შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ შეგიყვარდა? (დასასრული)


6-08-2018, 17:23
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 206

-ასე უბრალოდ სი*ივით დაელოდები როდის დაგადებს შენი საყვარელი ქალი ბორკილებს და ჩაგტენის მანქანაში? სულ გამოშტერდი შენ? გაანძრიე ტ*აკი, იბრძოლე მისთვის ესე უბრალოდ ადგები და ყველაფერს მიატოვებ?
-ტვინი არ მომიტ*ნა ძმობას გაფიცებ, ისედაც ძალიან ცუდად ვარ
-მიდი ნამდვილი სი*ივით დაჯექი აქ და იგლოვე. ხელი აიქნია სანდრომ და მარტო დატოვა ავალიანი.
აი რას ვერ იტანდა დამიანე ავალიანი სიმარტოვეს, ბოლოს ყველა გარბოდა მისგან.
ფეხზე წამოდგა და ოთახში არსებულ ნივთებს თვალი მოავლო.
რამდენი ღამე უმიშავია და უწვალია ამ ნივთებისთვის, რამდენი ადამიანი გაუმწარებია მისი გამწარებისთვის, ყველაფერს იტევდა ეს ოთახი მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ეზიზღებოდა აქაურობა. პირველად ცხოვრებაში არ სურდა ყოფილიყო დამიანე ავალიანი, უნდოდა მხოლოდ ანასტასია ვიბლიანის მეორე ნახევარი რქმეოდა.
იქვე მდგარ სკამს მთელი ძალით ჰკრა წიხლი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
მთელი სასწრაფით მოსიარულე მანქანის საჭეს ჩაფრენოდა და გაურკვეველი მიმართულებით მიაქროლებდა შავ აუდს.
ყველა კადრი დატრიალდა, რაც კი ვიბლიანს ეხებოდა... მერე კი...
შეჯახების ხმა... ტკივილი გულის არეში... სისხლი... არეულობა...
-სასწრაფოში დარეკეთ! ვიღაცის განწირული კივილიღა მისწვდა მის ყურთასმენას და გონება დაკარგა.

აივანზე იდგა და თბილისის ხედს გაჰყურებდა, გულში რაღაც მტკივნეულმა, რომ გაჰკრა. სასწაულად მოუნდა დამიანეს ხმა გაეგონა და მობილურზე მისი ნომერი აკრიფა.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ ქალის ხმა, რომ გაიგონა დაიძაბა
-დამიანეს სთხოვეთ! მაქსიმალურად სცადა მისი აკანკალებული ხმა დაემალა
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე მისი მეგობარი ვარ
-ვწუხვარ! ტელეფონიდან ეს სიტყვა იმდენად ცუდად მოხვდა, რომ მუხლები მოეკვეთა
-რა მოხდა? ახლა უკვე არ აინტერესებდა მისი ტონი, უბრალოდ უნდოდა დამიანეს ხმა გაეგონა
-ბატონი დამიანე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეს უკვე დასასრული იყო ძლიერი ქალის. აივანზე მუხლებით დაეცა... სხეული მთლიანად უთრთოდა.. ვერ ტიროდა უბრალოდ ვერ აანალიზებდა, რომ მისი დამიანე...
ყველაფერს გამძაფრებულად გრძნობდა, გულის ცემა გაუხშირდა...
ერთადერთი რაც მოიფიქრა სავადმყოფოში წასვლა იყო, დაუფიქრებლად აიღო მანქანის გასაღები და წავიდა.
სავადმყოფოს მძაფრმა სუნმა იმდენად იმოქმედა,რომ შეტორტმანდა და, რომ არა კედელი იქვე დაეცემოდა.
ეძებდა ვინმეს ვინც ეტყოდა, რომ ის კარგად იყო. დერეფანში ვაკო, რომ დალანდა მისკენ წავიდა მაგრამ ინანა...
ონიანის გაყინულმა მზერამ ყველაფერი დაანგრია...
დაანგრია შინაგანად, პიროვნულად, ცხოვრებისეულად.
-გაეთრიე აქედან! უღრიალა და მათ შორის არსებული მანძილი მალევე დაფარა
-ვაკო მე...
-არ გაბედო გესმის? ძმა წამართვი! შენ ხარ ყველაზე არარაობა ადამიანი მთელს მსოფლიოში
-ვაკო მომისმინე...
-დღეს სვამდა! რატომ დავტოვე მარტო იციი? მეგონა სმას შეწყვეტდა და შენთან მოვიდოდა მაგრამ ამის დედაც!
კედელთან ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო.
-ვაკო მე მართლა არაფერი ვიცოდი!
-გაჩუმდი! ახლა კმაყოფილი ხარ? მიდი დააპატიმრე შედი მიდი! ამის დედაც ის შენამდე ჩვენ მოვუშვით! ფუ ამის დედაც! კარიერა არჩიე მის თავს ახლა კი ჩემი ძმა იქ წევს შენ გამო!
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას ექიმი, რომ გამოვიდა
-როგორაა? ესევე მიეჭრა ონიანი
-ურთულესი ოპერაცია იყო, ძლიერი დაზიანებები აქვს მაგრამ... ძლიერია იმაზე მეტად ვიდრე ეს თქვენ გგონიათ, ხელში ეს ეჭირა ახლა შევამჩნიეთ.
კაცს კულონი გაუწოდა და თვალს მიეფარა
-ჩემი კულონი! თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა, ჯერ კიდევ დამიანეს სისხლით იყო დასვრილი კულონზე გამოსახული ანგელოზის სახე.
-არადა ვერ ვხვდები რატომ შეუყვარდი. ასეთი იყო გიჟი, ყოველთვის მოსწონდა ის რაც მას არ ერგებოდა. მერე ამაზე მაგრად ვკაიფობდით ხოლმე მაგრამ ახლა? ახლა როგორ ვეკაიფო როცა შენგამო კვდება?
-არ მოკვდება! იმდენად დამაჯრებელი ტონი ჰქონდა, ტასიას გეფიცებით იქ, რომ ყოფილიყავით თქვენც დაიჯერებდით.
გრძელ დერეფანს გაუყვა და ხის კართან შეჩერდა.
ახლა ყველაზე მეტად უმძიმდა ამ კარის გახსნა, მაგრამ უნდა ენახა თუნდაც საბოლოოდ უნდა ენახა მამაკაცი, რომლის სიყვარულსაც ვეღარ იტევდა.
სახელური მძიმედ ჩასწია და კარი ჭრიალით გაიღო, პირველი რაც თვალში მოხვდა თეთრად შეღებილი კედლები იყო, ორი კარადა და დიდი ფანჯარა, რომელზეც აქა-იქ ახალიწლის მოსართავები შემორჩენოდა.
სულ ბოლოს შეხედა საწოლზე უგონოდ მყოფ დამიანეს.
მშვიდად სუნთქავდა და ბოლომდე უნდოდა დაეჯერებინა საკუთარი თავისთვის ავალიანის კარგად ყოფნა. ფრთხილად მივიდა საეოლთან და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-პირველად, რომ დაგინახე არ მავიწყდება, როგორ ჩამძირეს შენმა ნაცრისფერებმა. ყველაზე მეტად შენი თვალები შემიყვარდა, ყველაფერს რომ მიყვებოდნენ და უსიტყვოდ მახვედრებდნენ ყველაფერს.
მერე შენი ტუჩებიც შემიყვარდა ავალიანო იმდენად, რომ ღამეები არ მეძინა. ვოცნებობდი ნეტავ ახლა მოვოდეს და გულში ჩამიკრასთქო.
ყოველ ღამე მესიზმრებოდი და გამოღვიძებულს გვერდით, რომ არ მხვდებოდი იმდეგაცრუებას ვგრძნობდი.
იცი რა რთულია გიყვარდეს და მისგან ასე შორს იყო?
უღმერთოდ შემიყვარდი დამიანე ავალიანო! შენს გამო შემიძლია დავთმო ყველაფერი ოღონდ ახლა თვალი გაახილე და მითხარი, რომ შენც ძალიან გიყვარვარ.
გემუდარები თვალი გაახილე!
ზემოდან დაჰყურებდა უგონო სხეულს და მასთან ჩახუტების სურვილი კლავდა. თავს ვერაფერს უხერხებდა მძიმედ წამოდგა სკამიდან და გასასვლელისკენ წავიდა, სადაცაა კარი უნდა გაეღო უკნიდან საშინლად ბოხი ხმა, რომ მოესმა და მაშინვე შეტრიალდა
-ნუთუ შეგიყვარდით ქალბატონო ტასია? ისევ ისე უღიმოდა, როგორც პირველად ქალი, რომ იწვა და ის ზემოდან დაჰყურებდა.
-უღმერთოდ შემიყვარდით ბატონო დამიანე! მანაც გაუღიმა, მერე კი არაამქვეყნიურად ბედნიერი სიცილი მოისმა 207 პალატიდან.
---
-თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე ყველაზე ბანდიტ ტიპს თბილისის ისტორიაში? ცხოვრობდე მასთან ერთად გიყვარდეს და ყოველ ორ წელში ერთხელ მრგვალი მუცლით დასდევდე უკან მას და მის შვილებს?
-ღმერთო ჩემო დამიანე
-იცი ბევრი შვილი მინდა, აზე 5 გოგო მინდა და 2 ბიჭი ან პირიქით.
-დამიანე
-ნუ მიბრაზდები ტასია, აბა იქ ზემოთ, რომ წავალ უფალს რა ვუთხრა როცა მკითხავს რა დავუტოვე საქართველოს?
აი შენ თუ შვილებს გამიჩენ მერე ვიტყვი, რომ 7 ყველაზე ღირსეული ქართველი დავტოვე აქ.
-შენ მგონი ავარიის შემდეგ შეიშალე
-ხო ტასია შევიშალე როცა გავაანალიზე, რომ არაფერს ვტოვებდი აქ ქვემოთ და ჩემი სახელი სამუდამოდ გაქრებოდა.
-რას ამბობ დამიანე?
-იმას, რომ ყველამ უნდა დატოვოს შვილი როგორც ნიშანი იმისა, რომ უცხოვრია.
-მაგრამ ზოგს ხომ არ ჰყავს!
-ეჰჰ ტასია ეგ უფალმა უკეთ იცის ვინაა ღირსი და ვინ არა.
-მასე რატომ ამბობ?
-იმიტომ, რომ ყველა დედობისთვის არაა.
-იქნებ მეც არ ვარ?
-რას მელაპარაკები ტასია? შენ როგორ არ ხარ დედობისთვის
-და შენ რა იცი? სიცილს ძლივს იკავებდა ვიბლიანი
-იმიტომ, რომ მე მამობისთვის ვარ! საყვარელ ქალს გაუღიმა და ძლიერად მიიხუტა გულზე.
---
სამსახურში იყო მიასგან შეტყობინება, რომ მიიღო და მაშინვე გახსნა
-"კოტე მამიკოს გარეშე ვერ იძინებს". როგორც კი წაიკითხა მაშინვე სახე გაუნათდა და სავარძლიდან წამოდგა, უყვარდა როცა მიზეზი ჰქონდა აქედან გასვლის თანაც მიზეზი, რომ მისი შვილი იყო ეს ფაქტი ჭკუიდან შლიდა. მანქანას აუჩქარებლად მართავდა. ეჩქარებოდა თანაც ძალიან მაგრამ ხვდებოდა სისწრაფით ვერაფერს მოიგებდა, ახლა უკვე იმდენი მოზეზი ჰქონდა სიცოცხლისთვის, სიკვდილს არ აპირებდა.
მანქანა ეზოში დატოვა და კიბეებს აუყვა, ოთახიდან შუქი მოჩანდა.
კარი შეაღო თუ არა ღიმილი სახეზე მიეყინა
-მია
-მოხვედი ძვირფასო? გიგასკენ შეტრიალდა
-შენ? აბა კოტე არ იძინებსო?
-არა კოტე კი დავაძინე მაგრამ მე უშენოდ მართლა ვერ დავიძინებ
-მია
-მომენატრე მეუღლევ! მომნუსხველად გაუღიმა და თითისწვერებზე აწეული მისწვდა მახარაძეს ღვინისფერ ბაგეებს.
-გოგო მინდა თანაც ისეთი შენ, რომ გგავდეს
-ოჰჰ ქალბატონო მია მომთხოვნი ხართ!
ეჩურჩულებოდა და მის სხეულზე კოცნას არ წყვეტდა. ყველაფერი იმდენად სასიამუვნო იყო სამყაროს ბოლომდე გამოეთიშა ორივე.
-იქნება მია კიდევ ბევრი ჩემნაირი გეყოლება! ყურში უჩურჩულა მერე კი ძალიან ნაზად და ფრთხილად დაეუფლა საყვარელ ქალს.
---
და რა არის ბედნიერება? რაღაც ძალიან პატარაა ან გაქვს და ან არა. ხან გაქვს და ვერ ხედავ, მაგრამ მთავარია გვიან მაინც შეძლო მისი დანახვა.
ორი ჩვეულებრივი და ამავდროულად არაჩვეულებრივი წყვილი, რომელიც დარჩება ისტორიას. თქვენსას არ ვიცი მაგრამ ჩემსას ნამდვილად დარჩება.
ჩემში ღრმად შემოვიდა აქ აღწერილი თითოეული პერსონაჟი.
მხოლოდ ერთი რამ მახარებს, რომ ელოდებოდით ამ მოთხრობას.
ბანალირად ვასრულებ ფინალი დამიანეს სიკვდილით უნდა დასრულებულიყო მაგრამ ვერ გავწირე ჩემი ტასია.
დამიჯერეთ ისინი ახლაც ძალიან ბედნიერად იცხოვრებენ და იმასაც გპირდებით, რომ 7 ძალიან ღირსეულ ქართველს დაუტოვებს დამიანე საქართველოს
არ ვიცი რა ვთქვა გული მწყდება ამ მოთხრობას, რომ ვასრულებ მაგრამ არ მინდა ბანალური და უინტერესო გავხადო
მადლობა თიყოეულ ადამიანს ასე გულისყურით, რომ კითხულობდა ამ მოთხრობას მე იმედი მაქვს გაგრძელდება თქვენი აქტიურობა
მადლობა მადლობა მადლობა ყველას
მე თქვენ უ'ღმერთოდ მიყვარხართ!



№1 სტუმარი mako

Ragac zalian abdaubda naweria.tavidan sxva satauri da personajebi,shemdeg odnav gansxvavebuli satauri da personajebi.tan Ra saerto aqvs damianes da anastasias wyvils gigas da mias wyviltan?dasasruls velodebodi,rom wamekitxa.tavidan bolomde wavikitxe da mainc gaurkvevlobis shegrznebas tovebs.iqneb komentaric daurto Tu vcdebi.

 


№2  offline მოდერი naattii

მეორე ნაწილი ძალიქნ მომეწონა მაგრამ ნენე და ბოსის ბოსი სად გააქრე :(

 


№3  offline წევრი ქეთათო4

mako
Ragac zalian abdaubda naweria.tavidan sxva satauri da personajebi,shemdeg odnav gansxvavebuli satauri da personajebi.tan Ra saerto aqvs damianes da anastasias wyvils gigas da mias wyviltan?dasasruls velodebodi,rom wamekitxa.tavidan bolomde wavikitxe da mainc gaurkvevlobis shegrznebas tovebs.iqneb komentaric daurto Tu vcdebi.

რა შუაშია საერთო? დამიანე და ტასია სულ სხვა არიან მია და გიგა სხვა. არ ვიცი შეიძლე ა ასეცაა ვერავის შევედავები, რომ არაჩვეულებრივად დავწერე

 


№4 სტუმარი mako

Ert istoriashi roca figurirebs ramdenime wyvili an personaji,ragac kavshiri aris sachiro.konteqstidanaa amovardnili calkeuli personajebi da ufunqciodaa darchenili.tumca sheizleboda 2sxvadasxva istoriis dawera am 2wyvilze.

Sawyenad AR vwer.nebismieri filologi an abiturientic ki mixvdeba rasac vambob.gramatikuladac da mxatvruladac dasaxvewia.

 


№5  offline წევრი ქეთათო4

mako
Ert istoriashi roca figurirebs ramdenime wyvili an personaji,ragac kavshiri aris sachiro.konteqstidanaa amovardnili calkeuli personajebi da ufunqciodaa darchenili.tumca sheizleboda 2sxvadasxva istoriis dawera am 2wyvilze.

Sawyenad AR vwer.nebismieri filologi an abiturientic ki mixvdeba rasac vambob.gramatikuladac da mxatvruladac dasaxvewia.

არც მწყინს!
ერთ ისტორიაში ორ ოგონოდ შეყვარებულ წყვილზე მოვყევი შეიძლება შენ ვერ ხედავ კავშირს ჩემთვოს ძალიან დიდი კავშირია.
ვხვდები რასაც ამბოობ და აუცილებლად გავითვალისწინებ

naattii
მეორე ნაწილი ძალიქნ მომეწონა მაგრამ ნენე და ბოსის ბოსი სად გააქრე :(

ჩემო საყვარელო ის სულ სხვა მოთხრობაა! ის მოთხრობა ახლა იდება სახელწოდებით "შრამიანი" ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent