თუ მჯეროდეს
მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი, კი ეს გახლავს რამზო, ნუ რამაზი მაგრამ მე რამზოს ვეძახდი და მოდი რამზოდ დარჩეს, სოციალურ ქსელში დამამატა მერე მომწერა, თავიდან დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩემს თავთან მახსენდებოდა რატი, თუ როგორ მატკინა რატიმ გული არ მინდოდა იგივე განმეორებულიყო, მინდოდა თავი შორს დამეჭირა ყველა ბიჭისგან, ამიტომ დიდად ვცდილობდი რომ ლაპარაკში არ ავყოლოდი და არც ინიციატივა არ გამომეხატა, თავიდანვე ვცდილობდი დამენახა ჩემი უჟმური ხასიათი, კი კი მართლა ვცდილობდი არ მოგეჩვენა, მაგრამ რამზოს რაღაცნაირი საყვარელი მიდგომა ჰქონდა, რაღაც მომენტში ამუღამებდა კიდეც ჩემს ლაპარაკს ჩემი ხასიათის მიხედვით, პირველად ამან გამოიწვია ჩემში ის ფიქრი რომ, რამზოს ნამდვილად ვაინტერესებდი რადგან ჯერ არავის დაუწყია ჩემი ხასიათების გარჩევ გამორჩევები, ამან გამოიწვია ჩემში სასიამუვნო ღიმილები, აი 2-3 წუთით პასუხს რომ არ უბრუნებ ადამიანს რადგან მაგ წუთების განმავლობაში ეკრანს უყურებ განაბული სახით და იღიმი, გსიამუვნებს შენი ხასიათების შემჩნევა მეორე ადამიანისგან, ამ შემჩნევებმა კი ჩემში გამოიწვიეს ფიქრები, რომ რამზო სხვანაირია და არ მოიქცევა ისე რომ ტირილამდე მიმიყვანოს მერე კიდევ იქ დამტოვოს, ამიტომაც გავრისკე, მივეცი ჩემს თავს იმის უფლება ვყოფილიყავი ადამიანთან ის რაც ვიყავი "მე" არ ვცდილობდი დამემალა რაიმე, ან მომეტყუებინა რამზო არც მქონდა ეგ ფიქრები დაშვებული ჩემს თავთან, არვიცი სხვანაირი მომეჩვენა, რაღაც მომენტში თითქოს ვფიქრობდი, აი ის არის თაკო "ის" ვინც გინდა რომ იყოს შენს გვერდით, რამზო ყოველ დილით მისურვებდა მშვიდობიან დილას "დილამშვიდობის" და ყოველ ღამე მისურვებდა "ტკბილძილს". ყოველ დღე მწერდა მაცინებდა, ჩემს ცუდ ხასიათს კარგ ხასიათად გადააკეთებდა ხოლმე, ყურადღებიანი და ძალიან თბილიც იყო ხოლმე მოკლედ მთელი დღის მანძილზე ძალიან ბევრს ვიღიმოდი, 2 კვირა ასე გაგრძელდა ყველაფერი თითქოსდა იდეალურად მე რომ ჩემს ოცნებებში წარმოვიდგენდი ისე, სხვათაშორის ჩემი ჩანაწერი "ებაუთ იუ" ც კი გავუგზავნე რაზედაც მითხრა "ჩემთვის იდეალური ურთიერთობა არის აღწერილიო". ვფიქრობდი კარგია რომ რატისთან მიახლოებული პერსონაჟიც კი არ არის მეთქი, მიღირდა ჩემი ემოციების გამოვლინებად, არაფრის დამალვად და ჩემად ყოფნა. ამ 2 კვირის მანძილზე ქუთაისში იყო, რამზო ქუთაისიდანაა მაგრამ თბილისსში ცხოვრობს ანუ "თბ" ში როგორც რამზო იტყოდა, უბრალოდ ახალი წელის შეხვედრას ქუთაისსში აპირებს თავის მეგობრებთან, ისე მოხდა რომ 2 კვირის შემდეგ ჩემდა საბედნიეროდ მოულოდნელად ჩამოსვლა მოუწია თბილისსში, იმავე დღეს უნდა მემახა რა დღესაც ჩამოვიდა მაგრამ ვერ მოახერხა, გული კი დამწყდა ისე მოუთმენლად ველოდებოდი მის ნახვას, ისე მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებოდი ისე, კი მოთმინების უნარი მაქვს დასახვეწი, მაგ დღეს კი დამწყდა გული მაგრამ, რამზომ ნახვა მეორე დღეა გადამიდო, მაგ ღამეს დაიწყო ჩემი ტანჯვა, მთელი ღამე ვერ ვიძინებდი რამზოს ნახვაზე ვფიქრობდი, რას როგორ ვიტყოდი როგორ დაველაპარაკებოდი, იმაზეც ვფიქრობდი ჩავეხუტო თუ არა თქო მთელი 2 საათი. როგორც იქნა დამეძინა მაგრამ.. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მეღვიძებოდა მიუხედავად იმისა რომ 3 მაღვიძარა დავაყენე, დავხედავდი საათს მოჭუტული თვალებით და ვფიქრობდი " არა არ დაგეძინა თაკო ჯერ ადრეა შეგიძლია გააგრძელო ძილი" მერე ისევ ვიძინებდი, ჯამში სულ 4 საათი მეძინა. რამზო დილით უნდა მენახა რადგან მერე ვერ ასწრებდა ჩემს ნახვას, მაგასაც კი ძალიან ვაფასებდი რომ ჩემს გამო დილით გამოდიოდა რადგან ვენახე და ჩემი ნახვის შანსი არ დაეკარგა, როგორც იქნა სანამ მაღვიძარა დარეკავდა 10 წუთით ადრე გამეღვიძა და აღარც დავიძინე, დავიწყე მომზადება უკვე მოფიქრებული მქონდა რას ჩავიცმევდი, რამზომ გზა არიცოდა და გუგლი მეპის წყალობით მოაგნო ჩემს კორპუსს, მადლობა გუგლი მეპს რომ არსებობს, როგორც იქნა მოვიდა ჩავედი ცოტას ვნერვიულობდი მრცხვენოდა, თავიდან დისკომფორტს ვგრძნობდი მაგრამ რომ დავინახე როგორ გადმოვიდა რამზო მანქანიდან და წამოვიდა ჩემს დასახვედრად, მაშიმვე მომინდა ძალიან ჩავხუტებოდი, ჩავეხუტე თვალები დავხუჭე, ცოტახანს არ მინდოდა ხელი გამეშვა, ვეხუტებოდი და თან ვეკითხებოდი "რას შვები" მარტო მე თუ ვიზამდი ამას, ხელი რომ გავუშვი მანქამის კარი გამიღო ამ ქმედებაზე ისე გამეღიმა მინდოდა კიდევ ჩავხუტებოდი მაგრამ თავი შევიკავე ხო არ დავახრჩობდი ადამიანს ჩემი ჩახუტებებით, დავჯექი და კარიც მომიკეტა სანამ მანქანას მოუვლიდა და დაჯდებოდა ვფიქრობდი იმაზე თუ რა საყვარელია რამზო, თვითონაც რომ დაჯდა მკითხა სად წავიდეთო, ვაიმე რამზომ რომ ლაპარაკი დაოწყო ისეთი საყვარელი ლაპარაკი ქონდა, სულ მეღიმებოდა და ვცდილობდი არ მეყურებინა მისთვის ბატი ღიმილიანი სახით, ყველგან ვიყურებოდი მაგრამ რამზოს არ ვუყურებდი. მანამდე ნათქვამი მქონდა გლდანში გადმოსახედი რომ იყო აი ცხვარიჭამიის გზისკენ და გაფრთხილებულიც მყავდა რომ მთლად აღფრთოვანებული ვერ იქნებოდა მაგ "გადმოსახედით" მანდ უნდა წავსულიყავით და ღვედის შეკვრას შევუდექი, სანამ ღვედი გადმოვიწიე შესაკრავთან ცოტა თვითონაც მომეხმარა, ალბათ ნერვიულობდა თვითონაც არვიცი აღელვებული ჩანდა, რომ მივდიოდით გზაში რაღაცას კი "ვბჟუტურობდი" მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რას, იქ ცოტახანს ვიყავით, რომ არვიცოდი რაზე მესაუბრა ჩემი ტელეფონის გადაქექვა დავიწყე რამზოს სასაცილო ვიდეოებს ვანახებდი რომ გაღიმებოდა, ერთერთ ვიდეოზე მითხრა კიდეც "ჩემი საყვარელი" და მარჯვენა მკლავზე მომეხვია სულ რაღაც 2 წამით, ძალიან ვიგრძენი მისი მოხვევა და ვცდილობდი ეგ შეგრძნება დამემახსოვრებინა, გავიდა 40 წუთი ისე თითქოს 10 წუთი გავიდა.. რამზოს წასვლის დროც მოვიდა, ჩავედით მეორეში ბინგოს ხიდთან და მეუბნება "ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, რეალურად უფრო საყვარელი ხარ." რაზეც გამეღიმა და ვუპასუხე "მეც იგივეს თქმას ვაპირებდი და დამასწარი მეთქი" უკვე მოვშინაურდი თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ძალიან კარგად, უნდა გადმოვიდე მანქანიდან და ვამბობ "გადმოდი ჩაგეხუტო" გადმოვიდა რამზო მამქანიდან, მივედი რამზოსთან ოდნავ თითის წვერზე ავიწიე კარგად რომ ჩავხუტებოდი, ჩავეხუტე. რამზომ გამწია ლოყაზე მაკოცა მითხრა "ჩემი პატარა" ისევ გამწია ისევ მაკოცა და მერე ისევ ჩამეხუტა, ჩემმა მგრძნობელობამ და ემოციებმა იფეთქეს, რა ვუთხარი არ გაინტერესებს? დებილი მე ვეუბნები "ეგრე ნუ მელაპარაკები თორე გცემ" თქო უკან რომ დამაბრუნა რამე კარგს მოვიფიქრებდი მაგალითად "ყველაზე საყვარელი შენ ხარ" აი ამას ვეტყოდი მარამ ნუ მაგას ვეღარ შევცვლი, ხელის გაშვება არმინდოდა! მერე გამახსენდა ის რომ ეჩქარებოდა და ხელი გავუშვი მთლად ეგოისტურადაც არ მოვიქეცი, რამზოს საქმეებზეც ვიფიქრე, წამოვედი და 2 წუთში მირეკავს რამზო მეკითხება წავედი თუ არა რაზეც ვპასუხობ რომ არ წავსულვარ, კარგი მაშინ მოდიო მეც უკან წავედი იმწამსვე ვიფიქრე რომ ჩემი ჩახუტება არ ეყო და მაგიტომ მაბრუნებს მეთქი, გადმოვიდა მანქანიდან და რომ დამინახა უკვე ხიდზე ვიყავი, ხელით მანიშნა არ ჩამოხვიდე წადიო, მეც რა მექნა წამოვედი, მთელი გზა ღიმილით ვკვდებოდი, არ მახსოვს ეგ გზა როგორგავიარე რადგან ფიქრებით ისევ რამზოსთან ვიყავი, ბინგოს ხოდთან და ვეხუტებოდი ისევ იმ მომენტში ოღონდ უფრო ძლიერად ვეხუტებოდი. ნახვის შემდეგ 3 დღე არაფერი შეცვლილა პირიქით, ეიფორია და მეტი მგრძნობელობა შემემატა რამზოსთან ურთიერთობაში, ვგეგმავდით რომ ჩამოვიდოდა როგორ ვუყურებდით ერთად ფილმს, მითხრა "შენთან ერთად არაფრის კეთება დამეზარებაო" ფილმის არჩევაც კი მანდო, ვერ იძინებდა ხოლმე ვერ მცილდებოდა, ეს თვითონაც აქვს ნათქვამი და ყოველ "ტკბილიძილის" თქმის შემდეგ ველოდებოდით ჩათში ერთმანეთს რომელი გავიდოდა პირველი დასაძინებლად, სულ მეუბნებოდა როგორ ვენატრებოდი, ნახვის შემდეგ ეს იდილია მხოლოდ 3 დღე გაგრძელდა, მერე კიდევ ყურადღება მომაკლდა, მომაკლდა "დილამშვიდობის" და "ტკბილიძილი" თითქოს რამზო შეიცვალა.. დაველაპარაკე კიდეც ვცადე გამერკვია იქნებ რამეში იყო საქმე, რაზედაც პასუხად მივიღე "არაფერი შეცვლილა იცოდე რომ შენს მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ მე" ამის მერე 4 დღე გავიდა, ძალიან მომენატრა დანაკლისი სევდა და მასზე ფიქრები მაწუხებდა, მესამე დღეს ვიფიქრე რომ ჯობდა მიმეწერა თუ მე მწყინდა მისგან არ მოკითხვა იქნებ თვითონაც წყინდა ჩემგან და თვითონაც ელოდა ჩემს "როგორხარ" ს, რისმერეც მივწერე და პასუხად არაფერი მივიღე, ანუ არც კი დამსინა რომელ პასუხზეა საუბარი, შემოდიოდა გადიოდა, ჩემს სთორის ნახულობდა მაგრამ ჩემს მიწერილ "როგორხარ" ს არც კი აქცევდა ყურადღებას, ვერ ვხვდები რატო რისთვის ან რის გამო დავიმსახურე რამზოს დამოკიდებულება, დავიჯერო ამ ყველაფერს თამაშობდა? მაგის დაჯერება არმინდა აზრადაც არმინდა დავუშვა რომ რამზო მემსახიობებოდა, რადგან ეს ჩემი წარმოდგენები სულ მთლად შემეცვლება მასზე, არმინდა მასზე ცუდად ვფიქრობდე მაგრამ ძალიან მაწყენინა რამზომ და მისმა ქმედებებმა ისეთ ქმედებებმა რომლებსაც ახსნასაც კი ვერ ვუძებნი არვიცი, ჩემს თავშიც კი ვეძებ პრობლემას შესაძლოა არ მოვეწონე მაგრამ თუ არ მოვეწონე რა საჭირო იყო ჩემი ჩახუტება და ლოყაზე კოცნები, თითქოს "ის" ვიპოვე. გულის ტკენას ისევ ველოდი და მაინც მეტკინა. ჰოდა "თუ მჯეროდეს" რომ რამზო ასე მომექცა, "თუ მჯეროდეს" რომ უბრალოდ გაქრა მიზეზის გარეშე. "თუ მჯეროდეს" რომ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. "თუ მჯეროდეს" რომ რამზომაც გული მატკინა. "თუ მჯეროდეს" რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. აი რას ნიშნავს ამ ჩანაწერის დასახელება "თუ მჯეროდეს". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.