შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი განთიადი-თავი მეორე


5-12-2020, 16:12
ავტორი მარიეტა
ნანახია 841

გვჩვევია ხოლმე ადამიანებს...
გამოვიგონებთ სამყაროს...
ჩვენს სამყაროს...
ზღაპრულ სამყაროს, ანუ სამყაროს, სადაც ჩვენი ფეტიში იმდენად ყველასი ხდება რომ საერთოდ აღარ აღიქმება ფეტიშად და შიზოფრენიად...
უკეთეს შემთხვევაში კი ვიგონებთ სამყაროს სადაც სამყაროსგან ბოძებული ჩვენი სანუკვარი ფეტიში თავად სამყაროს ფეტიშად წარმოგვესახება ხოლმე...
ვიგონებთ...
ამითი ვცოცხლობთ...
ვიგონებთ სამყაროს, რომელიც არ არსებობს, ან არსებობს სადღაც პარალელურ სამყაროში და ამითი ვცხოვრობთ სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია გაუაზრებლად ვიყოთ ბედნიერები და სანამ წლობით ნაშენები, ჩვენი ნაფერები სამყარო ზღაპრულობას დაკარგავს...
დასასრულს მიახლოვებულნი, როცა იძულებული გავხდებით რეალობას თვალი გავუსწოროთ და აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი რისიც ასე გვჯეროდა ტყუუილია, სამყარო რომელიც ასე გვინდოდა, ასე გვწადდა ჩვენი წარმოსახვაა რას ვიზამთ?!
რა გზას დავადგებით?!
ნუთუ შევძლებთ გზა გავაგრძელოთ ისე თითქოს...
სისულელეა...
არსებობს ჩვენი სამყარო....
...
გამოგიტყდებით და ზოგჯერ ფეტიშით გადაღლილს მგონია რომ იისფერი განთიადიც მე გამოვიგონე, ავიკვიატე და ისეთ სამყაროდ წარმოვიდგინე სადაც უყვართ და აღმერთებენ ინდივიდები განა ერთმანეთს, არამედ თავად იისფერს, ანუ ისეთ სამყაროს როგორიც არ არის, ან საერთოდ არსებობს კი განთიადი?! ჩემი განთიადი...
იისფერი გნთიადი...
სხეულში შემოჭრილი ფიქრები თითოეულ კაპილარს მოედებიან ხოლმე და გონებამდე ამოღწეულებს ვეღარ ვებრძვი...
ყველაფერზე ვფიქრობ ხოლე...
არა, მაპატიეთ, ყველაფერზე არა, მარტო იისფერზე ვფიქრობ...
ვფიქრობ ხოლმე, დაუსრულებლად ვფიქრობ და წარმოვიდგენ ზღაპრულად შემოჭრილ იისფერი განთიადის ღვთაებრივობას...
მერე საიდანღაც მოთრეული შავი ყველაფერს თავზე მანგრევს და იმაზე ვიწყებ ფიქრს რას ვიზამ თუ ერთ დღეს აღმოვაჩენ რომ არაფერია სამყაროში იმაზე დიდი ტყუილი ვიდრე ჩემი იისფერი განთიადი...
ნეტავ ფიქრის უნარი საერთოდ არ ქონდეს ადამიანს !!!!!
...
ბოლო დროს საკუთარი თავი გამოვიჭირე რომ იისფერი განთიადის ლოდინი თუ აქამდე დაბადების დღის ტრადიცია იყო ახლა ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს...
არ დაგიმალავთ და ცოტა მაშინებს...
თუმცა იცით?! შეგრძნებათა შორის შეგრძნებაა სანუკვარის მოლოდინი...
და მაინც რა დამპალია სამყარო...
ელოდები...
ელოდები...
და მერე ის სწყეული სიშავე ძვალსა და რბილში გაატანს თავისი ყინვით...
ასე როგორ ხდება...
...
მე ჩემს კი არა სხვის სამყაროში ვცხოვრობ...
სამყაროში სადაც შიზოფრენიაა რაღაც სანუკვარზე ფიქრი...
სამყაროში სადაც ფეტიშს შიზზოფრენიას ეძახიან...
სამყაროში სადაც დაუსრულებლად შეიძლება ფიქრი სანუკვარზე...
და მეც უბრალოდ ვოცნებობ და ვფიქრობ...
ფეტიშით გაჟღენთილ სამყაზროში დრო ძირითადად წერით გამყავს და ვინ იცის იქნებ ერთ დღესაც იმაზე დაგიწეროთ, რომ თვალები სანუკვარ განთიადში გავახილე....

