არეულობა
სიბნელის ლანდი მეუბნება რომ ჩემი ეშინია,ვაშინებ,ვჭამ სიძულვილით და სირცხვილი მახრჩობს. ის კი მიმეორებს და მიმეორებს რომ ჩემი ეშინია,თითქმის არასდროს ჩუმდება და თუ პატარა პაუზას აიღებს წინადადებებს შორის, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ღრმად ვსუნთქავ. არა ,შენ ვერ მიხვდები რომ ეს ლანდი მე ვარ. ჩემი ტყავი მიყურებს სარკეში და მეჩხუბება,რომ არ ვუჯერებ. ის კიარ იცის რომ მან თავად უნდა დამიჯეროს. ზოგჯერ ემოციებში ჩაფლული ვფიქრობ რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ბევრად დიდია ვიდრე ის რასაც სამყაროს ვეძახით. ჩემში ჭარბობს მოჩვენებები,პანიკური სიცილი და საშინელი სიძულვილი როცა ჩემს თავში სიძულვილს აღმოვაჩენ საშინლად მეშინია,რადგან მგონია სწორედ აქედან იწყება ჩემი უბედურებაც. ამ სიბნელეში მხოლოდ მე დავრჩი ჩემს ყველა მესთან. ჩვენ ვირევით ერთმანეთში დიდ ქაოსს ვქმნით. გადაღლილია ტვინი ფიქრით მე ახლა ჭაობთან ვდგავარ და ვფიქრობ რომ მასში დიდი სიამოვნებით ვშთანთქავდი ჩემს თავს და ასეც ვიქცევი რადგან... მხოლოდ ჩემმა სურვილებმა შემქმნეს და მერე როცა ნამუსმა მომაკითხა ისინი გაქრნენ და მე მარტო დავრჩი შიშველი და მიტოვებული ყველა ჩემი აზრისგან. მუცელთან ტკივილს ვგრძნობ და ყოველ ჯერზე როცა ამას ვუკვირდები ვქირობ რომ ყველა ჩემი ემოცია აქ ერთიანდება თითქოს ჩემს სულს ფეხები არ აქვს. გავუჩინარდი. ან ჩემი თავი მოვკალი ან არც დავბადებულვარ ვფიქრობ რა იქნებოდა საერთოდ არაფერზე მეფიქრა და მზარავს ჩემივე ფიქრები ფეხებში მირტყავს და მიწაზე მაწვენს როგორც ბრძოლის ველზე დაჭრილ ნამდვილ მებრძოლს არა,არ უნდა დაივიწყო რომ მეც ვიბრძვი. მე და კიდევ ათასი სული ვისაც კარი გავუღე სხეულში შემოსაღწევათ. რამდენი გვამი გავაცოცხლე და რამდენი ჩემი ხელითვე დავახრჩე,იმ ავბედით დღეს როცა გავად მიბიძგეს თვითმკვლელობა,მე მე მოვკალი ისინი. მე არ ვარ დამნაშავე... კარის გაღება თუ შეგიძლია დაკეტვაც უნდა შეძლო დაუკითხავად მალულად და ამაზრზენად. საათობით ვსაუბრობ ვერ გამჟღავნებულ ვნებებზე და გრძნობებზე ეს გრძნობები მღუპავს სწორედ ეგ მანგრევს და თავს უსახლკარო ცხოველად მაგრძნობინებს ვფიქრობ კარგია როცა ვიღაც გმართავს და არ გიწევს იფიქრო მომავალზე წარსულზე შენზე ჩემზე. . . მხოლოდ იმიტორო ის ამბობს შენ ვალდებულიხარ გააკეთო ყველაფერი შენ მოგწონს როცა გმართავენ ისევე როგორც მე მაგრამ არ შემიძლია ამ ამდენი უფლება გავცე. მე იმდენი კედელი ავაშენე სხვებთან რომ ვეღარ ვანგრევ. დამავიწყდა. დამავიწყდა რომ ამ კედლების შენებისას მე ჩემი სურვილი დაკმაყოფილების გარდა დავკარგავდი მზის სხივს და სინათლეს რომელიც მათბობს და მაიმედებს, რომელიც მტანჯავს და თვალებს მტკენს, და მაიმც მჭირდება, ის რაც აღარ არის ჩემი. და მოვდივარ გზაზე სადაც ეკლები ყრია სადაც დიდია რისკი სიკვდილის ვიდრე გადარჩენის. და ჩემი ლანდი სიბნელეში მაინც მიმეორებს რომ ჩემი ეშინია ვერ ვხვდები ეს ლანდი განდევნილია თუ ჩემია რატომ ვაშინებ მე ეკლების აღარ მეშინია ამ ფერად გზაზე. მე წინ უნდა ვიარო და ეს ლანდი მოვკლა ან გავამრავლო რომ ყველამ შეძლოს გამოცადოს შიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.