შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიქტორია...


6-01-2021, 05:45
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 823

***
პატარა რომ ვიყავი, ახალი წელი ყოველთვის თოვლთან ასოცირდებოდა. მაშინ ხშირად მოდიოდა თოვლი, თან იმხელა, რომ ბოლომდე ვეფლობოდი და ვიკარგებოდი მის სითეთრეში. მიხაროდა. გულწრფელად მიხაროდა, როდესაც დილით ავდგებოდი და ვხედავდი როგორ დაფარფატებდნენ ცაში თოვლის დიდი ფიფქები. მათთან თამაში მინდებოდა. გავჰყოფდი ფანჯრიდან ხელს და დაჭერობანას ვეთამაშებოდი მათ.
ახლა...ახლა მე გავიზარდე. სიხარული, რომელიც ბავშვობის სილაღიდან იყო გამოწვეული, გაქრა. ახლა, აღარც კი თოვს, რომ შევიგრძნო ცივი ფიფქები ჩემს სახეზე, თუმცა ვერც ვიგრძნობ გამოკეტილი. იქნებ იმიტომ აღარ თოვს, რომ აღარ გვიხარია და გასულერთდა ცხოვრება..? იქნებ, ვისჯებით იმის გამო, რომ ჩვენი ოპტიზმი გაქრა? იქნებ...იქნებ...პასუხები, აბლაბუდას ქსელივით იხლართება ერთმანეთში და მაინც, პასუხი არ არის.
ერთხელ მითხრეს: „ფსიქოლოგი გჭირდება, მაგრამ იმ ფსიქოლოგსაც სჭირდება ვინმე, რომ უმკურნალოსო...“-ადვილი მისახვედრია თუ რატომ მითხრეს...მეღიმება. მეღიმება იმაზე, რომ ისედაც გაცნობიერებულ და დაღეჭილ აზრებს, ისევ იღებენ, ხელახლა ამუშავებენ და ისე გადმომცემენ, თითქოს ახალ ამერიკას იკვლევენ და ჰიპოთეზებს მის შესახებ, მაცნობენ.
დავიკარგე. სადღაც უსასრულო სივრცეში დავიკარგე. ჩემი გონება პიქსელ-პიქსელ იშლება, ნაწევრდება. ხანდახან, ბურუსშიც ვეხვევი, სადაც ისე ბნელა, რომ ჩრდილების გარჩევა მიჭირს...თუმცა მაგასაც შევეჩვიე, ან შევეჩვევი.
აი, ხმაც მესმის. ეს არ ჰგავს დედამიწის არც ერთ ხმას. რა ხმაა? აბა დავუკვირდე...ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცა უკრავს ჩემი არსებობს ერთ დიდ ნაწარმოებს. როგორი მოცლილია, რომ ჩემ შესახებ ქმნის და შემდეგ უკრავს კიდევაც ამ ჰანგებს. მეღიმება. ისე, ცხოვრებაც, ხომ ერთ დიდ ნაწარმოებს ჰგავს?! ჯერ შეიძლება ნელა, მდორედ მიედინებოდეს. რაღაც მომენტში, აღელდება და ზღვას დაემსგავსება, რომელიც იმის მოლოდინში ბობოქრობს, რომ თავისი დიდებული ტალღები ააზვირთოს და გზად ყველაფერი გათელოს. შემდეგ მშვიდდება. ისევ ძველ რიტმს მიჰყვება. ხანდახან გზიდან გადაუხვევს, მაგრამ საბოლოო კულმინაციას, მშვიდად და აუღელვებლად ასრულებს. ცხოვრებაც ასეა-ხან ბობოქრობს, ხან მშვიდად არის, მაგრამ ბოლოს სამუდამოდ მშვიდდება. თითქოს იყინება გარკვეული დროის მონაკვეთში და აღარ იძვრის.

ჩემი საყვარელი მომენტის დროა...მე სცენაზე ვდგავარ, სადაც დიდი აუდიტორიაა. ყველა შეკრებილა-მეგობრები, ნათესავები და ყველა, ვისაც არ ეზარებოდა...რას ელიან? ჩემი ფსიქიკური აშლილობის ზენიტს? ვუყურებ და ვცდილობ ამოვიკითხო მათ თვალებში გაშლილი სამყარო თავისი ქვეტექსტებით, მაგრამ ამაოდ...ვცდილობ გავიგო თვალების მიღმა არსებული სამყაროს დეტალები, თუმცა ადამიანი ისე რთულად აგებული მექანიზმია, რომ ძნელია გაიგო რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ. რა ქაოსია, არა?!

ალბათ იფიქრებთ, გიჟია.ო. არ შეგედავებით. დიახ, გიჟი ვარ და ეს ცხოვრება უფრო მაგიჟებს. თეთრ ბილეთს მპირდებოდნენ და ისე მივედი საგიჟეთის კარამდე, მაგრამ შემრაცხეს მსოფლიოსთვის საშიშ პიროვნებად და ახლა ოთხ კედელში ვარ. სასაცილოა.
გარშემო თეთრი კედლები მიმშვენებენ გარემოს. ჩემდა გასაოცრად, პატარა სარკმელიც მაქვს ოთახში, მაგრამ იმ სიმაღლეა, სკამის დახმარებითაც ვერ შევსვწვდები. ხანდახან, პატარა ბეღურა მოფრინდება ხოლმე და თავზე დამჟღურტულებს. მხოლოდ ის მკითხულობს ყოველ დღე. მხოლოდ მას ვახსოვარ. იცით, ფურცელს ვგავარ. ფურცელს, რომელზედაც ცხოვრების რაღაც ნაწილი დაწერეს და რომ შეატყვეს არ ვარგოდა, დაანაწევრეს, დაკუჭეს და ისე მოისროლეს სანაგვეზედ, რათა ვეღარ დაბრუნებულიყო უკან. როგორი ტრაგიზმია...არა და ისე შევეჩვიე, რამე რომ შეიცვალოს, ალბათ ვერ გადავიტან.
მერამდენე ახალ წელს ვატარებ უკვე აქ, არ ვიცი. ალბათ იმ დამპალი ფსიქოტრუპულების და დამამშვიდებლების ბრალია. ტვინი, ფაქტობრივად გამომერეცხა, მაგრამ „ფსიქოლოგი გჭირდება“, წყევლასავით მესმის. ნეტავ ამას გულისხმობდნენ? არ ვიცი, თუმცა ახლა ეგეც აღარ მაინტერესებს. გასულერთდა ყველა და ყველაფერი. ახლა უბრალოდ, ველოდები ჩემი პრელუდიის საბოლოო ნაწილს და მშვიდად გავუყვები სამოთხისკენ მიმავალ თეთრ და ნათელ გზას, ან კიდევ ჯოჯოხეთისკენ ალისფერი სისხლისებრ გზას...გინახავთ გიჟი, ვინც ასე კომიკურად უყურებს ამ შავ სამყაროს? თუ არა, მაშ გამიცანით. რომ გამიცნოთ, სახელიც საჭიროა, არა? თუმცა არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სახელი აღარ მახსოვს და პირობითად, ვიქტორია ვიქნები. როგორი დიდებულია...ჩემს ირგვლივ დიდი დრამაა, ან კომედია, ან უკეთესი, დრამა და კომედია ერთად. სასაცილოა...მეღიმება, ისევ.

ქუთუთოები მიმძიმდება. ანუ წამლები მოქმედებს და დროა გავუყვე ჩემ გზას. თვალები მეხუჭება...ისევ ნაცნობი ბურუსი, სცენის ნისლივით იწყებს ამოსვლას. მალე სულ გადამეკვრება თვალებზე და შემდეგ მთელ სხეულზე გადაინაცვლებს. ეს პარალიზება უფროა...როგორც არის.
ოჰო! ხმაური მესმის. ესე იგი უკვე 12-ია და ახალი წელიც მოვიდა. წელს მაინც გავახსენდები ვინმეს? რა კითხვაა? არა, რა თქმა უნდა...ჯობს დავიძინო, სანამ ჩემით ჩამეძინა. ტრაგიკული გიჟი, გემშვიდობებათ მომავალ გონების მკვდრეთით აღსდგომამდე...

***
შესაძლოა, სრული ქაოსია ამ ჩანახატში თუ რაც არის, მაგრამ ასეთივე ქაოსია ჩემს ქვეცნობიერში..)) დრო მქონდა, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო დაწერა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმდენმა აზრმა მოიყარა ერთად თავი, რომ კონცენტირება, სადღაც მართლა ბურუსში დაიკარგა. ესეც ჩემი ქაოსის შეგედია..იმედი მაქვს, სრული ქაოსი არ არის და რაღაც მაინც გადმოგეცით..)) გილოცავთ, ყველაფერს ერთად და გისურვებთ, ეს წელი ისეთივე ჯადოსნური წელი ყოფილიყოს, როგორც შობის ღამეს წამოსული თოვლი..) მრავალს დაესწარით.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

გავჰყოფდი - გავყოფდი;
შევსვწვდები - შევწვდები.
ბევრგან უადგილოდ დასმული სასვენი ნიშნები გაქვს.
ვიქტორია რა შუაში იყო ვერ გავიგე. სიმბოლური დატვირთვა მაინც რომ მიგეცა სახელისთვის, უკეთესი იქნებოდა.
შენს არაცნობიერში ქაოსია? საინტერესოა. თეთრი ბილეთი? საგიჟეთი? ნეტავ, იცი რა არის ეს ? ოფიციალური დიაგნოზ(ებ)ი, ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.
"ადამიანი ისე რთულად აგებული მექანიზმია, რომ ძნელია გაიგო რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ. " - მწარედ ცდები. ძალიან ბევრი რამ ჩანს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება გასცეს ადამიანმა სრულიად შემთხვევით, აზრზე ვერ მოვიდეს ისე მიაწოდოს სხვას საკუთარ თავზე ინფორმაცია.
მოკლედ, მეტს არ ვილაპარაკებ. წერის მანერას რაც შეეხება - პოტენციალს ვხედავ.

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

Catherine Di Perso
გავჰყოფდი - გავყოფდი;
შევსვწვდები - შევწვდები.
ბევრგან უადგილოდ დასმული სასვენი ნიშნები გაქვს.
ვიქტორია რა შუაში იყო ვერ გავიგე. სიმბოლური დატვირთვა მაინც რომ მიგეცა სახელისთვის, უკეთესი იქნებოდა.
შენს არაცნობიერში ქაოსია? საინტერესოა. თეთრი ბილეთი? საგიჟეთი? ნეტავ, იცი რა არის ეს ? ოფიციალური დიაგნოზ(ებ)ი, ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.
"ადამიანი ისე რთულად აგებული მექანიზმია, რომ ძნელია გაიგო რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ. " - მწარედ ცდები. ძალიან ბევრი რამ ჩანს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება გასცეს ადამიანმა სრულიად შემთხვევით, აზრზე ვერ მოვიდეს ისე მიაწოდოს სხვას საკუთარ თავზე ინფორმაცია.
მოკლედ, მეტს არ ვილაპარაკებ. წერის მანერას რაც შეეხება - პოტენციალს ვხედავ.

არ ვარ იმდენად გაცნობიერებული წერის საკითხში, რომ ყველაფერი ისე და იმ სიზუსტით გადმოვცე, როგორც საჭიროა. ვსწავლობ, ვცდილობ და ხანდახან გამომდის, ხანდახან არა) თავიდან ხომ ყველა ასეა? ვითვალისწინებ ყველა შენიშვნას-შეძლებისდაგვარად. ვცდილობ დავხვეწო ყველა დეტალი-შენიშვნების ფონზე და სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ და მითხარით კიდეც..ვიმედოვნებ, ნელ-ნელა დავიხვეწები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent