შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუფლებო სიყვარული.


29-12-2020, 22:58
ავტორი Artificiality
ნანახია 813

ზაფხულის მტანჯველი დღე იყო.
გოგონა, ზაფხულს ზღვის გარეშე ვერ უყურებდა. არ შეეძლო მის სხეულზე მონარნარე მზის სხივების შეყვარება. ამ ყველაფერს ზღვა აკლდა, ზღვა, რომელიც უსასრულობაში მიდის, თითქოს და მზე მასში დაცურავს ყოველ ღამით და ზღვის ბინადრებს არ აკლებს სიამოვნების ტალღებსო.
ახლა კი, სწორედ ის ზაფხული იდგა, როდესაც ის და ზღვა დედაბუნებამ დააშორა და მის ფიქრებში ეს სამი თვე, ყველაზე შავ-თეთრ და მტანჯველ ფერებად აღიქმებოდა.
გოგონა ხატვითაა შეპყრობილი, საათობით ზის თავის უზარმაზარ, ყვავილებით სავსე აივანზე და ტბას გაჰყურებს.
ახლაც მოლბერტი უდგას წინ და იმდენად უფერული ეჩვენება ყველაფერი, რომ მუზა სადღაც გაუჩინარდა.
სასწრაფოდ წამოდგა, ფირი აიღო სახელით "სევილიელი დალაქი" , ჭიქა ღვინო, თავისი წითური გრძელი თმა დაუდევრად ჩამოიშალა და გამაოგნებლად ელეგანტურად დაიწყო ტანის რხევა.
ვერც ცეკვის ნიჭს დაიკვეხნიდა და ვერც რაიმე მსგავსს, მაგრამ მე, რომელიც ამ ყველაფერს ვქმნი, ჩემს წარმოსახვაშიც დიდ აფორიაქებას იწვევდა მისი სხეულის სულის შემძვრელი დახვეწილობა.
გოგონას შავ-თეთრი წარმოსახვა, მისმა ბავშვობის სიყვარულმა გაუფერადა. ბიჭი, რომელიც წლებია აღარ უნახავს, წამსვე მის გრძნობებში შემოიჭრა დაუკითხავად.
ამ "მტანჯველ" თვეებს ბედნიერების სიცილის ბრჭყვიალები დაუნანებლად გადამოაყარა.
იყო დრო, როცა თვლიდნენ, რომ საერთო მომავალი გააჩნდათ, მაგრამ წლების წინ "მაგრამ"-მა ყველაფრი მინასავით ჩამოამსხვრია.
მაგრამ, ისევ მაგრამ, გვიანი იყო, რაც არ უნდა დღე და ღამე ეწებებინათ, სუპერ წებოთი მოლეკულურ დონეზე დაყვანილი მინის ნამსხვრევები, ერთ მთლიანობას ვეღარასდროს დაუბრუნებდნენ.
ასე დაიმსხვრა გოგონას სულის შემძვრელი სიყვარული.
მათი სიყვარული ყოველთვის განწირული იყო და ყოველთვის ასე იქნებოდა.
მაგრამ, ისევ მაგრამ, ამ სამმა თვემ მათ წარსულს მოჭიდებულ სიყვარულს, ერთი უდიდესი შანსი მისცა...
გამოიყენეს?! რა თქმა უნდა გამოიყენეს, მაგრამ, ისევ მაგრამ, მარტო გამოყენება ხომ არ არის?! მათი ეს შანსი, აგვისტომ, ზაფხულის ბოლო თვის, ბოლო რიცხვებმა, თან წაიყოლეს.
ისევ მოლეკულებად აქციეს და ქარს გაატანეს.
ამ უზღვოობისგან განადგურებულ ზაფხულს, ელფერი შეეძინა, მაგრამ ეს ისევე დარჩა წარსულში, როგორც მათი 5 წლიანი სიყვარული.
მას შემდეგ 4 წელი გავიდა....
ბევრჯერ დაუხატავს გოგონას მისი პორტრეტი. სულ უნდოდა, რომ მისი გარეგნობის ცვლილებებს არ ჩამორჩენოდა,
მაგრამ, დიახ ისევ მაგრამ, მას აღარ უნახავს იმ რიცხვების შემდეგ მისი უუფლებო სიყვარული.
დღეს კი, დღეს, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იდგა, როცა უნდა გაეკეთებინა თავისი პირველი პერსონალური გამოფენა.... რომლისთვისაც ეს ოთხი წელი შრომობდა და მთელი თავისი ტკივილი თან ჩააქსოვა...
სწორედ იმ დღეს, როცა უუფლებო სიყვარულმა და ბედნიერების შეგრძნებამ, ერთიანად გაალამაზა, უფრო დახვეწილი, თამამი, ქალური და შეუდრეკელი გახადა...
ზუსტად ამ დროს... გამოჩნდა, მისი უუფლებო სიყვარული გამოჩნდა და მას თან ახლდა, სრულიად, ყველანაირი უფლების მქონე ქალბატონი, დიახ ქალბატონი და ეს შეუდრეკელი, ელეგანტური, დახვეწილი ქალი, ისევ იმ თინეიჯერ გოგოდ აქცია, ვისაც ოცნებების, სიყვარულის და საერთო მომავლის სჯეროდა... მაგრამ, დიახ ისევ მაგრამ, ეს აღარ იყო ის გოგონა, ვინც ამ ყველაფერს ისევ ლამაზად შეაკოწიწებდა და დეკორატიული ლარნაკივით ოთახს გაალამაზებდა...
დიახ მისი უუფლებო სიყვარული, სწორედ, რომ მხოლოდ სილამაზის და არაპროდუქტიული ნივთის ელფერს ატარებდა.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent