ჯადოსნური ღამე
სიჩუმეს მხოლოდ შეშის ტკაცუნი არღვევდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. წინ , ხალიჩაზე ჩამქრალი გოგონა იჯდა და უიმედოდ დაჰყურებდა საათს, რომელიც გაჩერებას არ აპირებდა. იჯდა მევი , თვალცრემლიანი უყურებდა საყვარელი ადამიანების სურათს. მისი ჩახუტების სურვილი კლავდა . ბეჭედს დახედა . თითიდან მოიხსნა და შიგნით ამოტვიფრული სიტყვები წაიკითხა."ჩემი ადამიანი" ასე ეძახდა დამიანე მევის. ტელეფონს დახედა , ელოდებოდა რომ დარეკადა. ფიქრობდა პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამდა . ერთად აწყობილ ნაძვისხეს გახედა. ყველაზე განსხვავებული ნაძვისხე ჰქონდათ . სათამაშოების ნაცვლად საერთო ფოტოებით ჰქონდათ მორთული. ლოყა დაუსველდა . ახალი წლის ღამე იყო. უნდოდა მასთან ერთად გაეტარებინა. დამიანესთან შეეშალა , აღიარებას არ აპირებდა, მაგრამ ვეღარ გაძლო მის გარეშე . სწრაფად წამოდგა . თბილი პალტო მოიცვა ჩექმები ამოიცვა და სახლი სწრაფად დატოვა. არაფერი აინტერესებდა . მთავარი იყო დამიანე ენახა . ტაქსის გაჩერებას აპირებდა, მაგრამ ვერ ნახა. ამიტომ ფეხით დაუყვა გზას დამიანემდე . თავჩაღუნული მოდიოდა რაღაც მკვრივს რომ დაეჯახა. ნაცნობმა სურნელმა ცხვირი აუწვა . მაღლა აიხედა . ნაცნობ მწვანეებს შეეჩეხა. -დამიანე. გამქრალი ხმით ამოთქვა. ბიჭი მიუახლოვდა ,წელზე ხელი მოხვია ძლიერად ჩაიკრა გულში. - ღმერთო ,მევი შენ ხომ არ იცი როგორ მომენატრე . -მეც , აღარ წახვიდე რა ვეღარ ვსუნთქავ შენ რომ გვერდით არ მყავხარ . - აღარასოდეს , გესმის აღარ დაგტოვებ . - მაპატიე რა, მართლა არ მინდო... სიტყვა ალექსანდრეს ტუჩებმა გაუწყვიტა. -არაფერი თქვა ,თუ მოვედი ანუ გაპატიე . ფეიერვერკების ხმა გაისმა ,რაც ახალი წლის დადგომას ნიშნავდა. - გილოცავ დამიანე. - გილოცავ ჩემო ადამიანო. - გჯერა ახალი წლის ჯადოსნური ღამის? დამიანე გაჩუმდა . ვერ ხვდებოდა რა ეპასუხა. - ახალ წელს ოცნებები სრულდება. გინდა დაგაჯერო ?? გაბრწყინებული თვალებით შეხედა.ბიჭმა თავი დაუქნია. - იცი რომ 9 თვეს უძილობაში და სირბილში გაატარებ. -ვერ მივხვდი . - კარგი რა ახლა გვაბრაზებ. ცოტა ხანი სიჩუმემ დაისადგურა. - შენ... მევი.. შენ კიდევ ერთი ...ჩემი .. ადამიანი გყავს აქ?? მუცელთან დაიხარა და ხელი ნელა შეახო. - ხო დამი პატარა გვყავს აქ. ახლა გჯერაა?? - მჯერა. ახალი წლის ჯადოსნური ღამე ოცნებებს ახდენს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.