პესიმისტი 3
ცივად შემოვტრიალდი და უცნობის დანახვაზე დავიბენი -ვიცნობთ ერთმანეთს?-შევეკითხე და შუბლი შევჭმუხნე -ორი საათის წინ დერეფანში თავმოყვარეობა გადამითელე და მაგას არსებითი მნიშვნელობა აქვს? -ააა... შენ, ისს... -ჰო, ის...-მეუბნება და მშვიდად თავს მიკრავს-ეხლა მომისმინე,ხვალ, ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთანაც გამლანძღე, ბოდიშს მომიხდი-ამბობს და მიღიმის -მოიცა ვერ გავიგე?-მეცინება და თავს ვაქიცინებ-ჯერ ეს ერთი შენ დამეჯახე, ცოტაც და რეამინაციაში გადამიყვანდნენ მრავალმხრივი მოტეხილობით და ბოდიში მე უნდა მოგიხადო?-თავს მიქნევს-იუმორის გრძნობას ვაფასებ ადამიანში, მაგრამ ახლა მაგის დრო არ მაქვს-ვეუბნები და ვტრიალდები, ისევ მაჩერებს და ხმას უწევს: -არ ვხომრობ, მომიბოდიშებ იმისთვის, რომ ზედმეტი მოგივიდა და მეტყვი რომ ძალიან წუხარ, ან რაიმე მსგავსი-ამაზე თვალებს ვატრიალებ და აგრძელებს- იცი, მეგონა ამას ზედმეტი ძალდატანების გარეშე მოვაგვარებდით -მომისმინე ბიჭი-თვალებს ვჭუტავ და საჩვენებელ თითს უმისამართოდ ვამოძრავებ-შენ თუ გგონია რომ შემაშინებ მაგ შენი ჯერ კიდევ გაურკვეველი სურვილის ასასრულებლად, ძალიან შემცდარხარ, გაგიმეორებ, ალბათ შენამდე ხმა ვერ აღწევს, მომშორდი და კიდევ, ძალიან მაინტერესებს ძალით რის გაკეთებას აპირებდი? კუთხეში მიმიმწყვრევდი და დანით ფსიქიკას დამინაწევრებდი თუ კოჭებს დამიხვრეტდი? წინასწარ გამაფრთხილე, დაბალყელიან წინდებს ჩავიცვავ- სწრაფად ვტრიალდები და მანქანისკენ მივდივარ, გზაში ნათიას მზერას ვიჭერ და დაკითხვისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები, მანქანაში ვჯდები და ღვედს ვიკრავ -ჰეი გვრიტო, ახალი მეგობრები? -ჰო, ახალი, ტკბილი მეგობრები...ზედმეტადაც კი-ფიქრს არ ვაცდი და ქიდელის "ავოკადოს" ბოლო ხმაზე ვუწევ. ვამჩნევ ნათია მოთმინებიდან როგორ გამოდის, ცალი ხელით ხმის დაწევას ლამობს, არ გამოდის, თითებს ურტყავს და ხმას რთავს -შემთხვევით ფანჯარა ჩატეხე? -არა -შემთხვევით წაეტლიკინე მასწავლებელს? -არა -აბა კლასელები გალახე 'შემთხვევით'? -არა -ღმერთო აგინე?-აშკარად გაოგნებული მიყურებს, პირს აღებს და ლამისაა თვალები ბუდიდან გადმოუცვივდეს -არა- ვყვირივარ და შეურაცხყოფილი თვალებს ვუბრიალებ -აბა რა გულს მიხეთქავ, ყველაფერი რიგზე ყოფილა-ხუმრობის გარეშე მეუბნება და სიცილი მიტყდება. სახლამდეც მივაღწიეთ, გამოვიცვალე, სტორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და ჯიბიელის შესაძლებლობების გამოვლენა გადავწყვიტე,ოთახში ყველაფერი მივწი-მოვწიე და დავიწყე, დავიწყე აჭარულით, მერე სვანური, ოსური, ბიჭის პარტიასაც გადავწვდი და ხორუმის ილეთებით ოთახი დავზვერე, სალსა, ჯაივი და აბადონის მერე მოწყვეტით დავეშვი სავარძელში. დედას დავურეკე, ნახევარი საათის მუსაიფის მერე სკაიპი გავთიშე და საწოლზე წამოწოლიმა თვალები დავხუჭე, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ეზო, სახლი, თონეში გადაყუდებული ბებია, დედას მოდუღებული ფელამუშის სუნი და მისი ახირებული ორთქლის დენა, მდინარე, ბავშვები, საღამოს მეზობლის მსხლის ქვეშ შეკრებილი სამეზობლო, ბაბუას კაცმა არ იცის მერამდენედ მოყოლილი 90-ანების ისტორიები და კამათი იმაზე მართლა წავიდა თუ, არა ეს თაობა ხელიდან, ჩვენი სიცილი, და ყოველ შეკამათებაზე ბაბუას გამწყრალი თვალები, ბირჟაობები და უკვდავი ბურა და ჯოკერი...სახლის წინ აყვავებული ჟასმინის სუნი და მის გვერდით ვაშლი ხე, მამამ რომ დამარგვევინა...მამა...-თვალებს ვახელ, ღრმად ვსუნთქვა, ოთახის ჰაერი არ მყოფნის და გარეთ გავდივარ. ნახევარი საათის უმისამართოდ ხეტიალის შემდეგ მაღაზიაში შესვლა და ჩემი საყვარელი შოკოლადის ნაყინის ყიდვა გადავწყვიტე,მაღაზიიდან გამოსული პარკში შევედი, ნაყინი გავხსენი და ესაა უნდა ჩავკბიჩო, უცნობის მზერას ვაწყდები დაახლოებით 8 წლის ბიჭის ცისფერი თვალები მე მიყურებდნენ, მორიდებით, მოკრძალებით. შევამჩნიე შიგნით რაღაც როგორ ჩამწყდა და ნაყინი ძირს დავწიე, მტვერისგან ფერწასული, ალეწილი სახიდან კამკამა თვალები მომჩერებოდნენ. თვალებიდან მზერა განაცრისფერებულ თმებზე გადავიტანე, მერე ჩამოწელილ, ოდესღაც კრემისფერ მოსაცმელზე, გახუნებულ შარვალზე და ძირამძვრალ ფეხსაცმელზე. ბრაზი მომელია, ბრაზი საკუთარ თავზე, უპასუხისმგებლო მშობლებზე, ბრაზი მთავრობაზე და ქვეყანაზე, ბრაზი უსამართლობაზე, ახლა ხელში წითელი მანქანა უნდა ეჭიროს და უფროს ძმასთად ერთად პარკში უნდა დარბოდეს, ის კი დგას....დგას და მიყურებს...თითქოს რამეში თვითონ იყოს დამნაშავე... ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ მშობლების გარეშე, ბავშვები არ არიან სიყვარულის გარეშე აღზრდის ღირსნი- მისკენ მივდივარ, ვუღიმი, ვიხრები, ხელს თმებზე ვუსვამ, მეორეთი კი ნაყინს ვაწოდებ, მიყურებს, მადლიერი, გაბრწყინებული თვალებით, მაგრამ ნაყინს არ მართმევს, არ ვეშვები და ხუთი წუთის შემდეგ ვხედავ როგორ მიდის, სახე ჩემსკენ აქვს შემობრუნებული, მარჯვენა ხელი მაღლა აუწევია და მიქნევს, მარცხენათი კი ჩემს ნაყინს ჩაბღაუჭებია, კუთხეში უხვევს და ქრება მე ისევ ჩამუხლური ვარ, ვბრაზობ ყველასა და ყველაფერზე, თურმე რა ცოტაა რამაა საკმარისი ბედნიერებისთვის, ვამჩნევ ირგვლივ როგორ იბურება ყველაფერი და თვალები ცრემლებით მევსება, უკვე ეჭვი მეპარება ჩემს არაემოციურობაში და ამ თავხედ წვეთებს უკანვე ვაბრუნებ, უცებ ვიღაცის ხმა მაფხიზლებს და სწრაფად ვდგები, ვტრიალდები და უცნობის დანახვაზე ვიბნევი, მერამდენედ? -რამეს ეძებ?-მეკითხება და ცნობისმოყვარედ მიყურებს -არა მე... -კარგი, არ არის საჭირო რამე ამიხსნა-მეუბნება და მიღიმის, მეცნობა, სადღაც ვნახე, არასდროს ვუმადლოდი მეხსიერებას, მაგრამ ახლა მეტისმეტია, ვერ ვიხსენებ-სკოლაში შენი აზრი მომეწონა, მაგრამ თუ ეგეთი სკეპტიკური იქნები მსგავსი საკითხების მიმართ, კლასელებისგან მხოლოდ უსიამოვნო მზერით შემოიფარგლები- ახლა უკვე უფრო მეტ კბილს აჩენს და მახსენდება, სკოლა, კლასელები, ის ბიჭი, ჩემს გამოხტომას რომ გამოეხმაურა, ვაკვირდები, ვამჩნევ, რომ გარუჯული სახიდან შავი, მსხვილი წარბების ქვეშ შავივე თვალები იცქინებიან, მოზრდილი თმა უკან გადაუწევია, მაგრამ რამდენიმე ღერს თავისუფლების წყურვილი გაუღვივებია და ურჩად ეჩხირება წარბებში-გაბრიელი მქვია- ღიმილს არ იშორებს და ხელს მიწვდის, მეც იგივე ჟესტით ვპასუხობ და დასამშვიდობებლად მიზეზს ვეძებ, ჯიბეში რაღაც ბჟუის, ვიღებ და ლილეს სახელს ვკითხულობ, ჩემს სავარაუდოდ ახალ მეგობარს ვუბრუნდები და ვატყუებ -დედაჩემი მირეკავს, სახლში დამაგვიანდა, აბა კარგად- მემშვიდობება და ცხოვრებაში პირველად ვარ ლილეს ზარის მადლობელი, მთელ გზას ჩემი დის ამბების მოსმენაში ვატარებ და სახლში მისული ვამჩნევ რომ დაბნელებულა. ვწვები, სიმღერებს ვრთავ და მთელ დარჩენილ ფხიზლად ყოფნის დროს, ფილმის წარმართვაში ვატარებ, რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც მე გახლავართ, ხოლო მოქმედების ადგილი-ჩემი არაჩვეულებრივი გონება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.