***
ფიქრი რომ ყველაფერზე შეიძლება ეს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობში ვისწავლე...
იმასაც ღრმა ბავშვობიდან მასწავლიან ყველაფერი, რომ არ უნდა ვთქვა...
არ შეიძლება ყველაფრის მხილებაო ამბობენ და მეც ვიგონებ...
...გაფეტიშებულ იისფერზე ფიქრის ყოველდღიურ რუტინად ქცევამ შეცვალა რაღაც, ანუ ახლა ყოველდღე შემოიჭრება ხოლმე იმედგაცრუება თავისი შავი თითებით ჩემში და და ყველაფერს ურევს...
ვგრძნობ როგორ მისუსტდება მუხლები...
ვფერკრთალდები...
სურვილი იკლებს...
ოცნებასაც ნელ-ნელა უკვე თავს ვარიდებ...
საკუთარ თავს ვტოვებ და ვიქმნები სხვად...
თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჯერზე ყოველდღიურობა მარწმუნებს რომ ყველაფერი მე გამოვიგონე ტყუილია, ყველაფერი რასაც ასე ველოდები მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა, მაინც არ ვწყვეტ ლოდინს...
ვინც მიცნობს იცის, რომ ფარ-ხმალის მარტივად დაყრა არ მჩვევია...
ვიბრძვი ხოლმე, მაშინაც კი როცა უკვე წავაგე, დავმარცხდი...
ახლაც ასეა...
ესეც ერთგვარი შიზოფრენია მგონია, ელოდო იმას რაც იცი რომ მხოლოდ შენი წარმოსახვაა...
...
გუშინ რატომღაც, ჩემდა უნებურად და მგონი ბავშვობის შემდეგ პირველად, შუა დღით დამეძინა...
ყველაზე სანუკვარი ძილის ამბავი უნდა მოგიყვეთ...
გრძელი, ვეებერთელა სივრცე...
ღრმა...
გვირაბისებური სივრცე და მე...
სამყაროს ხმები გამაბრუებლად რომ ზუზუნებდნენ...
აქა-იქ ვარსკვლავისებურად ციმციმებდნენ უცხო სხეულები იქნებ ვარსკვლავებიც კი)...
იმაზე ზღაპრული აღმოჩნდა იისფერი სივრცე ვიდრე მე მეგონა...
შევიგრძენი ჩემი სივრცის სიკაშკაშე მთელი თავისი არანორმალური ზღაპრულობით...
და თვქვენ გინდათ, რომ ფიქრი შევწყვიტო...
და თქვენ, ვისაც არც ფეტიში გაგაჩნიათ...
არც სტიმული...
არც მოლოდინის მიზეზი...
მე მეძაღით შიზოფრენიკს...
თქვენ, ანუ ისინი ვისაც არაფერი გაგაჩნიათ ქვეყნად ისეთი ღირებული მასზე დაუღალავი ოცნება სიამოვნებას, რომ განიჭებდეთ მე მეძახით შიზოფრენიკს...
ჭირსაც წაუღიხართ ყველა...
მე გავჩნდი სამყაროსთვის...
და სამყაროში იისფერი შეიქმნა ჩემთვის...
ამას ვერ შეცვლით...
და მაშინ, როდესაც ჩემი სანუკვარი განთიადი დადგება ღიმილით გაჟღენთილი ყველას მოგიყვებით რაოდენ დიდი სიამოვნებაა შემზარავ შიშავეს თავი ღვთაებრივი იისფერით დააღწიო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent