩამყლაპავს... ყოველ ჯერზე დამპალი შავი განთიადი მაიძულებს ჩემს სამოთხეზე უარის თქმას და უკან დაბრუნებას... ჯანდაბა... მერე რა რომ ილუზიაა?! მერე რა რომ ჩემი განთიადი თავისი არანორმალურობით ჩემი წარმოსახვაა?! და საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს ოცნებას შიზოფრენია დაარქვან?! ოცნება ხომ არ არის დანაშაული?! მე მჯერა რომ სამყაროსთვის გავჩნდი, და მჯერა რომ სამყარო შექმნის იისფერს ჩემთვის... ყველაზე სანუკვარ განთიადს ქვეყნად... და მაშინ, მეორედ დავიბადები, ალბათ... თუმცა ყოველ ჯერზე, რეალურ, სამოთხეს მოწყვეტილი ვგრძნობ როგორ ფერმკრთალდება სურვილი და მოლოდინი სამოთხისერბური განთიადის... ალბათ ისეთი განთიადიც მოვა სრულიად რომ გამიქრობს რწმენას და ალბათ ისეთი დილაც გათენდება ყველა იისფერს რომ შავი საღებავით შემზარავს გავხდი... ... გილოცავ ჩემო თავო შავი განთიადით გაჟღენთილ საკუთარ იისფერ დაბადების დღეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.