კონტროლი
მახსოვს მახსოვს !!! ვიღვიძებ:არ ვდგები.ვაცნობიერებ გამოღვიძებიდან რამოდენიმე წამით სხეულის სიმსუბუქეს და ვწუხვარ,რომ ამ 70 კილომდე ატომების გროვის თრევა,როგორღაც დავიმსახურე.ნელ-ნელა და საგრძნობლად შესამჩნევად შევიგრძნობ სიმძიმით ავსებას,რომელიც მიწაზე მაჩერებს.ვგრძნობ დაძაბულობას რომელსაც არანაირი მიზეზი არ გააჩნია გარდა მემკვიდრეობით მიღებული არასასრუველი უნარის.სხვა,კიდევ ძალიან ბერ სხვა არასასურველ უნარებთან ერთად,ვცდილობ შევეწინააღმდეგო ყველა სურვილს,ფეხზე დადგომის სურვილს.ვიცი...მართლა ვიცი,ეს სრული უაზრობაა.მე ისევ მივუბრუნდები,ადრე თუ გვიან მაინც მომიწევს გათიშვა და ამ გათიშვისთვის მზადებას ვიწყებ.მაქსიმალურად ვიწვევ კონფლიქტს,შეხლა-შემოხლას რომელიც ჩემი რწმენით მაძლევს ენერგიას,რომელიც როგორც ყოველდღიური ქმედებების განსახორციელებლად,ასევე ყოველდღიური გარდაცვალების შემდგომი არსებობისთვის მჭირდება.უკვე არასასიამოვნო შეგრძნებებს ვაგემოვნებ.მე შემიძლია მთელი ეს ტანჯვა წამში დავასრულო,უბრალოდ ავდგე.მაგრამ ამას არ ვაკეთებ,ამის სანაცვლოდ ვაკვირდები ! შევიგრძნობ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში გაჩენილ დისკომფორტს.,მე ისევ ვწევარ და ველოდები უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებების ტრანსფორმაციას.აი დაიწყო.ტანჯვა ხან სიამედ გარდაიქმნება ხანაც ის უბრალოდ ტანჯვაა.ვამბობ,დაე იყოს ასე.ცხოვრების დელიკატესების ღირსი მაშინ ხარ თუ ცოტახნით უსიამოვნო სუნის შეგნებულად შესუნთქვა შეგიძლია-მეთქი.ვწევარ,სხეული არ მემორჩილება.ის იწევს ასადგომად.საკუთარ თავს ვეუბნები ამას რატომ ვაკეთებ ? რატომ მტანჯავ ! და ჰოპ,იწყება ჩემი შიზოფრენია.როდესაც გაიგივების უდიდესი სურვილი მეჯახება,გაიგივების,საკუთარ ფიზიკურ სხეულთან.მაშინათვე იღვიძებს ჩემში რწმენა,რომ მე არ ვარ ეს საცოდავი სხეული ამავე დროს არ ვარ ის პიროვნება რაც გარემოპირობების შედეგად ფორმირდა.მე ვიცი რომ კიდევ რაღაც სხვა ვარ ! მე ვიცი,რომ ჩემი პიროვნება შედეგია.და მე ვამბობ... ეს საბოლოო შედეგია ?! "არა" თვალებს ვახელ:ჭერი ! რა არის ეს ? ეს ჭერია:ხო მართლა,მაგრამ ეს ჭერი ამ რეალობის შემადგენელი ნაწილია ! მეუბნება რაღაც და თავს მიქნევს.უცბად როდესაც ჩემი ეს ტანჯვა მიმდინარეობს ჩემი აზრები საოცარ ხარისხს აღწევენ."ისადა.... ეს რეალობა საბოლოოა ?" არა,სრული სიზუსტით,თვითრწმენით ვამბობ,რომ არა ! ეს საბოლოო რეალობა არ არის.ფიზიკური სხეულის ტანჯვით გამოწვეულ ამ აზრების მორევს,მხოლოდ მაშინ ვტოვებ,როდესაც უკვე საკუთარ თავში მაქვს უეჭველი რწმენა,რომ მე შემიძლია ამის კიდევ დიდი დროით გაგრძელება.თუმცა ეს დასაწყისში უფრო ხშირად ხდება,მაგრამ ვიცი,რომ ეს საკუთი მანიპულაციების შედეგია და დასაწყისში არ უნდა ვენდო საკუთარ "არსებას" მე შევიგრძნობ საკმაოდ დიდი დროის შემდეგ,იმას,რომ ჩემი ფიზიკური სხეული რომელიც ჩემი არსების ნაწილია,უკვე ჩემია ! ის მე მეკუთვნის და არა პირიქით.კიდევ ერთხელ გავიმარჯვე,ვდგები,ჰაერზე გავდივარ.ვუყურებ ჩემს ეზოს და ამ ეზოში მყოფ უამრავ ყვავილს.ისინი იმდენნი არიან...ვსუნთქავ ღრმად და მშვიდად,შევიგრძნობ ფიტლვებისა და მუცლის ჰაერით ავსებასა და დაცლას.თვალები რომლებიც სრულიად უმიზეზოდ აქეთ იქით "მეცეცება" ვხუჭავ მათ.ვიხსენებ იმას,რომ მთელი მარილი თვითკონტროლშია.კიდევ ერთი ღრმა ამოსუნთქვა.ვახელ მათ და ვირჩევ ყვავილს,ვაშტერდები,ახლა კი ჩემს შეძენილ უნარს რომელსაც "უმოძრაო-მზერას" ვუწოდებ,ვიყენებ და ყველა პროცესთან ერთად ვუსმენ ჩემს არსებაში მიმდინარე ლაქლაქს.ფიქრები რომლებიც ბზუიან ვხვდები,რომ ეს ავტომატურია.ვუყურებ და უკვე ვხვდები,რომ ვაკვირდები ავტომატურად.ვლაქლაქებ ავტომატურად და სუნთქვის პროცესსზე დაკვირვებაც სრულ ავტომატურობაში გადამდის.და როდესაც ამას ვაცნობიერებ ვყვირი "გაიხსენე" ეს ჩემი მანქანაა ! მე მასსში ვარ გამოკეტილი და არ მივცემ უფლებას ამდენ ზეგავლენას,რომ მმართონ-მეთქი.ხედვას შეგნებულს ვხდი,სუნთქვის პროცესზე დაკვირვებას თავიდან ვიწყებ.სრული შეგნებით.ჩემს ლაქლაქს მიმართულებას ვაძლევ.სრული კონტროლით,მთელი აზრებით ვკონცენტრირდები აი იმ ყვავილზე.ვაკვირდები.ვფიქრობ მხოლოდ ამ მცენარეზე და ყველა სხვა დანარჩენ,ასოციაციებსაც კი,რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს აზრებთან მათაც კი არ ვაძლევ,უფლებას რომ შემოვიდნენ.არაფერი არ მახსოვს,არ ვიცი ვინ ვარ და აღარ ვიცი სად ვარ.დაახლოებით 15 წუთიანი ამ მაგიური ქმედების შედეგად,შევიგრძნობ ყოფნას ! საკუთარ ყოფნას.საკუთარ ამ მძიმე სხეულს,საკუთარი ყოფნის მიმდინარეობას სრული შეგნებით ვაცნობიერებ.არსებობის მიმდინარე პროცესს.ქრება დრო,და არ არსებობს მომავალი.კონცენტრაციის ამ მცირე ხარისხის უნარს,ვწყვეტ ! აღარ ვფიქრობ.მე ვარსებობ ! მე ვხედავ ! მე მესმის !.არ ვიცი რამდენი ხანი გადის,შინაგან დუმილში.საგრძნობლად შევიგრძნობ ენერგიის ხარჯებს.ამ ჩემთვის ჰარმონიულ მდგომარეობას შეგნებულად ვწყვეტ.მცენარეს,რომელიც ჩემი მზერით არის გართული გასართობს ვართმებ და მას ცისკენ მივმართავ.აი ამ სურათის დანახვაზე,როგორღაც ირთვება რაღაც,რაც მაიძულებს კვლავ თავიდან,მხოლოდ ახლა სურათებით გავიაზრო საკუთარი არსებობა ამ მომენტში.ჩაირთო დრო ! და უმოძრაობაში მყოფ,წარსულის ჩემს თავს წამით ვიხსენებ ხოლმე.სულ რაღაც 10 იდან 15 ამდე წუთს ვუთმობ,სხვა,მეორე სამყაროში მომხდარი ამბების გახსენებას.ვიხსენებ ! მახსოვს,მახსოვს ყველაფერი.ისე მახსოვს როგორც ნებისმიერი სასიამოვნო თუ არასასიამოვნო დღე თავისი ყველა დეტალით.ვიცი ასე რატომაც ვიქცევი და განვაგრძობ...აი ცა,აი ჩემი ეზო,მე ფხიზელი ვარ ! ავღნიშნავ ამას.აი სამყარო.აი ეს დამპალი მყარი საგნები ! პატარა ვიდეო რგოლივით ვიაზრებ იმას,რომ სამყარო ჯერ სწორედაც,რომ ენერგიების სამყაროა და შემდეგ მყარისაგნების ! ეს აზრი ძალას მაძლევს.რწმენა,რომ ეს საბოლოო რეალობა არ არის მე კიდევ უფრო ბედნიერს მხდის.გავდივარ ქუჩაში.ხალხი...მე ისინი საერთოდ არ მაინტერესებენ.ამ დაგეგმილი სერიონობის დროს ყოველთვის ვახდენ,გუშინდელი ან რომელიმე დღეს მიღებული ფაქტების ხელახლა კონსტანტირებას,მაგრამ კონფლიქტს არ ვწყვეტ.ვიწყებ მათზე დაკვირვებას.ისინი მიდი მოდიან,ისეთი სახეებით დაეხეტებიან,პირდაპირ შემიძლია ვთქვა,ისინი მხოლოდ თავიანთი ყოფის ერთ შესძლებლობას იცნობენ,სხეულს.ისინი ნაღვლიანები არიან...ვდგავარ ისე რომ ჩემს არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.არ ვარსებობ ! ვიყურები:როდესაც ადამიანური ყოფის,ამ გაუბედურებულ რიტმსა და წესებს კვლავ ერთხელ,სრულად გადავხედავ თავიდან,და კვლავ ერთხელ ვუმტკიცებ,სრულიად ნამდვილი,სწორი ლოგიკური მსჯელობის ხარჯზე,რომ დიახაც ვიღაცას უმართლებს ვიღაცას არა-მეთქი.უცბად მნიშვნელოვნების შეგრძნება,რომელსაც ვებრძვი და ვერ დამიმარცხებია,რამოდენიმე წამით იღვიძებს და საოცარ შეგრძნებებს მთავაზობს.მაგრამ ვინაიდან ვიცი,რომ ეს ენერგიას მართმევს და უნდა შევწყვიტო ეს.და საერთოდაც რატომ არ ვაკეთებ იმას,რაც მინდა,რომ ნამდვილად გავაკეთო და გავიქცე ამ ციხიდან-მეთქი.ვიწყებ საკუთარი თავის კრიტიკას.ისეც ხდება ხოლმე,რომ დაძაბულობის უმაღლეს ხარისხს ვაღწევ და ძალიან ბევრჯერ ლამის ჭკუიდან შევშლილვარ.მაგრამ არასდროს ვაჩერებ ამ პროცესებს.ჭკუიდან შეშლა ?! ,მეტი რაღა უნდა მოხდეს.სად მიდის ეს ხალხი ? რატომ არიან ასეთი სერიოზულები.ვასრულებ ქუჩებში ხეტიალს.უბანში ვბრუნდები,მეზობელი გარდაიცვალა.ვწუხვარ ! ვწუხვარ,მართლა ვწუხვარ.წამით ვჩერდები და საკუთარ თავს რჩევებს ვაძლევ.არ მისცე მათ ენერგია ! არ გაიგივდე მათ გარეგნულ გამოვლინებებთან.მუცელს ვჭიმავ,ხელებს დაბლა ვუშვებ,მზერას რბილსა და სასიამოვნოს ვხდი.შევდივარ ! ვასრულებ არანორმალური ადამიანების ფორმალურ ვალდებულებას და ყველასთვის შესამჩნევად ჩემი რბილი მზერით ვუზიარებ ,ოჯახის წევრებით დაწყებულ ყველა იქ მყოფ არსებას,რომ ვწუხვარ ! ისინი ხედავენ ჩემს წუხილს,მიყურებენ და არასწორ თავთავიანთ მნიშვნელობას აძლევენ ჩემს მოქმედებას.მაგრამ მე მართლა ვწუხვარ ! ვწუხვარ მათზე ! და არა გარდაცვლილზე.მე მას ვიცნობდი და მას ადრე თუ გვიან მაინც ჩაითრევდა სამყარო,ახალი შემდგომი ევოლუციის გასაგრძელებლად.რამოდენიმე წუთით ვჩერდები:შემოქმედო ! ? რა უქენი მას.პროტესტის სახით ვუხმობ ხოლმე.მაგრამ მე ვიცი ის არაფერ შუაშია.მე იმასაც კი ვფიქრობ,რომ ყველაფერს რასაც ადამიანი ხედავს ყველა ფორმას,რომ თავად ადამიანის მიერ აქვს მიცემული ყველა ხატი რაც არის და როგორიც არის.იმის მჯერა,რომ წუხილი ადამიანური სენია.ხოლო სიცოცხლის მდგომარეობის შეუფასებლობის გამო,ღირსნი სიკვდილის და სამუდამოდ გაქრობის.მთავრდება ყველაფერი.სახლში მივდივარ.არა,ვჩერდები იქ არაფერი მესაქმება და ჩემს არსებაში უდიდესი კონფლიქტები კვლავ მიმდინარეობს და ამას ახლა ემატება კიდევ ერთი.რომელიც ადამიანურ ენაზე სიგიჟეა.მთაზე ადი ! მიჩიჩინებს რაღაც.მე ვიცი იქ რაც მინდა,მაგრამ ამის ახლა გაკეთება ? სახლთან ვარ.დიდი გზის გავლა მიწევს.არა ! თვითუარყოფას განვაგრძობ და მივდივარ.ყველაზე მაღალ მთას ვასკდები და დაბლიდან ვეუბნები.მოვედი !.მე უკვე მთაზე ვარ და სიგარეტიც თან მაქ და აი რა დრო გავიდა არ მომიწევია.ვიწყებ მოწევას.ჩემს წინ მთელი თბილისი ჩანს.პირველი ნაფაზი,ვიხსენებ ყველაფერს,მეორე ნაფაზი,საკუთარი თავის სრულ აღქმას ვიბრუნებ.მესამე ნაფაზზე კი უბრალოდ საკუთარი თავის განადგურების ამ უნარს ვაკვირდები.მორჩა ! ვაფათურებ ოკეანეში ხელებს და ვეძებ აზრებს რაც მართლა გამომადგება ! ყველაფრის მიუხედავად,რაც ხდება დღეს ჩემს თავს,ვეძებ კვლავ რაღაცს.ვეძებ ვეძებ ! უცბად,სიცივეს ვგრძნობ,შინაგან საუბრებს ვწყვეტ და მიხარია ! აი ახლა რაღაცას მივაგნებ.აი ახლა,ვზივარ და ველი.არაფერი არ ხდება ! მთელი ქალაქი თვალწინ მაქ და ყოველთვის ვიცი,რომ ხშირად იმას არ ვაკვირდები რასაც უნდა ვაკვირდებოდე.ვუყურებ ქალაქს,მზერას ვწყვეტ და ცას ვაპყრობ.ვიწყებ აზროვნების აპარატის ამოქოქვას.შემდეგ საკუთარი ფეხებისკენ გადამაქვს მზერა,აი ჩემი ხელი.და აი ქალაქი,ქალაქი ,ცა ,ჩემი არსებობა.ქალაქი ცა,ჩე... უცბად ჩავყინთე კიდეც.ჩემი დღე ! და მე მესმის,აღარაფერს ვფიქრობ,აღარ განვიხილავ არაფერს,ვწყვეთ ფიქრს და შინაგანი დუმილით ვკავდები,ჩემი დღე ! უბრალოდ შევიგრძნობ,იმას რომ ეს სამყარო მეც ჩამყლაპავს.ვზივარ და ცივა,ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდე,თორემ... არ გამომდის.დაე იყოს ასე.ტანჯვა რომელსაც საკუთარ თავს შეგნებულად ვუვლენ,მთელი არსებით შევიგრძნობ.ვგრძნობ როგორ მისუსტდება სხეული,ნელ-ნელა ძალა მეცლება.მაგრამ არ ვდარდობ.რამდენი ხანია რაც აქ ვარ !? ბავშვური ინტერესით ვკითხულობ,თუმცა სრულიად უმნიშვნელოდ.მთიდან ჩამოვდივარ ხიდზე,ვჩერდები.წყალი... ვაშტერდები მის მოძრაობას.მხოლოდ წინ ! მხოლოდ წინ ! და სახლში ვბრუნდები.წყალს ვადუღებ:ჩაი თუ ყავა ! სინადმვილეში არცერთი.თუმცა ყავას ვირჩევ,გავდივარ ეზოში და მხოლოდ ცას ვუყურებ.შევიგრძნობ ყავის ამ თავისებურ სურნელს,რომელიც ან არის სასიამოვნო ან არა ! და სწორედ ეს სურნელი მეხმარება,გავიაზრო ის თუ რას ვუყურებ.ცა... სივრცე,ხილული და უხილავი,როგორ იქმნება ეს ყველაფერი ! დღემდე ვერ გავარკვიე.აი ჩემი ფისო.შემოქმედო,გმადლობ ! რომ სხვა გარეგნული ცოცხალი ფორმებისგან განსხვავებით სახედ შენად შემქმენი.ვწუხვარ ! ვიცი,რომ ჩემს დემონებს ვერ გავექცევი,ამიტომაც ფისოს ვაშტერდები.მას აქვს უფლება მოიქცეს ისე როგორც სურს,და ჩემს წინ მაგიდაზე ზის,რაღაც საოცრად ელეგანტურად გამოიყურება.ზის და მიყურებს.მეც დაკვირვებით ვაკვირდები.თითქოს ჩემში ჩახედვას ცდილობსო და მეც არ ვუშლი ხელს,მაგრამ უცბად,თავმომწონედ მზერას მაშორებს და თავს მარჯვნივ ატრიალებს.კუდს უყურებს,შემდეგ გასუფთავების ამ ჩვეულებას რომელიც მემკვიდრეობით ერგო,ჩემს წინ იწყებს და უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ცოტახნით დავისვენო.დაღამდა.ახლა ერთადერთი რაც დამრჩენია ეს არის,მთლიანი დღის გადახედვა.თავიდან ბოლომდე გადავხედავ ხოლმე,ჩემს განვლილ დღეს,თავისი შეგრძნებებით და ეს გავს სხეულის მოწყვეტის გარეშე მიმდინარე სიზმარს.რახანია მეძინება,მაგრამ თუ კი ამას ვიზავ,გამოვტოვებ იმას,რისთვისაც ვიბრძვი-მეთქი.ვამბობ ამას და შეგნებულად იმ დრომდე ვფხიზლობ,სანამ არ ვრწმუნდები იმაში,რომ ჩემი გადასვლა ახლა შედარებით მარტივი იქნება,სხვა მეორე სამყაროში.ვწვები.ხელებს შეგნებულად გულმკერდზე ვიწყობ.ვადუნებ სხეულის ყველა ნაწილს,რომელშიც დაძაბულობას ვაცნობიერებ.და ველოდები.მხოლოდ ვსუნთავ,ვაკვირდები სუნთქვის ამ უწყვეტ პროცესს,როგორც რაღაც ახალს.ვცდილობ სიფხიზლეში გამომუშავებული დაკვირვებისა და საკუთარი თავის აღქმის უნარით მოვწყდე ამ სამყაროს.და ეს ყოველთვის არა,მაგრამ მაინც უკვე საკმაოდ ხშირად და კარგად გამომდის.ეს ხდება წამში.სხეული ვიცი,რომ სადღაც შორს რჩება,და ჩემს წინ არსებული შავი კედელი ინგრევა და მე ვიწყებ ახალ ხედვას,ახალს,უფრო მკაფიოსა და საოცრად განსაკუთრებული ფერების მქონე სამყაროს აღქმას.აქ მიმდინარე მოვლენები ერთი შეხედვით გავს,ჩემს ჩვეულ სამყაროს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ ეს ჩემ სამყაროში არ ხდება.ვხედავ და მესმის ყველაფერი,სუნთვქვა ? სუნთქვაა...! აქ განსხვავებულია სუნთქვის პროცესი,უფრო დიდებულად ხდება ეს.და ჩემი არსება გრძნობს ამას მე კი ვარჩევ მას.ახლა დანამდვილებით ვიცი,რომ ვხედავ და მესმის სადღაც სხვაგან.მე მახსოვს ჩემი თავი,საერთოდ არ ვცდილობ მიმდინარე პროცესებში ჩარევას.ამის ძალა არ მაქვს ! ამიტომ ისე ვაკვირდები ყველაფერს,როგორც ჩემს მძიმე,ყოველდღიურ სამყაროში.ძალიან საინტერესო სცენებისა და მოვლენების ნახვის შემდეგ,ვცდილობ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილი შევათვალიერო.ვხედავ,ვხედავ,მაგრამ ის ჩემი არ არის ! ვგრძნობ ამას და სიზმრის ყურადღებას მაქსიმალურად ვძაბავ,რომ ყველაფერს გავექცე და ახლა იმ მდგომარეობას მივაღწიო რომელც ასე ძალიან მიყვარს."უფორმობას"სულ რამოდენიმე წამით მაინც ! და ამას ვახერხებ.როგორც საათის ისარი გადადის წამიდან წამზე,ეს ასე ხდება,ეს ვარ ?! ეს უსხეულო და უფორმო რამ ვარ ?! ჩემი სხეული...და ახლა აქ მე ! ვიწყებ ზუსტად იგივენაირად აზროვნებას,ოპერაციებს,როგორც ეს სხეულში მიმდინარე შინაგანი ლაქალისას ხდება. და უცბად ვიყენებ ჩემს უნარს,რომ გავჩუმდე.ვგრძნობ იმას,რომ უბრალოდ ვარ.უფორმო ვარ ! არც მასა და არაფერი მსგავსი არ არსებობს.სიმსუბუქე ? ესეც არა.უფრო რაღაც სხვა რასაც ვერ ვიძახი და ვხვდები,რომ ვსიო ! მორჩა ძიება.აი ახლა მე ნამდვილად ვარსებობ.როდესაც ენერგია სრულიად მეცლება,მოვლენები იმდენად არაკონტროლირებადნი ხდებიან,რომ ნებისმიერ რამ რასაც აღვიქვავ და მესმის,ერთმანეთში იზილებიან.იქმნება ქაოსი,იმ სამყაროსგან რომელშიც მე ვარ,და რომელშიც უდიდესი ჰარმონია სუფევს.თუმცაღა ვიცი,რომ ესეც არ არის ! იმ სამყაროს რომელსაც მე ვსტუმრობ,ჩემს შიგნით არსებობს და სწორედაც რომ ამიტომ აქვს ჩემი ყოველდღიური სამყაროს ფორმა.მაგრამ მასზე გაცილებით მომხიბვლელი და სასიამოვნოა.როდესაც იწყება ამოყვინთვა და ვიღვიძებ.სხეულის სიმსუბუქეს შევიგრძნობ,მე ვიცი,რომ ეს 70 კილომდე მასაც,ენერგიაა.და სრულიად ნათლად ვიაზრებ საკუთარი სიმძიმის მიზეზებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.