შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ მინდა..არა რაა


14-01-2021, 00:43
ავტორი მარადონა
ნანახია 974

აი, აღარ მინდა, რა ამ ქვეყანაში რა..აღარა რა..
აი, მაგალითად, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჩადიხარ მიწისქვეშა სადგომზე და ისეთი იდუმალი სიტუაციაა, აი, ფილმებში რომ არის, ხან ვის ახრჩობენ და ხან ვისზე ძალადობენ.. და ჩვენთან რა ხდება?! ჩავდივართ კარფურის მიწისქვეშა სადგომზე და არაფერი, არაფერი მსგავსი, აი, ვაბშე არაფერი..ანდა სულ მომართული ვარ, იქნებ ,ვინმე გადავარჩინო-თქო, ანუ ვინმე რა, ლამაზი ქალი და მოვიმადლიერო-თქო..მაგრამ რად გინდა?! არაფერი, აი ვაბშე მსგავსიც არაფერი რა.. აღარ მინდა რაა..
ანდა იმ დღეს..ოჯახის ექიმს ვესაუბრე ონლაინ, ხველა მაქვს-მეთქი, 38 სიცხე, ზურგი მტკივა და გემოს ვერ ვგრძნობ-თქო. ტერიტორიულად სად ხართო, მეკითხება, კუკიაზე-თქო და სიცილი დაიწყო..აღარ რა.. ამ ქვეანაში რა..
ანდა, აი, სიდედრი რომ თავის ნათესავს ელაპარაკება მობილურზე და უცებ,"ნესტავო- ნესჩევო" შენ მოკითხვას რომ გადასცემს, მოგიკითხაო და შენ "აჩკებს" ზემოდან რომ გახედავ... მერე მობილურს ხელს რომ დააფარებს და აქეთაც, რომ გეტყვის,იმანაც მოგიკითხაო..აღარ მინდა რა..
ზოგი კიდევ რა საშინელი ადამიანია.აი, მთელი დღე უჭმელ-უსმელი რომ დარბიხარ გაწამაწიაში, დრო, რომ არ გაქვს გასაჩერებელი და სულის მოსათქვამი, საღამოს როგორც იქნა, რომ მოიცლი, რომ ცივა და მგელივით გშია და როგორც იქნა სამლარნახევრიან ცხელ ხაჭაპურს რომ დაითრევ და ვერ უცდი გაგრილებას, ძალიან ცხელი რომ არის და გკიდია მაინც და ოთხად რომ გადაკეცავ და ორივე ყბას რომ ამოივსებ ისე, რომ სუნთქვა გიჭირს და ამ დროს რომ გადაგიდგება წინ და ესა და ეს ქუჩა საით არისო, რომ გკითხავს და თან ხედავს, რომ სუნთქვაც კი გიჭირს მაგრამ მაინც, რომ გიყურებს და გელოდება როდის მიასწავლი გზას..არა რა, აღარ მინდა ამ ქვეყანაში რა..
იმ დღეს სტომატოლოგთან ვიყავი და ჩემს გვერდზე სხვა შუახნის მამაკაცს უდებდნენ პლომბს და რომ მორჩა, სტომატოლოგი ეკითხება: -აბა ენით მოსინჯეთ, გამოწეული ხომ არ არის, ენასთან ხო არ შეგიშლითო ?და იმან - არა კაცოო, ეგ არაფერი, წავეთამაშები ხანდახანო.. აღარ შემიძლია რა..შეკაიოჯახიშვილო შენა, მოაქლიბინე რა, რატომ უნდა წაეთამაშო ენით კბილს რა...სტომატოლოგმაც ისე შეხედა, გულში ფიქრობდა მგონი, წასათამაშებლის მეტი რაა შე კაცო, კბილს რომ არ წაეთამაშო შენ კიდეო...არა რა, აღარ მინდა ამ ქვეყანაში, აღარც შემიძლია რა..
მაგალითად კიდე, რატომ უნდა ეძახდე მეგრელი სარკეს -სარკეს და ჩვეულებრივ მინასაც - სარკეს რა... დავპარკინგდი. გადავიდა მანქანიდან ჩემი სიდედრი და ბარემ სარკეს ხელი მოარტყით-მეთქი ვთხოვე. სარკის მოკეცვა ვიგულისხმე და იმან რა ქნა?! ორივე ხელი დახურული კარის მინას ისე მოსცხო, რომ რამ გადაარჩინა გატეხვას წარმოდგენა არ მაქვს რა..
არა რა..
როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა რა..ანდა უბრალოდ, პატიოსნად მუშაობა მინდა რა...გამექცევა ხოლმე თვალი ამ ჩემს გვერდზე მჯდომი თანამშრომლის მონიტორისკენ და..
დილით - პაკრიშკები და დისკები, საღამოს - პორნო..
დილით - პაკრიშკები და დისკები, საღამოს - პორნო..
ამასწინებზე ვიფიქრე უფროსს ვეტყვი-თქო, ავედი და ვაა შემო, შემოო რა გაჩვენოო, ნაცნობი ხმები კი მომესმა მისი კომპიდან, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ გერმანულ კინოს უყურებს-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე ... რას ვიზამდი?! ვა, შენ გაიხარე-თქო და წამოვედი..
აღარ მინდა რა ..აი, აღარ რა..
ბანბანერკა ვიყიდე სახელწოდებით ''ემოცია'' და შე არაადამიანო, ხომ შეიძლება დააკონკრეტო ემოციის ტიპი '' აიფონით საპირფარეშოში დიდი ხნით მოხვედრის ემოცია'' .. იქნებ ნოკიით ვარ, არაადამიანო შენა რა..აი, ვეღარ რა..ამ ქვეყანაში რა..
მოვა ეხლა ახალი წელი და დაიწყება ჯიბეში ჩამთბარი ერთი და იგივე კანფეტების გაცვლა-გამოცვლა..და მერე,რომ უნდა ჩახედო,შეადარო რა მიეცი და იმან რა მოგცა..
ჰოდა აღარ მინდა რა...და ვეღარც რა...



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

ძაან გამეცინა..
:დდდ

 


№2  offline წევრი მარადონა

სტუმარი დაკი
ძაან გამეცინა..
:დდდ

)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent