შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის მთავარი გმირი-სანტა


1-01-2021, 13:15
ავტორი სალისალომე
ნანახია 862

მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ძვირფასი სანტებისა თუ თოვლის ბაბუების.ისინი მართლაც,რომ ყოვლიშემძლენი არიან ბავშვების თვალში კი ყველაზე კეთილი,მოსიყვარულე,თბილი არსებები მთელს სამყაროში.ე.წ სუპერგმირები არიან,რომელთაც ყოველ ახალ წელს ბავშვების გულის გახარება შეუძლიათ და მათი გაბედნიერება.კარგია,რომ არსებობენ მშობლები,ისინი ვინც შვილებს უზადოდ დიდ ბედნიერებას,სიყვარულსა და სითბოს ჩუქნიან.ახალი წელი მათი წყალობით წარმოუდგენლად ჯადოსნური ხდება.ისინი ახალ წელს ნათელ ფერებს სძენენ და ბრჭყვიალა დღესასწაულს ქმნიან.როცა ვიხსენებ თუ რა ბედნიერი ახალი წლები მქონდა,რომელსაც ოჯახის წევრები ყოველ წელს მჩუქნიდნენ და პატარა ზღაპარს მიქმნიდნენ ამით თავი ზღაპრის კეთილი გმირი მეგონა რომელსაც ჰყავდა/ჰყავს მეგობრული,თბილი ოჯახი.თითოეული ოჯახის წევრი ჩემი ზღაპრის ნაწილი იყო,ყველას სახელებს ვარქმევდი და წარმოსახვაში ვიქმნიდი იმ მოძრავ ზღაპარს რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ მზრუნველი პერსონაჟები იყვნენ.ახლა როცა ვუყურებ ბავშვების მომლოდინე სახეებს 12 საათს,რომ ელიან აღნიშნონ ახალი წელი,ცაზე ნახონ ფერადი ფოიერვერკის სანახაობა ბოლოს კი მათთვის ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი გაბრწყინებულ სახეები რომლებიც საჩუქრებს ელიან.ის მომენტიც მიყვარს,დიდი ინტრესითა და სისწრაფით რომ ხსნიან შეფუთვას შემდეგ სასუსრველ ნივთს ხედავენ და იწყება ბედნიერების ზეიმი,ემოციათა ზღვა...მათ სჯერათ სასწაულების,ფერადი დღეების,ახალი წლის,წელიწადში ერთხელ ლაპლანდიიდან მოსული საოცარი თვისებების მქონე სანტასი რომელსაც აცვია წითელი ფერის ფორმა,გამოწყობილა საშობაო ფერებში თავის დამხმარე ელფებთან ერთად შეუფუთავს უამრავი საჩუქარი ეს ყუთები კი ბავშვებისკენ მიისწრაფიან რომელთა გულის გახარებაც სურს.შესაძლოა ახლა ჩემს მსგავსად აღარ იყოთ ბავშვი,აღარ გჯეროდეთ გამოგონილი საშობაო პერსონაჟის მაგრამ მაინც გქონდეთ ოცნებები,სურვილები.გიყვარდეთ საჩუქრების მიღება და გაცემა,ამას რა ჯობს თუ კი შენ საყვარელი ადამიანის გახარება გსურს და მას რაღაცით თავი დაამახსოვრო,დღე გაულამაზო და გულით უსურვო საუკეთესო.საჩუქრის მიღებაც დიდი ზეიმია პირადად ჩემთვის მაგრამ გაცემა მით უფრო ბედნიერს მხდის,გულს უხარია ხოლმე როცა ახლობლისთვის ვარჩევ საჩუქარს და ვუსახსოვრებ მას.არ აქვს მნიშვნელობა საჩუქარი რა ზომის,ღირებულების იქნება.მთავარია წრფელი გულით იყოს ნაჩუქარი.ჩემს ოჯახში ასეთი საშობაო ტრადიციაა,ალბათ არა მარტო ჩემი არამედ ძალიან ბევრ ოჯახში ხდება ისე,რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და გულს უხარებენ.რაღაც პატარა,სიმბოლური დატვირთვის ნივთიც კი გვახარებს.



№1  offline წევრი კაწკა

კარგია,გისურვებ ბევრს გაეხარებინე და ბევრი გაგეხარებინოს,შენი ზრუნვით და სიყვარულით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent