შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადის ქილა


24-12-2020, 18:27
ავტორი თ. ა.
ნანახია 967

(სახსოვრად ნინა ტერიკოს თამილა აბაშიძისგან)

-უკაცრავად. ბოდიშს ვუხდი გამვლელს, რომლესაც როგორღაც მხარი გავკარი. ისევ ვაგრძელებ ჩაფიქრებული გზას და გონებაში ვავლებ თვალს საყიდელი პროდუქტების სიას. ვფიქრობ საკმარისი თანხა მაქვს, თუმცა მინდა ბავშვებსაც წავუღო რაღაცეები. ვერ ვანებივრებ ხშირად ტკბილეულით, არადა მინდა გახარებული მომლოდინე თვალებით, რომ შემომესევიან ფეხებზე და დეიდას და დედას ძახილით მეხვევიან მინდა ხელს უკან დამალული მქონდეს ბევრი ტკბილეული და სიამოვნებით ვუყურო მათ გაბრწყინებულ სახეს და დაუსრულებელ ტიკტიკს.
-გოგონა...მხარზე ხელის შეხებით მატრიალებს უცნობი. ის ადამიანია, რომელსაც წეღან შემთხვევით მხარი გავკარ.
-დიახ? ვპასუხობ დაბნეული და ველოდები მიზეზს თუ რატომ მაჩერებს.
- ეს თქვენ დაგივარდათ მეუბნება წყნარად და სახეში მიყურებს. ერთ ხელს ხელში მავლებს და მუჭს მაშლევინებს, მეორე ხელით კი 20 ლარიანს მიდებს ხელის გულზე. მე მოულოდნელი ქმედების გამო რამოდენიმე წამით ვდუმვარ, თუმცა მახსენდება რომ მხოლოდ 3 ცალი 10 ლარიანი კუპიურა მიდევს ჯიბეში და სადღაც 2 ლარამდე ხურდა ფული.
-არა. ვეუბნები უცებ. -ჩემი არ არის. მხოლოდ 10 ლარიანები მაქვს. ვამატებ და ფულს ვუბრუნებ. გზას ვაგრძელებ, მერე უცებ ვტრიალდები, ისევ იქ დგას და მიყურებს.
-მადლობა. ჩუმად ვამბობ ისე, რომ მეც ძლივს მესმის თუმცა ვხედავ მიღიმის. ანუ გაიგონა რაც ვუთხარი. მიხარია ისევ ვაგრძელებ გზას. სუპერმარკეტში საკმაოდ ხალხია. ამიტომ სწრაფად ვავლებ ხელს ყველაფერს და დახლთან მიმაქვს სადაც არც ისე დიდია რიგი. მალე ჩემი რიგიც მოდის 4 ცალ საღეჭ რეზინს და მარილიან ჩხირებს ვამატებ. რაზეც ხურდა ფული მყოფნის. მთელ ფულს ვხარჯავ და დატვირთული გავდივარ მარკეტიდან. გასასვლელში ვიღაც მეჯახება და უცებ გარბის გარეთ, ისე რომ თვალის შევლებას ძლივს ვასწრებ. ისეთი მანტო აცვია როგორიც წეღანდელ ახალგაზრდას. გონებაში იმ ბიჭის ფიგურას ვიღდგენ და მახსენდება, როგორ ეცვა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი თუმცა ერთხელ ნახვის მიუხედავად გარეგნულად ძალიან ჰგავს. ფიქრებში გართული მალე ვბრუნდები შინ. კარებში ბავშვები მხვდებიან. როგორც ჩანს გაიგეს ჩემი მარკეტში გაპარვის ამბავი და ახლა დარაზმული დამხვდნენ.
-დეე... დეიდა... მესმის ბავშვების წივილი და ყველანი ერთად მესევიან.
-მოგვიტანე რამე? მეკითხება ჩემი ერთერთი ტყუპისცალი დიშვილი.
-კი მოგიტანეთ და მოგცემთ ბავშვებო ახლავე. მათთან ერთად ვაგრძელებ გზას და პარკებს დახლზე ვაწყობ. ფრთხილად ვალაგებ სურსათს პარკებიდან და მოულოდნელობებისგან სუთქვა მეკვრება.
-ღმერთო... ვამბობ და ხელებს სახეზე ვისვამ.
-რა ხდება პლედ შემოხვეული ჩემი და და დედაჩემი მადგებიან თავზე.
-დაგავიწყდა რამე? მეკითხება ჩემი და.
-არა. ვპასუხობ და უხმოდ ვალაგებ ისევ ყველაფერს. ჩემ ნაყიდ ტკბილეულთან ერთად ვიღებ პატარა შოკოლადის ქილას, ჩაის კოვზებს და მივდივარ ბავშვებისკენ რომლებიც ყავის მაგიდის ირგვლივ პუფებზე დამსხდარან და მელოდებიან. ყველაფერს ვაწყობ და ახლა თეფშების ასაღებად ვბრუნდები...
-დედი მეხვევა ჩემი შვილის წვრილი მკლავები წელზე. მეც ვხვევ ხელებს და ლოყაზე ვკოცნი.
-მადლობა რომ გვიყიდე. ძალიან მიყვარხარ და ისევ ბავშვებს უერთდება. ბავშვებს თავიანთ წილს ვუნაწილებ თეფშებზე და ვბრუნდები სამზარეოში. დედაჩემი და ჩემი და ისევ გაკვირვებულები მოყურებენ. ელიან როდის ამოვიღებ ხმას.
- შოკოლადი არ მიყიდია ვამბობ წყნარად.
- რა? ამბობს ხმა ჩავარდნილი დედაჩემი.
-არც მომიპარავს ვამბობ სიცილით, რადგან დედაჩემს გონია შემთხვევით გამომყვა. (არადა ვინ რას გამოგატანს, მაქსიმუმ დაგრჩეს ნაყიდი რაღაცეები და შეგინახონ ან არ შეგინახონ.) ვიღაცამ მარკეტიდან გამოსვლისას დამეჯახა და ალბათ მაგ დროს ჩამიდო პარკში, იმ პატარა შემთხვევასაც ვამატებ რაც გზაში გადამხდა.
-ალბათ ის იყო ისევ. გამოგყვა უკან და ჩაგიდო პარკში ისე, რომ არ მიმხვდარიყავი.
- ალბათ. ვპასუხობ მშრალად და გზის შემთხვევას ვიხსენებ. როგორ მივდიოდი და თან ვითვლიდი ხურდას ვანგარიშობდი მეყოფოდა თუ არა ტკბილეულობისთვის. როგორც ჩანს მართლა გაიგონა. აბა რას უნდა ნიშნავდეს ან პირველი შემთხვევა ან მეორე. თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი ნამდვილად ის პიროვნება იყო თუ არა.
საღამოს ყველა მშვიდად ვსხედვართ და ტელევიზორს ვუყურებთ. ამ დროს ჩემი და ხმამაღლა იწყებს კითხვას.
"დღეს მარკეტში საყიდლებზე შევედი ფული დამაკლდა და ერთმა ახალგაზრდამ მთლიანი თანხა გადამიხადა. მადლობა მის გამზრდელს ასეთი კეთილი რომ არის. არადა ისეთი თხელი და გახუნებული მანტო ეცვა." საკმაოდ ვრცელი ტექსტი იყო რომელსაც ჩემი და კითხულობდა ვიღაცის ფეისბუქ გვერდზე. თუმცა მე აღარ ვუსმენ.
ფეხზე ვდგები ხელში ცხელ ყავით სავსე ჭიქას ვიღებ და ფანჯარასთან მივდივარ. ქუჩას გადვყურებ სრული სიწყნარეა. ავტომობილები იშვიათად ჩნდებიან. მოულოდნელად სილუეტს ვხედავ. პურის სახობიდან პურით სავსე პარკებით გადის ავტომობილის უკანა სავარძელზე აწყობს პარკებს და კარს ფრთხილად ხურავს. ზურგითაა თუმცა ვცნობ და უცნაურად ვფორიაქდები. მოულოდნელად ვტრიალდები და ჩემს კაშნეს, რომლითაც წეღან ბავშვები თამაშობდნენ დივნის საზურგიდან ვიღებ, ფანჯრის კარებს ვაღებ და ვეძახი.
-ჰეი... მოვასწარ სანამ დაჯდებოდა მანამდე დაძახება. თავს ატრიალებს მალე მპოულობს თავლებით, ჯერ გაოცებული მიყურებს და მერე მიღიმის.
ხელს გარეთ ვყოფ და კაშნეს მისი მიმართულებით ვისვრი. სხარტად იჭერს და ყელზე იხვევს. ცერა თითს მაღლა აწევით მაჩვენებს. სწრაფად ჯდება თავის ავტომობილში და მიდის. ვკეტავ ფანჯარას ზედ ორთქლით სიკეთე-ს ვაწერ და ვბრუნდები ოთახში.



№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

გავთბი.. გავთბი და ცრემლიც მომერია <3
სიკეთეს სიჩუმე და მოულოდნელობა უხდება <3
უყურებ ასეთ ადამიანებს და გულს უხარია <3 სულ ერთი ბეწო ყურადღებამ შეიძლება გაგაბედნიეროს <3
მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3
მიყვარხარ შენ და შენი გულით მოძღვნილი საჩუქარი <3
ეს სიკეთუთ სავსე ჩანახატი ყოფილიყოს შენი კალმის დასაწყისი <3
<3

 


№2  offline წევრი მარტა პერესი

როგორი ძალიან ტკბილი იყო♡♡♡

 


№3  offline წევრი თ. ა.

ტერიკო74
გავთბი.. გავთბი და ცრემლიც მომერია <3
სიკეთეს სიჩუმე და მოულოდნელობა უხდება <3
უყურებ ასეთ ადამიანებს და გულს უხარია <3 სულ ერთი ბეწო ყურადღებამ შეიძლება გაგაბედნიეროს <3
მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3
მიყვარხარ შენ და შენი გულით მოძღვნილი საჩუქარი <3
ეს სიკეთუთ სავსე ჩანახატი ყოფილიყოს შენი კალმის დასაწყისი <3
<3



მადლობა შენ რადგან მომეცი ბიძგი ეს პატარა ჩანახატი გამეზიარებინა ყველასთვის და გამომეცად ჩემი თავი.
შენი ჩანახატი გახდა მიზეზი პატარა ოცნებისთვის ფრთები შემესხა.
სწორედ ამიტომ იმსახურებ ამ ჩანახატს.
მადლობა სტიმულისთვის და გვერდში დგომისთვის.
ნინა მიყვარხარ.

მარტა პერესი
როგორი ძალიან ტკბილი იყო♡♡♡


ძალიან დიდი მადლობა.
ეს ჩემი პირველი ჩანახატია და მიხარია თუ მოგეწონათ.
მადლობა თქვენ რომ წამიკითხეთ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მადლობა შენ რადგან მომეცი ბიძგი ეს პატარა ჩანახატი გამეზიარებინა ყველასთვის და გამომეცად ჩემი თავი.
შენი ჩანახატი გახდა მიზეზი პატარა ოცნებისთვის ფრთები შემესხა.
სწორედ ამიტომ იმსახურებ ამ ჩანახატს.
მადლობა სტიმულისთვის და გვერდში დგომისთვის.
ნინა მიყვარხარ.
______________

ულევი წარმატება შენ <3
ათმაგად მიხარია <3

 


№5  offline წევრი თ. ა.

მადლობა ნინა <3 <3 <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სიკეთე გადამდებია. გამიხარდა შენი სიახლის დანახვა. ბედნიერ ახალწელს გისურვებ. ყველა ოცნებისა და იმედია ასრულებას

 


№7  offline წევრი თ. ა.

murachashvili
სიკეთე გადამდებია. გამიხარდა შენი სიახლის დანახვა. ბედნიერ ახალწელს გისურვებ. ყველა ოცნებისა და იმედია ასრულებას


მადლობა ანა.
იმედია ყველას აგვისრულდება ჩვენი ოცნებები და მომავალი წელი სიკეთის მომტანი იქნება.
მადლობა რომ დამეხმარე სიახლის ატვირთვაში და შეფასებისთვის ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent