შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასწაულები ხდება


6-01-2021, 17:40
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 022

სასწაულებით მოცულია ჩვენი ცხოვრება,სიცოცხლის ყველა დღე.მოულოდნელად შეიძლება სასწაულის მომსწრენი გავხდეთ ან თანამოზიარენი ეს კი ძალიან მაგარი შეგრძნებაა.როცა რაღაც არარეალური ხდება,ამ საოცრების კი არ გჯერავს და გიჭირის თვალი გაუსწორო რეალობას. სანამ ადამიანი საკუთარი თვალით არ ნახავ სასწაულს იქამდე ვერ დაიჯერებ,ისედაც რთულია ამის აღქმა რაც გამოუსწორებელი,დაუშვებელი გგონია.სწორედ იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაღაც მაგიური და ჯადოსნური.ბევრს არ სჯერავს ამის,პირიქით სისულელე ან გამოგონილი ამბავი ჰგონიათ.ის ფაქტი,რომ სასწაული არსებობს და ხდება ზოგიც ადამიანის წარმოდგენით უნარს მიაწერენ ხოლმე მაგრამ არა,ის ნამდვილია და უნდა ვიწამოთ.რამდენი სასწაულის შესახებ მსმენია,ეგ კი არა საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი.ვფიქრობ,რომ ეს სასწაული ღმერთის ნებაა და მასზეა დამოკიდებული მოახდენს თუ არა.სასწაული ეს ყველასთვის განკუთვნილი ხილი არ არის,რომ ყველას ხვდებოდეს ან უფასოდ რიგდებოდეს,თუნდაც იყიდებოდეს.არა მას ვერ იპოვნი,ვერ იყიდი ის თავისი ფეხით არ მოვა შენამდე ღმერთის წინამძღრობით იქამდე მისასვლელად დიადი რწმენა,უფლის სიყვარულია საჭირო.სასწაული ხდება მათთვის ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება,ვისაც მთელი გულით სწამს,სურს სიცოცხლე და კარგად ყოფნა.ვისაც უჭირს,სიცოცხლეს ებრძვის,ყოველწუთიერი ხელჩართული ბრძოლა აქვს სიცოცხლესთან.ასეთებს მხოლოდ ერთი ნატვრა აქვთ არ დაასრულონ მალე სიცოცხლე.აქვე ადგილს იკავებს უამრავი ფიქრი,ყველაფერზე ფიქრობს ტვინი ამ დროს,თითქოს თავის მომავალსაც განჭვრეტს,უიმედობამ შეიპყრო ავადმყოფი არ აძლევს იმის იმედს,რომ მომავალში კარგად იქნება მაგრამ მეორე მხრივ რაც არ უნდა ცუდ დასასრულზე იფიქროს მაინც აქვს გულში იმედი,რომ სიცოცხლე გაგრძელდება რაღაც სინათლის სხივი იარსებებს და ასე მარტივად არ დანებდება.რადგან მან ადრეც გამოცადა ბევრი ცუდი,დიდი იმედით იყო და ეს რწმენა ბევრშემთხვევაში გამართლდა თუმცა არის შემთხვევები რომელსაც იმედიც კი აღარ შველის...სასწაული სწორედ ასეთი რამაა,გგონია რომ ნახევრად იმ ქვეყნად ხარ,თავს უიმედოდ გრძნობ ემზადები სხვა სამყაროსთან შესახვედრად თვალები დახუჭული გაქვს და უეცრად მზიანი დღე თენდება და ყველაფერი იცვლება კარგის მხრივ...ჩემი თვალით დანახული სასწაულიც ასეთი იყო,ადამიანი იმ ქვეყნიდან დაბრუნდა.ღმერთს ჯერ არ სურდა მისი წაყვანა,სიცოცხლე აჩუქა,დრო მისცა ოჯახთან ყოფნის...ამიტომაც ვთვლი,რომ ღმერთის სამართალი უზენაესი კანონია...უფალმა ყველაფერი კარგად იცის,წასვლის დრო და ჟამს ფლობს ყველაზე უკეთ...არსებობდნენ და დღესაც არიან ისეთი ადამიანები რომლებიც სასწაულმოქმედნი იყვნენ.სადაც სიტყვა სასწაულს ახსენებ იქვე მოგაგონდება მამა გაბრიელი ადამიანი სიკეთის განსახიერება.ალბათ მის კეთილ საქმეებზეც გსმენიათ,მის სასწაულებზე და ისიც გაგიგონიათ,რომ ავადმყოფებს მკურნალობდა.ერთი მოძღვარი ყვებოდა -დედა მყავდა რომელიც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს,საკვებსაც ვერ ჭამდა,ვერც წამალს სვამდა მამა გაბრიელი მოვიდა,ქალი აზიარა და სასწაული მოხდა ადამიანი დაბრუნდა,დაუბრუნდა სიცოცხლის სურვილი,დაიწყო ჭამა და სმა. ნუთუ ეს საოცრება არ არის? ერთ წიგნში წავიკითხე,მამა გაბრიელი ერთ ოჯახში სტუმრად იყო,თურმე თავსხმა წვიმა ყოფილა ქალს სარეცხი უსველდებოდა თქვა გავალ და ჩამოვხსნიო.მამა გაბრიელმა კი უთხრა არა, მე გავალ.გავიდა და რაღაც წამით წვიმა შეწყდა.აიღო სარეცხი,შემოიტანა და წვიმა ისევ დაიწყო.მოგიყვანეთ ორიოდე რეალური მაგალითი,რათა ნათლად წარმოგედგინათ ჩემი მონაყოლი და მეტი სიმტკიცე ჰქონოდა მონათხრობს.ის ადამიანი ვინც საკუთარი ხელით ქმნის სიკეთეს და სიკეთისგან სასწაულებს ახდენს ის ნამდვილი ღმერთის შვილია,ღმერთისგან გამოგზავნილი საჩუქარია რომლის ხილვის ბედნიერებაც გვქონდა.წარმოიდგინეთ,რომ კონკრეტული ადამიანის სახით გვევლინება უფალი,გვსტუმრობს ოჯახებში და გვლოცავს,მოაქვს თავისი მადლი ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ.ეს იდუმალი მადლია უბრალოებით მოცული რომელსაც ხმამაღლი საუბარი არ სჭირდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent